Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 25830/10; 10/10/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის    თსუ-ს ორმხრივი   თანამშრომლობის   ხელშეკრულების ფარგლებში  პარტნიორი  ევროპული  უნივერსიტეტების  მიერ  თბილისის 
სახელმწიფო    უნივერსიტეტის       სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 12 ოქტომბერს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ფიქრია ასანიშვილი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირაკლი   კახიძე,   თსუ   იურიდიული   ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნაზი    ფარსადანიშვილი,    თსუ    ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) ეკა   ლეკაშვილი,   თსუ   ეკონომიკისა   და   ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) მარიამ გაიდამაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. ნათია კალანდაძე, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დამტკიცდეს    კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის        სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო            გაცვლით          და          მობილობის          პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 


რექტორი        გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 296/01-01

კონკურსი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის თსუ-სა და ტეხასის უნივერისტეტის (UT Dallas) ერთობლივი პროექტის ფარგლებში

ცხადდება კონკურსი საქართველოში აკრედიტებული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების ახალგაზრდა პროფესორებისთვის (რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არაუადრეს 2018 წლის 1 იანვრისა) და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განვითარებას.  

 

სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბრის 23:59 საათი. ინტერვიუ აპლიკანტებთან ჩატარდება 2023 წლის თებერვალში. შერჩეული აპლიკანტები დალასში გაემგზავრებიან 2023 წლის ივნისში.

 

აღნიშნული ოთხკვირიანი პროგრამა მოიცავს მგზავრობას თბილისიდან დალასში (ტეხასის შტატი, აშშ), რომელიც დაიწყება ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგით ინგლისურ ენაში, გაგრძელდება აკადემიური და საგრანტო განაცხადების წერის სწავლებით, დისერტაციის მომზადებით, აკადემიური საზოგადოების წინაშე წარდგენის სწავლებით და სხვ. გამგზავრებამდე ორი თვით ადრე, გამარჯვებული კანდიდატები სავალდებულოდ უნდა დაესწრონ ვირტუალურ საორიენტაციო სესიებს. პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შერჩეული მონაწილეებისთვის ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ბილეთის ანაზღაურება, აკომოდაციით და კვებით უზრუნველყოფა, დალასში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათის დაფინანსება და პერ-დიემის გამოყოფა.

 

პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. 

 

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალები იხილეთ აქ

 

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იურიდიული ფაკულტეტის   ბიბლიოთეკაში   უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი სპეციალისტები)  შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 22 სექტემბრის N19/04 ერთობლივი  ბრძანების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2022 წლის 23 სექტემბრის  N23872/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იურიდიული ფაკულტეტის    ბიბლიოთეკაში     უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი  სპეციალისტები)  შესარჩევად (2 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიებისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება  თვეში  1000 (ათასი)  ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა  და საპენსიო ანარიცხის  ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტებს  მოეთხოვებათ:

ა) პროფესიული  განათლება;
ბ) თსუ-ში  მოქმედი   რეგულაციების   ცოდნა  პოზიციის   სპეციფიკიდან გამომდინარე: 
საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკებითა
და  სამკითხველო  დარბაზებით    სარგებლობის წესი;    უნივერსიტეტის    ბიბლიოთეკის
დებულება;

4. აპლიკანსტებს  უნდა   ჰქონდეთ:

ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ) ერთდროულად სხვადასხვა  ამოცანებზე  დამოუკიდებლად და ეფექტურად  მუშაობის უნარი;
ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იურიდიული ფაკულტეტის   ბიბლიოთეკაში   უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი   სპეციალისტები) პოზიციაზე   დასაქმებულ     პირებს   მოეთხოვებათ   შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა)  ლიტერატურის  მოძიება შემოსული მოთხოვის მიხედვით; 
ბ)  ლიტერატურის  გაცემა ადგილზე სარგებლობისთვის;
გ) მკითხველისათვის სასურველი ლიტერატურის  ასლის გადაღება; 
დ)  მკითხველის კონსულტირება;
ე) მკითხველთა ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება;
ვ)  დაზიანებული საბიბლიოთეკო დოკუმენტის გადარჩევა და აღრიცხვა;
ზ) მკითხველთა კონტროლი, რათა არ მოხდეს  წიგნის  დაზიანება ან მისი  დარბაზიდან გატანა;
თ)  ბიბლიოთეკაში სამუშაო პირობების დაცვა;
ი)  წიგნებისა  და პერიოდული გამოცემების დადგენილი წესით თაროებზე განლაგება; 
კ) ბიბლიოთეკის გამგის  სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება;


6. კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტებმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში      უნდა   წარმოადგინოს    ცნობა     ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ    მიმართული     დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში  მონაწილეობის    მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრული საბუთების   გამოგზავნის    შემთხვევაში,    საკონკურსო   კომისიის    მიერ   აპლიკანტების საბუთები არ განიხილება. აპლიკანტები,  ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,  წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები  აპლიკანტს  ეცნობება   პირადად; 
8. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის   ბიბლიოთეკაში    უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი  სპეციალისტები)  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი 1);

9. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ  გადმოგზავნილი  უნდა იქნეს  2022   წლის 31 ოქტომბრიდან   2022 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს ბიბლიოთეკის    იურიდიული ფაკულტეტის    ბიბლიოთეკა   უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი  სპეციალისტი).

10.  ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის    ბიბლიოთეკაში უფროსი ბიბლიოთეკარების  (უფროსი    სპეციალისტები)   შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ზე და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს  2022  წლის  22  ნოემბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 191/02-01      

კონკურსი სლოვაკეთის რესპუბლიკის სტიპენდიის მოსაპოვებლად

სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისთვის ცხადდება კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად.  განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, მკვლევრებს, და უნივერსიტეტის ლექტორებს. ამასთან, სტუდენტებს და დოქტორანტებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მგზავრობის დაფინანსების თაობაზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.scholarships.sk ონლაინ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბრის 16:00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით. დამატებით გაცნობებთ, რომ მომდევნო, 2023/2024 აკადემიური სასწავლო წლის სტიპენდიის პროგრამისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღრულია 2023 წლის 30 აპრილი.

სრულად

ბრძანების N:

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!! ხელშეკრულების გაფორმება

ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 21-26 სექტემბერი, 10:00სთ -17:00სთ.

მე-6 კორპუსი, ოთახი  #207

 

სრულად

ბრძანების N:

Final Conference of Erasmus + DPPHSS Project

Final Conference

On 10-15 September 2020 Yerevan State Medical University after M. Heratsi (Armenia) as the project coordinator institution, hosted the final conference of the EU Erasmus+ CBHE  597977-EPP-1-2018-1-AM-EPPKA2-CBHE-JP project – “Doctoral Programmes in Public Health and Social Science (DPPHSS)’’, with the participation of representatives of the countries involved in the project, particularly from Austria, Romania, Slovakia, and Georgia.  The invited guests from other countries (from the Republic of Moldova, Kyrgyzstan, etc.) also paid an official visit to the conference.

Professors and PhD students of medicine faculty and the administrative staff of Ivane Javakhishvili Tbilisi State University attended the conference. The participants shared knowledge and experience gained during the project lasted for four years. Ivane Javakhishvili Tbilisi State University has provided four reports on the conference. The academic staff of TSU presented the achievements regarding development of doctoral programs in Public Health and Epidemiology, and the main role of international projects in education quality enhancement. Our students have presented the results of their researches. Discussion was held among participants about the presented topics on the final session. The representatives of the TSU handed the books of articles to the project coordinator and the participants, that were published in Georgia within the framework of the project. On September 14-15, 2022 the final meeting of project coordinators was held. The further collaboration between the participant academic institutions was planned.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღები გამოცდებისთვის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 94-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატებს, რომლებიც სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის
4 აგვისტოს N232/01-01 და N233/01-01 ბრძანებებით დადგენილ ვადებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადნენ შესაბამის გამოცდაზე, განესაზღვროთ დამატებითი საგამოცდო ვადები:
ა) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 16 სექტემბერი (14:00 სთ);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი (12:00 სთ-მდე); გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 19 სექტემბერი (14:00 სთ-მდე); დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
ე) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 19 სექტემბერი (14:00 სთ);
ვ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი (12:00 სთ- მდე);
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 20 სექტემბერი  (14:00 სთ- მდე);
თ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 20 სეტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 266/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2022 წლის 9 აგვისტოს №238/01-01 ბრძანების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 12 აგვისტოს №241/01-01 და №242/01-01  ბრძანებების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 სექტემბრის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მერაბ ტურავა - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ ზარანდია - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გიორგი ჩაკვეტაძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი (კომისიის მდივანი);
დ) ირმა ხარშილაძე -  თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
ე) გიორგი თუმანიშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვ) თამარ ლაკერბაია - სამართლის დოქტორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ლალი ფაფიაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლავრენტი მაღლაკელიძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ეკატერინე შენგელია - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) კობა ყალიჩავა - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64)
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 70/2022

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი

სემინარი თემაზე „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა: GGSB-ისა და მისი SMART|Lab-ების წვლილი“ გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში შედგა. მე-9 ქართულ-გერმანული სკოლასა და სემინარს ფუნდამენტურ მეცნიერებაში (GGSWBS)  იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრი (FZJ)  მართავს ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (აგრუნი, ილიაუნი, სტუ, ქსუ და თსუ), მჭიდრო კოორდინაციით დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის (HZDR) და დარმშტადტის ჰელპმოლცის ცენტრებთან ერთად (GSI).
 

შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პროექტის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: ,,საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში იმართება საზაფხულო სკოლა გერმანელ მეცნიერებთან ერთად. პროექტი მრავალი წელია უკვე მუშაობს და მის ფარგლებში ეწყობა ტრენინგები და საზაფხულო სკოლა. შეირჩევიან  ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს იულიხის კვლევით ცენტრში. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი მომავალი თაობისთვის, რათა დაეუფლონ თანამედროვე მეთოდოლოგიას კვლევაში. გერმანული მხარის ხელშეწყობით, თსუ-ში ვაპირებთ კიდევ ერთი, სამედიცინო მიმართულების ლაბორატორიის შექმნას, რომელიც ინოვაციურ პროექტებზე იმუშავებს.“
 

სემინარზე განიხილავენ ჯანმრთელობის საკითხებს (კერძოდ, დაავადებათა (კიბო) დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე) და გარემოზე (მაგ. დაბინძურება, როგორც ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი). გარდა ამისა, განიხილება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილი ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ასპექტები.


სემინარის მიზანია შეკრიბოს მსოფლიო ექსპერტები ამაჩქარებლის ჯგუფებიდან, სამედიცინო ფიზიკოსები და ექიმები, სიცოცხლის მეცნიერებების წარმომადგენლები და ტექნოლოგიები სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებიდან, ამ სფეროში მიღწევების შესაჯამებლად და ორ ქვეყანას შორის შემდგომი სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ დისკუსიების წამოსაწყებად. გარდა ამისა, იგეგმება სალექციო კურსები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების ფართო სპექტრში, ასევე ბრიფინგი სამეცნიერო (მიმდინარე და სამომავლო) პროექტებზე და საგანმანათლებლო (სტუდენტების გაცვლის) პროგრამებზე.

 

იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა ქართულ მხარესთან თითქმის ოცწლიან თანამშრომლობაზე, ქართულ-გერმანული ხიდის მნიშვნელობაზე, გერმანიაში ქართველი სტუდენტების სწავლაზე, ე.წ. ჭკვიან ლაბორატორიებზე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში კვლევითი ცენტრების დაარსებასა და განვითარებაზე ისაუბრა. 
 

კვლევითი ცენტრი იულიხში (FZJ) წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (აგრუნი, ილიაუნი, სტუ და თსუ). თანამშრომლობა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწყო იულიხის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტისა (IKP) და თსუ მეცნიერთა მცირე ჯგუფის (HEPI TSU) თანამშრომლობით, იულიხის COSY ამაჩქარებლის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საფუძველზე. ეს საერთაშორისო თანამშრომლობა მოგვიანებით გააფართოვა სხვა FZJ ინსტიტუტებმა: ენერგიისა და კლიმატის კვლევები (IEK), ნეირომეცნიერება და მედიცინა (INM), ბიო- და გეომეცნიერებების კვლევა (IBG) და ელექტრონიკა და მექანიკური ინჟინერია (ZEA). ცოტა ხნის წინ ქართული მხრიდან ამ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ქსუ) შეუერთდა.
 

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB) დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: 1. განათლება (საგანმანათლებლო პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის ტარდება სხვადასხვა სტაჟირების პროგრამების სახით იულიხში და ბლოკ-ლექციების სახით საქართველოში); 2. კვლევა (ქართველი სტუდენტები თავიანთ ქართველ ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი სამაგისტრო და სადოქტორო პროექტების მრავალფეროვან საერთო კვლევებში); 3. ცოდნის ტრანსფერი (ახალგაზრდა, კარგად მომზადებული ქართველი მეცნიერების რეინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტების სტრუქტურებში ე.წ. SMART|Lab-ების შექმნით). გერმანია და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ შესაძლებლობას - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეშვეობით) შეიქმნა ორი SMART|ლაბორატორია -  ბირთვული ფიზიკის (SMART|EDM_Lab) და ატმოსფერული ქიმიის & მოდელირების (SMART|AtmoSim_Lab); იულიხმა ლაბორატორიებს მიაწოდა სამეცნიერო აღჭურვილობის გარკვეული ნაწილი.
 

 

 


 

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო  და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2022 წლის 25 ივლისის №219/01-01 და 26 ივლისის №220/01-01 ბრძანებების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 25 აგვისტოს №246/01-01 და №247/01-01 ბრძანებებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 სექტემბრის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის თეორიული ფილოსოფიის კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ვალერიან რამიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირაკლი ბათიაშვილი - ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მამია სურმავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ანასტასია ზაქარიაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ირაკლი ბრაჭული - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) დემურ ჯალაღონია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) აკაკი ყულიჯანიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მამუკა დოლიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ვასილ კაჭარავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ელენე მეძმარიაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ანასტასია ზაქარიაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; (კომისიის მდივანი);
დ) მერაბ კალანდაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) თამარ შიოშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მანანა გელაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვალერიან რამიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) დავით მაზიაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის (ინგლისური ენა) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) რუსუდან დოლიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირინა გველესიანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნათელა ნემსაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თამარ ნატროშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მაია დარასელია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ნინო დარასელია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მარიამ ქებურია - ფილოლოგიის დოქტორი, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს ატაშე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინე დემეტრაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  (კომისიის მდივანი).


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 64/2022

„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტო/გის, დაგეგმარება, მართვა“- საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

ლანდშაფტურ მეცნიერებას და ლანდშაფტურ დაგეგმარებას, კარტოგრაფიას და გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებს (GIS), გარემოს მართვას განიხილავს 12 ქვეყნის 100-ზე მეტი მკვლევარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო კონფერენცია -„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტო/გის, დაგეგმარება, მართვა“, გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ექსპერიმენტატორისა და მოგზაურის, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ბერუჩაშვილის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებიან.

„ქართული გეოგრაფიული და კარტოგრაფიული მეცნიერების განვითარებასა და ნოვაციური იდეების დანერგვაში ნიკო ბერუჩაშვილის უდიდესი წვლილის დაფასებაა კონფერენცია, რომელიც თსუ-ში მიმდინარეობს. კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები ამ სფეროში თანამედროვე კვლევებს განიხილავენ და ერთმანეთს უახლეს ინფორმაციას უზიარებენ. ასეთი ღონისძიება ხელს უწყობს თსუ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-პედაგოგიური კავშირების გაღრმავებას,“-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 

ბრნოს (ჩეხეთი) უნივერსიტეტის პროფესორის, კარტოგრაფიის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მილან კონეჩნის თქმით, ნიკო ბერუჩაშვილი დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კარტოგრაფად. „ბერუჩაშვილის სამეცნიერო ინიციატივები მნიშვნელოვანია და მოიცავს ლანდშაფტის უსაფრთხოების საკითხებს. კონფერენციაზე ეს თემები განიხილება გეოგრაფების, კარტოგრაფების აქტიური მონაწილეობით,“-აღნიშნა მილან კონეჩნიმ.  

კონფერენციის ფარგლებში, თსუ მუზეუმში გაიხსნა ნიკო ბრუჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა და ვიდეომასალის ჩვენება.

თსუ პროფესორის თენგიზ გორდეზიანის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოცხადდა, რომ საგურამო-იალნოს ქედის ერთ-ერთ მწვერვალს, რომლის სიმაღლე 1824 მეტრია, ნიკო ბერუჩაშვილის სახელი მიენიჭა. 

თსუ კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის გამგის ნიკო ბერჩაშვილის ინიციატივით, თუ-ში 1979 წელს დაარსდა აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ევრაზიის სხვადასხვა მთიან სისტემაში აწარმოებდა კვლევებს. ნიკო ბერუჩაშვილი იყო მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2002 წელს ნიკო ბერუჩაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო გეოგრაფიულ კავშირში დაარსდა „ლანდშაფტური ანალიზის“  კომისია, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო. მის სახელს უკავშირდება ახალი მიმართულების - ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სივრცე - დროითი ანალიზისა და სინთეზის კონცეფციის შემუშავება ლანდშაფტმცოდნეობაში. ნიკო ბერუჩაშვილი კითხულობდა ლექციებს სანქტ-პეტერბურგის, ტულუზის, სორბონის და სხვა უნივერსიტეტებში.

 

სრულად

ბრძანების N:

„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტო/გის, დაგეგმარება, მართვა“- საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

ლანდშაფტურ მეცნიერებას და ლანდშაფტურ დაგეგმარებას, კარტოგრაფიას და გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებს (GIS), გარემოს მართვას განიხილავს 12 ქვეყნის 100-ზე მეტი მკვლევარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო კონფერენცია -„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტო/გის, დაგეგმარება, მართვა“, გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ექსპერიმენტატორისა და მოგზაურის, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო)ბერუჩაშვილის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებიან.
 

„ქართული გეოგრაფიული და კარტოგრაფიული მეცნიერების განვითარებასა და ნოვაციური იდეების დანერგვაში ნიკო ბერუჩაშვილის უდიდესი წვლილის დაფასებაა კონფერენცია, რომელიც თსუ-ში მიმდინარეობს. კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები ამ სფეროში თანამედროვე კვლევებს განიხილავენ და ერთმანეთს უახლეს ინფორმაციას უზიარებენ. ასეთი ღონისძიება ხელს უწყობს თსუ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-პედაგოგიური კავშირების გაღრმავებას,“-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ
 

ბრნოს (ჩეხეთი) უნივერსიტეტის პროფესორის, კარტოგრაფიის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მილან კონეჩნის თქმით, ნიკო ბერუჩაშვილი დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კარტოგრაფად. „ბერუჩაშვილის სამეცნიერო ინიციატივები მნიშვნელოვანია და მოიცავს ლანდშაფტის უსაფრთხოების საკითხებს. კონფერენციაზე ეს თემები განიხილება გეოგრაფების, კარტოგრაფების აქტიური მონაწილეობით,“ - აღნიშნა მილან კონეჩნიმ.  
 

კონფერენციის ფარგლებში, თსუ მუზეუმში გაიხსნა ნიკო ბრუჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა და ვიდეომასალის ჩვენება.
 

თსუ პროფესორის თენგიზ გორდეზიანის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოცხადდა, რომ საგურამო-იალნოს ქედის ერთ-ერთ მწვერვალს, რომლის სიმაღლე 1824 მეტრია, ნიკო ბერუჩაშვილის სახელი მიენიჭა. 
 

თსუ კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის გამგის ნიკო ბერჩაშვილის ინიციატივით, თუ-ში 1979 წელს დაარსდა აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ევრაზიის სხვადასხვა მთიან სისტემაში აწარმოებდა კვლევებს. ნიკო ბერუჩაშვილი იყო მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2002 წელს ნიკო ბერუჩაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო გეოგრაფიულ კავშირში დაარსდა „ლანდშაფტური ანალიზის“  კომისია, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო. მის სახელს უკავშირდება ახალი მიმართულების - ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სივრცე - დროითი ანალიზისა და სინთეზის კონცეფციის შემუშავება ლანდშაფტმცოდნეობაში. ნიკო ბერუჩაშვილი კითხულობდა ლექციებს სანქტ-პეტერბურგის, ტულუზის, სორბონის და სხვა უნივერსიტეტებში.


 

სრულად

ბრძანების N:

ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (ITEC) ონლაინ სასწავლო კურსები 2022-2023 სასწავლო წლისათვის

ცხადდება კონკურსი ინდოეთის მთავრობის მიერ, 2022-2023 სასწავლო წლისათვის ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (ITEC) ონლაინ სასწავლო კურსებში მონაწილეობის მისაღებად.

 

სასწავლო პროგრამები სრულად ფინანსდება ინდოეთის მთავრობის მიერ.

 

შერჩეული კანდიდატის დარეგისტრირება ხდება ონლაინ რეჟიმში. პროგრამებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო განაცხადი ხელმისაწვდომია ბმულზე

შერჩეული კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა, ასევე, გაგზავნილ უნდა იქნას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინდური მხარე განიხილავს მხოლოდ იმ კანდიდატების აპლიკაციებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ შესაბამისი კურსის დაწყებამდე 1 თვით ადრე.

 

კურსების ჩამონათვალი იხილეთ დანართში.

სრულად

ბრძანების N:

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 13 სექტემბრის №22493/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 სექტემბრის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების პირველი პუნქტის X ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი.


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 72/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                                                       

№ 15/29 - 01

07.09.2022

ქ.თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2021-2022  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;

გ) პროფესორი დავით ნარმანია;

დ) პროფესორი თემურ შენგელია;

ე) პროფესორი ლევან საბაური;

ვ) პროფესორი დემურ სიჭინავა;

ვ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;

ზ) ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი - კომისიის მდივანი.

2. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის  მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) აკადემიკოსი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე  - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) აკადემიკოსი, პროფესორი  ვლადიმერ პაპავა;

გ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;

დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;

ე) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;

ვ) პროფესორი  იური ანანიაშვილი;

ზ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;

თ) პროფესორი რევაზ გველესიანი;

ი) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;

კ) ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე - კომისიის მდივანი.

3. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ტურიზმის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი იოსებ ხელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ასოცირებული პროფესორი   ეკა ლეკაშვილი;

გ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;

დ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;

ე) ასოცირებული პროფესორი  მერაბ ხოხობაია;

ვ) ასოცირებული პროფესორი   ვალერი არღუთაშვილი;

ზ) პროფესორის ასისტენტი ხათუნა ჩხიკვაძე - კომისიის მდივანი.

4.  სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის (ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია), ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი) და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით განხორციელდეს 2022 წლის 16 სექტემბერს 11:00 საათიდან შემდეგი განრიგის შესაბამისად:

4.1. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2, კორპუსი 10, ოთახი № 513) ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს:

მოდული: ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია - 16.09.2021., 11:00 სთ.;

4.2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2, კორპუსი 10, ოთახი № 609) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

მოდული: მარკეტინგი - 16.09.2022., 11:00 სთ.;

4.3. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა  (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2, კორპუსი 10, ოთახი № 414 ან № 515) ტურიზმის  მიმართულებით:  16.09.2022., 11:00 სთ.

5. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

6. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

ფაკულტეტის დეკანი         პროფესორი         გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 15/29 - 01

2022–2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  აკადემიური   რეგისტრაციის სახელმძღვანელო ინსტრუქცია

13 სექტემბერი -19 სექტემბერი

 

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების  არჩევა განხორციელდება პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების  შესაბამისად,  სასწავლო ცხრილის საფუძველზე.

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე  აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება   13 სექტემბერს  16 საათზე საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:

 

  • 13 სექტემბერს  16 საათიდან ბაზა გაიხსნება ზედა სემესტრელთათვის

 

ძირითადი სპეციალობის/ Major  სასწავლო კურსებს, მათ შორის სპეციალობის შესავალი კურსების  არჩევა მოხდება, მხოლოდ ზედა სემესტრის კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისათვის (მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერების საგნები გაიხსნება  მხოლოდ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის);

 

  • 13 სექტემბერს  18 საათიდან ბაზა გაიხსნება ზედა სემესტრელთათვის

 

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში რესურსის გათვალისწინებით გაიხსნება ყველა საგანი, გარდა საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი საგნებისა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისათვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის)

 

  • 15 სექტემბერს  11 საათიდან  ბაზა გაიხსნება პირველსემესტრელთათვის 

 

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში პირველსემესტრელები შეძლებენ  მხოლოდ სპეციალობის შესავალი კურსის არჩევას (მაგალითად, სოციოლოგიის სპეციალობის პირველსემესტრელი აირჩევს მხოლოდ სოციოლოგიის შესავალს; ჟურნალისტიკის სპეციალობის პირველსემესტრელი აირჩევს მხოლოდ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალს და ა.შ.)

 

  • 15 სექტემბერს  12 საათიდან ბაზა გაიხსნება პირველსემესტრელთათვის

 

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გაიხსნება საფაკულტეტო სავალდებულო და საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი სასწავლო კურსები (პირველი დონის საგნები) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველსემესტრელთათვის.

 

  • 15 სექტემბერს  17 საათიდან

​​​​​​​

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში  გაიხსნება საფაკულტეტო სავალდებულო და საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი სასწავლო კურსები (პირველი დონის საგნები) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისათვის

 

  • 16 სექტემბერს  12 საათიდან

 

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში საგნები გაიხსნება სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 

 

მაგისტრატურის საფეხური (26 სექტემბერი -3 ოქტომბერი)

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრატურის  საფეხურის ზედა სემესტრელი სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება  26 სექტემბერს 

 

პირველსემესტრელ მაგისტრანტთა აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 28 სექტემბერს.

 


გისურვებთ წარმატებას!

სრულად

ბრძანების N:

VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

 

2022 წლის 4-5 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ატარებს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

 

იხ. კონფერენციის პროგრამა Geo.

იხ. კონფერენციის პროგრამა Eng.

სრულად

ბრძანების N:

"ყარაბაღის კონფლიქტის გავლენა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო აქტივიზმზე"


 23 ოქტომბერს ქ. მარნეულში გაიმართება კონფერენცია თემაზე "ყარაბაღის კონფლიქტის გავლენა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო აქტივიზმზე". 

კონფერენცია იმართება საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. 

კონფერენციას აკადემიურ ორგანიზებას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კონფლიქტების ანალიზისა და მართვის პროგრამა.

კონფერენციის ორგანიზატორია განათლებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეს (15+).

მონაწილეობის მსურველმა მოქალაქემ უნდა მოამზადოს თემა და გამოგზავნოს ელ.ფოსტაზე არაუგვიანესს 19 ოქტომბრისა.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.

 

კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია. 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdzOQFJGgDuH_OwacdV5r5vQKjtAWTf7oBvYaXPWUnyrjosNg/viewform?usp=sf_link

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თემა უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე : Tamari.Tolordava313@sps.tsu.edu.ge 

შერჩეულ კანდიდატებს დამატებითი დეტალები ეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

სრულად

ბრძანების N:

Announcement

The admission process has been completed for the program Dentirstry and Medicine.

სრულად

ბრძანების N: