მოცემული სახელმძღვანელო სოციოლოგიური კვლევის რაოდენობრივ მეთოდებს ეძღვნება და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებზეა გათვლილი, რომლებიც კვლევის მეთოდების შესავლის კურსს იცნობენ (თუმცა, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებსაც გამოადგებათ). სახელმძღვანელო 8 თავისგან შედგება და ლოგიკურად მიყვება კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებს, კვლევის დიზაინით დაწყებული და კვლევის ანგარიშით დასრულებული. ავტორი რაოდენობრივი კვლევის სამ ძირითად მეთოდზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სოციოლოგებისთვის განსაკუთრებით რელევანტურია: მასობრივი გამოკითხვა, რაოდენობრივი კონტენტანალიზი და Q მეთოდოლოგია. ამასთან, თითოეული თავის ბოლოს შესაბამისი ემპირიული ნიმუშებია წარმოდგენილი ავტორის და მისი კოლეგების კვლევებიდან. ამდენად, სახელმძღვანელოს სტრუქტურა და შინაარსი ავტორის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება.