პროგრამის სახელწოდება:
პროფესიული განათლება
პროგრამის ავტორები:
ასოც. პროფესორი ირმა გრძელიძე
პროფესორი ფრენკ ბუენინგი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
განათლების მეცნიერებების დოქტორი
სწავლების ენა:
ინგლისური ენა
სადოქტორო პროგრამა „პროფესიული განათლება“ მიზნად ისახავს მკვლევრის მომზადებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე პროფესიული განათლების მოთხოვნებისა და გამოწვევებისთვის საპასუხოდ სამეცნიერო გადაწყვეტილებების შემუშავების გზით, რათა ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების სექტორის განვითარებას. პროგრამის მიზანი კონცეპტუალურად ეფუძნება განმახორციელებელი უნივერსიტეტის მისიას და ხედვასა, რაც გულისხმობს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას, საზოგადოების ჩართულობას, ახალი ცოდნის შექმნასა და გადაცემას სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს განათლების სფეროს სპეციალისტი, მკვლევარი, რომელსაც შეეძლება:
- განათლების მეცნიერების სფეროს მეცნიერული ცოდნის საფუძველზე, გამოიკვლიოს პროფესიული განათლების სექტორის გამოწვევების და გაანალიზოს შესაბამისი საჭიროებები;
- განათლების მეცნიერებათა მეცნიერული ცოდნის საფუძველზე პროფესიული განათლების სფეროში დამოუკიდებლად გადაჭრას კომპლექსური პრობლემები;
- შექმნას განათლების მეცნიერების სფეროში უახლესი სამეცნიერო მიღწევების ანალიზსა და სინთეზზე დაფუძნებული ინოვაციური სამეცნიერო პროდუქტი და ხელი შეუწყოს ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.
- ჩაერთოს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში საერთაშორისო დონეზე პროფესიული განათლებისა და განათლების მეცნიერებების სფეროში;
- ეფექტურად მართოს სასწავლო პროცესი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესის კანონზომიერებების ფუნდამენტური ცოდნის საფუძველზე;
- სწავლა-სწავლების პროცესის კანონზომიერებების ფუნდამენტური ცოდნის საფუძველზე ეფექტურა მართოს სწავლების პროცესი პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში.
მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ სფეროში;
3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროფესიული განათლების სფეროში - მათთვის, ვინც არ ფლობს მაგისტრის ხარისხს განათლების მიმართულებით;
ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე: რაც დასტურდება საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატით (TOEFL iBT 110; IELTS 7,0) ან უნივერსიტეტის გამოცდით
სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა.
პროსპექტუსი /საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობითი ფორმით;
ინტერვიუ საკვლევი თემის ირგვლივ.
ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება:
1. განათლების მეცნიერების სფეროში უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე აგებული კომპლექსური პროფესიული ცოდნა; მათ შორის კვლევის მეთოდოლოგიის მიმართულებით სექტორში უახლესი მიღწევების შესახებ ცოდნა;
2. პედაგოგიურ მეცნიერებათა თეორიებისა და პროფესიული განათლების ცოდნა;
3. ზოგადი და შესაბამისი კონკრეტული დარგების დიდაქტიკა - სწავლის პრინციპები, მეთოდები, ტექნოლოგიები, შეფასების ფორმები - განათლებისა და პროფესიული განათლების სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა;
4. ქვეყნის პროფესიული განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდენციების ანალიზისა და შეფასების უნარი – ისტორიული პერსპექტივა და თანამედროვეობა.
უნარები
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:
5. განათლების მეცნიერების სფეროში არსებული უახლესი სამეცნიერო აღმოჩენებისა თუ მიდგომების კრიტიკული ანალიზს, სინთეზირებასა და შეფასებას;
6. პროფესიული განათლების სფეროში არსებული კომპლექსური პრობლემების გაანალიზებას და მათ გადასაჭრელად კვლევის დამოუკიდებლად ჩატარებას, აკადემიური ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
7. განათლების მეცნიერებათა სფეროში დაგროვილ სამეცნიერო ცოდნასთან დაკავშირებით ახალი ცოდნის შექმნასა და პროფესიონალური და ფართო საზოგადოებისთვის გადაცემას;
8. სწავლების თანამედროვე მიდგომების, მეთოდების/ტექნიკებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას პედაგოგიური საქმიანობის პროცესში, სტუდენტიზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების თვითრეფლექსიასა და მოდიფიკაციას;
9. ქვეყნის განათლებისა და პროფესიული განათლების პოლიტიკის პროფესიულ ანალიზსა და დაგეგმვაში მონაწილეობას.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება:
10. განათლებისა და პროფესიული განათლების სფეროში კვლევითი პროექტების ინიცირებისა და მათი დამოუკიდებლად წარმართვის უნარი;
11. განათლებისა და პროფესიული განათლების სფეროში შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი.
სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს განათლების დარგის ნებისმიერი ტიპის/კვლევით ან საგანმანათლებლო/სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებაში, წარმართოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროცესი ეროვნულ და საერთაშორისო პროფესიული განათლების სექტორში.