2023 წლის 16 თებერვალს საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამის „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ ფარგლებში, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
2022 წლის 1 ივნისს ძალაში შევიდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია მომხმარებლის უფლებების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის ხელშეწყობა. თუმცა ამ კანონის დარღვევის ფაქტებს ყოველდღიურად ვაწყდებით, დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლისთვის კი ცნობიერების ამაღლებაა საჭირო.
კონკურენციის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპები
“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები