სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: ქიმიური ექსპერტიზა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ქიმიის მაგისტრი
პროგრამის ხელმძღვანელი:
ბეჟან ჭანკვეტაძე - პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველი მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე
ნინო თაყაიშვილი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველი მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (თანახელმძღვანელი)
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
- ქიმიის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის ბაკალავრის ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გასაუბრება სპეციალობაში
დასაქმების სფეროები:
- სკოლები, კოლეჯები, ლიცეუმები, უმაღლესი საგანმანათლებლო და საპატენტო დაწესებულებები, სამეცნიერო ინსტიტუტები;
- აკრედიტებული ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიები;
- ყველა ტიპის ქიმიური საწარმოები - ღვინის, ლუდის, კონიაკის, სპირტის, შამპანურის, ეთერზეთების, მცენარეული და ცხოველური ცხიმების მწარმოებელი ქარხნები;
- ფარმაცევტული, სასმელების, კვების პროდუქტების, სოფლის მეურნეობის, საბაჟო სამსახურის, გარემოს დაცვის და სანიტარული, კლინიკური, კრიმინალისტიკური და ა.შ. სამსახურების ქიმიური ლაბორატორიები;
- ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები; ნავთობის კორპორაციები; სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები.