ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე.
სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები მოიცავს:
1. კურსი -ზოგადი უნარები:
• ზოგადი უნარები (ვერბალური და რაოდენობრივი კომპონენტი);
• ვერბალურ კომპონენტს (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა);
• რაოდენობრივი კომპონენტი (რაოდენობრივი მსჯელობა);
კურსის ხანგრძლივობა: სრული კურის - 56 ასტრონომიული საათი, კვირაში ორჯერ ორი ასტრონომიული საათი (28 ასტრონომიული საათი ვერბალური ნაწილი, 28 ასტრონომიული საათი რაოდენობრივი ნაწილი);
კურსების ღირებულება:
ზოგადი უნარების სრული კურსი -700 ლარი (ვერბალური კომპონენტი - 350 ლარი (28 საათი), რაოდენობრივი კომპონენტი - 350 ლარი (28 საათი).
თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილების და კურსდამთავრებულებისთვის :
ზოგადი უნარების სრული კურსი - 400 ლარი (ვერბალური კომპონენტი -200 ლარი (28 საათი), რაოდენობრივი კომპონენტი - 200 ლარი (28 საათი).
რეგისტრაციის ვადა: 10 მარტამდე
სწავლის დაწყების თარიღი: 15 მარტი
2. უცხო ენა
• უცხო ენა (ინგლისური) B1 დონე; (მიღება ტესტირების საფუძველზე)
• უცხო ენის (ინგლისური) B2 დონე;(მიღება ტესტირების საფუძველზე)
თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 60 ასტრონომიული საათი;
თითოეული კურსის ღირებულება: 600 ლარი;
თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილების და კურსდამთავრებულებისთვის : 500 ლარი;
რეგისტრაციის ვადა: 10 აპრილამდე
სწავლის დაწყების თარიღი: 15 აპრილი
3. სამართლის მიმართულება - კაზუსის ამოხსნა:
• კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში;
• კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა ადმინისტრაციულ სამართალში;
• კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა კერძო სამართალში;
• საჯარო სამართლის მიმართულებით - კონსტიტუციური სამართალი;
თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 30 ასტრონომიული საათი;
თითოეული კურსის ღირებულება: 500 ლარი;
თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილების და კურსდამთავრებულებისთვის თითოეული კურსის ღირებულება : 400 ლარი;
რეგისტრაციის ვადა: 10 მაისამდე
სწავლის დაწყების თარიღი: 15 მაისიდან
დადგინდა შეღავათები:
სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი და ერთი ოჯახიდან ორი ან/და მეტი მაგისტრანტობის კანდიდატების მოსამზადებლად კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში, მსმენელის მიერ 2 ან მეტი საგნის არჩევისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მომზადების შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.
კურსზე დარეგისტრირების შემდეგ უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი)
• თსუ-ის სტუდენტებმა: შესაბამისი ფაკულტეტის მიერ გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა
• თსუ -ის კურსდამთავრებულებმა: დიპლომის ასლი (პირველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
• თსუ-ის თანამშრომლებმა: უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა.
• თსუ-ის თანამშრომელთა შვილებმა (თუ ისინი არ სწავლობენ თსუ-ში): მშობლის თსუ-ში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა და დაბადების მოწმობის ასლი.
(პირადობის მოწმობის ასლი სავალდებულოა. ასევე დანარჩენი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა , რათა ისარგებლოთ შეღავათით საფასურის გადახდისას).
საფასურის გადახდის წესი:
გადასახდელი თანხა უნდა დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე;
პანდემიის გამო, უნივერსიტეტში სწავლების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით,თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის მოსამზადებელ განყოფილებაში მეცადინეობები განხორციელდება დისტანციურად ZOOM პლატფორმის გამოყენებით.
დეტალური ინფორმაციისა და შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
ასმათ გოდერძიშვილს (საკონტაქტო: 555603080; 599318133);
ელფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge registration@tsu.ge tsuLLL@tsu.ge
ან ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე F: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი - TSU Center for Lifelong Learning
კურსებზე დარეგისტრირება ხდება ელექტრონულად: