Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
MS Ecxel 2007 თეორიული საკითხები პრაქტიკული სავარჯიშოები

წიგნში სრულად არის განხილული ის საკითხები, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს MS Excel 2007-თან მუშაობის პროცესში. მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის საფუძველზე აგებული მონაცემთა ბაზების ეფექტიანი მართვა. იგი საშუალებას იძლევა არა მარტო შევქმნათ ცხრილები, არამედ მოვახდინოთ ცხრილური მონაცემების დამუშავების ავტომატიზაცია, დახარისხება, მოძებნა, ამორჩევა გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, გაფილტვრა, საშუალედო შედეგების მიღება და სხვა.
Excel 2007 უპირატესობა ძველი ვერსიებთან შედარებით არის: შედეგებზე ორიენტირებული ახალი ინტერფეისი, კრებსითი ცხრილების შედგენისა და გამოყენების სიმარტივე, ფორმულების შედგენის გაუმჯობესებული საშუალება, პროფესიულად გაფორმებული დიაგრამებისა და ცხრილების შედგენის უფრო სწრაფი და მოხერხებული შესაძლებლობა და სხვა.
წინამდებარე ნაშრომში მოცემულია Excel 2007-ის, როგორც ძირითადი თეორიული საკითხები, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები. მასში იმდენად დეტალურადაა განხილული სავარჯიშოები, რომ მომხმარებელმა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს მისი შესრულება. სავარჯიშოების შესასრულებლად აუცილებელია ცხრილები შეავსოთ ზუსტად ისე, როგორც მიითებულია დავალებების შესრულების ინსტრუქციაში.
დამხმარე სახელმძღვანელო, “MS Excel 2007 თეორიული საკითხები, პრაქტიკული სავარჯიშოები”, გათვალისწინებულია დამწყები და საშუალო კვალიფიკაციის მომხმარებლებისთვის.

isbn :
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები