ნაშრომში განხილულია Excel-ის გარემოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოდელირების ტექნიკა და ტექნოლოგია ერთი, ორი და მრავალი ცვლადით, ოპტიმიზაციის ამოცანების ამოხსნა. Excel-ში არსებული ფინანსური ფუნქციებით ეკონომიკური გაანგარიშებების შესრულება, კერძოდ: ამორტიზაციის, კომერციული საქმიანობის, ინვესტირების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ამსახველი მაჩვენებლების გამოთვლა და ანალიზი. ნაშრომში მოცემულია არატიპური დიაგრამების აგების ტექნოლოგია და გამოყენება, Office-ს გარემოში არსებული დაპროგრამების ენის VBA-ს საშუალებით ზოგიერთი ფართოდ გავრცელებული ამოცანების პროგრამული რეალიზაცია, ავტორის მიერ შემუშავებული კომპიუტერული სიმულატორით ამორტიზაციის გაანგარიშებისა და კომერციული საქმიანობის ამსახველი პროცესების მოდელირება სიმულაციის მეთოდით. ნებისმიერი ამოცანის, ფუნქციის, პროგრამის გამოყენება ილუსტრირებულია მაგალითებით, პროგრამის ტექსტებით. ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ პროფესიულ საქმიანობაში განვახორციელოთ კომერციული პროექტების ეფექტურობის შეფასება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გაანგარიშებები, ანალიზი და სხვა. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისათვის, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისა და ყველა დაინტერესებულ პირთათვის.