თსუ პროფესიული სტუდენტების გუნდი საუკეთესო სამეულშია
თსუ პროფესიული სტუდენტების გუნდი ფრენბურთში ვერცხლის პრიზიორია
დასაქმების შესაძლებლობები - შეხვედრა „გუდვილთან“
კონფერენციის მონაწილეები კახეთს ეწვივნენ
პროფესიული განათლების მეორე კონფერენცია წარმატებით დასრულდა
პროექტი „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ წარმატებით დასრულდა
შემეცნებითი ეკსკურსია შიდა ქართლში
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრება“
პრაქტიკული ვიზიტი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში
“ღვინის დაძველების არატრადიციული მეთოდები - ახალი გამოცდილება ღვინის ტურისტებისთვის”
თსუ-ს კურსდამთავრებულები
თამარ ლოჩოშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. თამარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის უფროსი ბიბლიოთეკარია.
“ეს პროფესია ავირჩიე, რადგან ყოველთვის მქონდა ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი ინტერესი და წიგნების მიმართ სიყვარული. გადავწვიტე თსუ პროფესიული განათლების ცენტრში პროგრამა "საბიბლიოთეკო საქმე" შემესწავლა და კიდევ უფრო დავახლოებოდი ამ სფეროს”,-ამბობს თამარ ლოჩოშვილი.
დღეს თამარი საბიბლიოთეკო საქმის პროფესიულ პროგრამაზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას უკვე აქტიურად იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში.
თეკლე კვირიაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2023 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ შესახებ ერთ-ერთი კურსდამთავრებულისგან შეიტყო და გადაწყვიტა ახალ პროფესიას თავადაც დაუფლებოდა. პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას დღეს უკვე ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს.
„პროგრამის შესახებ შევიტყვე „ღონისძიების ორგანიზების“ პირველი გამოშვების კურსდამთავრებულისგან, რის შემდეგაც გადავწყვიტე მეტი გამეგო ამ სფეროს შესახებ. პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას ყოველდღიურად ვიყენებ საკუთარ საქმიანობაში, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან მეხმარება თიმბილდინგებისა და კორპორატიული საღამოების დაგეგმვაში“,-განაცხადა თეკლემ.
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებული ახალი პროფესიის შესწავლას ერთი წლის მერეც დადებითად აფასებს. როგორც თეკლემ აღნიშნა, „მიხარია, რომ გამოვიყენე შესაძლებლობა, რომელიც თსუ-მ მომცა. არაჩვეულებრივი კურსელებისა და ლექტორების წყალობით გავატარე შესანიშნავი ერთი წელი და მივიღე დიდი ცოდნა და გამოცდილება მათთან ერთად“.
მაკო ალავიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. ის საერთაშორისო გადამზიდ კომპანიაში „ინექს გრუპი“ საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე მუშაობს.
მაკო ალავიძე წარმატებულ დასაქმებას პროფესიულ პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ (ქუთაისი) სწავლისას მიღებულ ცოდნას უკავშირებს. „გავიარე „საბაჟო საქმის“პროფესიული პროგრამა. ძალიან კმაყოფილი ვარ სასწავლო კურსით, რადგან მივიღე ის ცოდნა და უნარები, რაც დამეხმარა დავსაქმებულიყავი საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ გადამზიდ კომპანიაში“,-განაცხადა მაკომ.
ქეთევან ვარსიმაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2023 წლის კურსდამთავრებულია. ქეთევანი ამჟამად ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და პროფესიული პროგრამაზე „ღონისძიების ორგანიზება“ სწავლისას მიღებული ცოდნა მას სამსახურებრივ საქმიანობაში ეხმრება.
„აღნიშნულმა პროგრამამ ბევრი უნარი და ცოდნა შემძინა. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად და ვთვლი, რომ ეს პროფესიული უნარები გამომადგება ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაში. მინდა გითხრათ, რომ არასოდეს არის გვიანი შეიძინოთ ახალი ცოდნა, ახალი უნარები და ახალი პროფესია“,-განაცხადა ქეთევან ვარსიმაშვილმა.
ეკატერინე ჯაფარიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. საოფისე საქმის პროფესიულ პროგრამაზე (ქუთაისი) სწავლა სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, რადგან დარწმუნებული იყო რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა მის კარიერულ განვითარებას შეუწყობდა ხელს.
ეკატერინე ჯაფარიძე რამდენიმე წელია რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოში ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტია. პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მას ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება.
“ეს პროგრამა პირდაპირ კავშირში იყო ჩემს სამსახურთან, მიღებული ცოდნა დამეხმარა მეტად კვალიფიციური გავმხდარიყავი ჩემს სფეროში და, მეტიც, თსუ პროფესიული განათლების ცენტრში უფრო მეტი ცოდნა მივიღე ვიდრე წარმომედგინა”,- ფატი გიორგაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულია. ფატიმ პროფესიულ პროგრამაზე “საოფისე საქმე” ( ქუთაისი) სწავლა 2024 წელს დაასრულა.
ის დღესაც დარწმუნებულია რომ 2023 წელს სწორი არჩევანი გააკეთა და მადლობას უხდის ცენტრს და პროგრამის ხელმძღვანელს თეა ჭეიშვილს. ახლა უკვე თავად უძღვება სხვა პროფესიულ დაწესებულებაში სასწავლო პროცესს. ფატი გიორგაძე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯში სასწავლო პროცესის კორდინატორი და პროფესიული მასწავლებელია. ამავდროულად „საქარველოს ბანკი“-ს ქოლცენტრში მომხმარებელთა მხარადაჭერის უფროსი მენეჯერია.
ნათია ცნობილაძე ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობს, ამავდროულად ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში საინფორმაციო სისტემათა მენეჯმენტს ასწავლის.
ნათია თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. როგორც ამბობს, თსუ-ში საოფისე საქმის პროფესიული პროგრამაზე (ქუთაისი) სწავლამ ცოდნასთან ერთად საუკეთესო გამოცდილება მისცა. მიღებულ ცოდნას დღეს უკვე როგორც სპეციალისტი და პროფესიული მასწავლებელი ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს.
მარიამ ციხელაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზის უფროსი ბიბლიოთეკარია.
პროფესიისადმი ინტერესი საყვარელი მწერლის ერთ-ერთმა გმირმა განაპირობა, რომელიც მუზეუმში მუშაობდა. „იმდენად მომეწონა მისი საქმიანობა, ვფიქრობდი სად შეიძლებოდა მესწავლა, შემდეგ მუზეუმში ან ბიბლიოთეკაში რომ შემძლებოდა დასაქმება“,-ამბობს მარიამი.
საბოლოოდ არჩევანი თსუ-ში საბიბლიოთეკო საქმის პროფესიულ პროგრამაზე გააკეთა, რომელიც 2023 წელს წარმატებით დაასრულა. „vet.emis.ge-ზე პროგრამების თვალიერება დავიწყე არჩევანი კი, რა თქმა უნდა, თსუს პროფესიული განთლების ცენტრზე შევაჩერე, ჩვენს ქვეყანაში ასეთი პროფესიული განათლების ცენტრის არსებობა უდიდესი მნიშვნელობის მგონია თავისი მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროგრამებით“, - .განაცხადა მარიამ ციხელშვილმა. ის თავის პროფესიულ არჩევანში დარწმუნებულია, რადგან აღმოაჩინა, რომ პროგრამაზე სწავლის პერიოდი და თსუ ბიბლიოთეკის კედლებში გატარებული სამუშაო დღეები მას ზრდის არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც.
თეო ჭაბაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. დღეს წარმატებით მუშაობს თბილისის 44-ე საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელად.
პროფესიული პროგრამაზე “სკოლამდელი აღზრდა” (თბილისი) სწავლის ინსპირაცია თეოს შვილს უკავშირდება. სურდა კარგად შეესწავლა პროფესია და ბავშვის ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და მიდგომები.
“პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა პირდაპირ აისახა ჩემ მომავალ საქმიანობაზე, რადგან ჯერ კიდევ სწავლის პროცესში დავიწყე მუშაობა ბაგა-ბაღში და მიღებული ცოდნა წარმატებით გადამქონდა პრაქტიკულ საქმიანობაში”,-აღნიშნა თეო ჭაბაშვილმა.
ლაშა ნაბორაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიულ პროგრამაზე „საოფისე საქმე“ სწავლა გერმანიაში სტაჟირების შემდეგ გადაწყვიტა და თვლის, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. გარდა იმისა, რომ მან თსუ პროფესიული განათლების ცენტრში ახალი პროფესია აითვისა, დასაქმების შესაძლებლობაც მიეცა.
„ჩემი მოლოდინი გამართლდა და, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შემიძლია აღვნიშნო, რომ ამ პროგრამამ საშუალება მომცა მიმეღო ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ვიყენებ დღეს პრაქტიკულ საქმიანობაში, მეხმარება განვითარებაში და მაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას ვიყო თსუ პროფესიული განათლების ცენტრის წარმატებული გუნდის ღირსეული წევრი“,-განაცხადა ლაშა ნაბორაშვილმა.
უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მიიღო შრომის უსაფრთხოება და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებაზე. გარკვეული პერიოდი მომსახურების სფეროშიც მუშაობდა მენეჯერად. ამის შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ადმინისტრირების განხრით სტაჟირება სასტუმროში „BEECH RESORT FLEESENSEE“ გაიარა .
„საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მიღებული პრაქტიკის გასაღრმავებლად, გადავწყვიტე ჩამებარებინა თსუ პროფესიული განათლების ცენტრში , რადგან არსებული პროგრამა „საოფისე საქმე“ იძლევა იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც უშუალოდ იყო კავშირში ჩემს განვლილ პრაქტიკასთან“, აღნიშნა ლაშამ.
სწავლა წარმატებით დაასრულა და ცენტრში სტაჟირების თაობაზე წინადადება მიიღო, რამაც დიდი სტიმული მისცა. წარმატებული კურსდამთავრებული დღეს უკვე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერია.
სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი
პროგრამების დათვალიერება