ზოგადი ინფორმაცია
სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: ქიმია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ქიმიის მაგისტრი
პროგრამის ხელმძღვანელები:
იოსებ ჩიკვაიძე -პროფესორი (კოორდინატორი)
რამაზ გახოკიძე - პროფესორი
გიორგი ბეზარაშვილი - ასოცირებული პროფესორი
ნოდარ ლეკიშვილი - ემერიტუს პროფესორი
გიორგი მახარაძე - ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (მოწვეული პედაგოგი)
ნინო თაყაიშვილი - ასისტენტ პროფესორი
წინაპირობები
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, კერძოდ, ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
- მეცნიერების ბაკალავრი/ბაკალავრი ქიმიაში,
- მეცნიერების ბაკალავრი/ბაკალავრი ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში, ფიზიკაში მეორადი სპეციალობით „ქიმია“
- მეცნიერების/ინჟინერიის ბაკალავრი/ბაკალავრი ქიმიურ და ბიოლოგიურ ინჟინერიაში,
- ფარმაციის ბაკალავრი.
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გასაუბრება სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B1 დონე)/ან B1 დონის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი
დასაქმება
დასაქმების სფეროები:
- სკოლები, კოლეჯები, ლიცეუმები, უმაღლესი საგანმანათლებლო და საპატენტო დაწესებულებები, სამეცნიერო ინსტიტუტები;
- აკრედიტირებული ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიები;
- ყველა ტიპის ქიმიური საწარმოები, ღვინის, ლუდის, კონიაკის, სპირტის, შამპანურის, ეთერზეთების, მცენარეული და ცხოველური ცხიმების მწარმოებელი ქარხნები;
- ფარმაცევტული, სასმელების, კვების პროდუქტების, სოფლის მეურნეობის, საბაჟო სამსახურის, გარემოს დაცვის და სანიტარული, კლინიკური, კრიმინალისტიკური და ა.შ. სამსახურების ქიმიური ლაბორატორიები;
- ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები; ნავთობის კორპორაციები; სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
მიმაგრებული ფაილები