Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ამოცანათა კრებული არარელატივისტურ დაჯახებათა კვანტურ თეორიაში და რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში

ამოცანათა კრებული განკუთვნილია ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტთათვის; მოიცავს არარელატივისტური კვანტური მექანიკის დაჯახებათა თეორიას და რელატივისტური კვანტური მექანიკის (კვანტური მექანიკა II) თითქმის ყველა ძირითად საკითხს. კრებულში შესულია სხვადასხვა სირთულის 511 ამოცანა, რომელთაგანაც რთულ, ვარსკვლავით აღნიშნულ ამოცანებს აქვთ მითითებები, ზოგიერთი ამოცანა კი ამოხსნილია მთლიანად. თითოეულ თავს წამძღვარებული აქვს მოკლე შესავალი – თეორიული ნაწილი, სადაც თავმოყრილია ამოცანების ამოხსნისათვის აუცილებელი ფორმულები. კრებულს ერთვის მათემატიკური დამატებაც. წიგნი ქართულ ენაზე ამ ტიპის ამოცანათა კრებულის შექმნის პირველი მცდელობაა, ამიტომ, შესაძლოა, ის დაზღვეული არ იყოს ზოგიერთი ხარვეზისაგან. ავტორი მადლობელი იქნება ყველა ამგვარი ხარვეზის მითითებისათვის, რომელთაც იგი გაითვალისწინებს მომავალשი უფრო სრულყოფილი და შევსებული კრებულის გამოცემისას.

isbn : 978-9941-13-859-1
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები