სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: ქიმია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები:
ი.ჩიკვაიძე - პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, კოორდინატორი;
ბ.ჭანკვეტაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი;
რ.გახოკიძე - პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი მ.რუხაძე - ასოცირებული პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი;
გ. მახარაძე (თანახელმძღვანელი) - ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, მოწვეული;
ნელი სიდამონიძე - ასოცირებული პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი;
ნინო თაყაიშვილი (თანახელმძღვანელი) - ასიტენტ პროფესორი, ქიმიის დოქტორი;
პროგრამის მოცულობა კრედიტებით:
50 ECTS (სასწავლო კომპონენტი)
- 35 ECTS - სავალდებულო
- 15 ECTS - არჩევითი
სწავლების ენა: ქართული
სადოქტორო პროგრამის მიზანია
- მაღალკვალიფიციური მკვლევრების/აკადემიური პერსონალის მომზადება ზოგადი, არაორგანული, მეტალორგანული, ორგანული, ბუნებრივ ნაერთთა, ფიზიკური, ანალიზური, გარემოსა, მაკრომოლეკულების,ბიოორგანული და კოლოიდური ქიმიის სფეროებში, რომელთაც ექნებათ ამოცანის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა და შეძლებენ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და გამოყენებითი პრობლემების გადაჭრას;
- ქიმიის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა და მათი მიმართვა საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემებისკენ;
- ქიმიის სხვადასხვა სფეროებში ახალი ცოდნის შექმნის, გავრცელების და მრეწველობაში გადატანის ხელშეწყობა.
- უცხო ენის ცოდნის B2 დონეზე დადასტურება;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ქიმიაში; საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღიარებული დიპლომი.
- გასაუბრება თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის სადისერტაციო მუდმივ-მოქმედ დარგობრივ კომისიასთან.
დასაქმების სფეროები:
- შესაბამისი პროფილის სასწავლო-საკვლევი დაწესებულებები;
- ქიმიური პროფილის საწარმოები და ფირმები;
- სათბობ-ენერგეტიკული და მეტალურგიული წარმოება;
- ქიმიურ-ფარმაცევტული, შხამ-ქიმიკატების წარმოებისა და გამოყენების სფეროები;
- კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები;
- საბაჟო და გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახურები;
- თავდაცვის სისტემა – ქიმიური პროფილის ლაბორატორიები და საორგანიზაციო სტრუქტურები;
- ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური საწარმოები;
- ქიმიური ექსპერტიზის აკრედიტირებული ლაბორატორიები;
- ქიმიურ-ფარმაცევტული დაწესებულებები და საწარმოები;
- ბიოლოგიური და სამედიცინო პროფილის სამსახურები;
- საშუალო, უმაღლესი განათლების და საპატენტო დაწესებულებები;
- მუზეუმის ექსპონატთა დამუშავების ლაბორატორიები.