ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივი თანმშრომლობით განხორციელებულ ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე - მიგრაციის მართვა.
- სწავლის სემესტრული საფასური შეადგენს 1125 ლარს.
- სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი.
- სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების შიდასაუნივერსიტეტო რეგულაციები.
საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 22-31 აგვისტო, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 201 ა.
- გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 9 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13 -14 სექტემბერი;
- გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
- გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 19 სექტემბერი;
- აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 21-26 სექტემბერი.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ჩაბარების მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
599 65 95 77; migration.magister@tsu.ge