პროგრამის სახელწოდება
ოკუპაციური თერაპია
პროგრამის ავტორები
თამარ გაგოშიძე, პროფესორი
ჯოანა (ჰანეკე) ვან ბრუგენი, დოქტორის საპატიო სამეცნიერო ხარისხი, ბრაიტონის უნივერსიტეტი (საერთაშორისო კონსულტანტი)
კოორდინატორი: ნინო რუხაძე
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
სწავლების ენა
ქართული
ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:
- ოკუპაციური თერაპევტების მომზადება, რომლებიც ამ დარგის საერთაშორისო კომპეტენციებზე დაფუძნებულ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს გამოიყენებენ პროფესიული საქმიანობისას ოკუპაციური საჭიროების მქონე ადამიანთან, ჯგუფსა თუ თემთან;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ოკუპაციური ბუნებისა და ოკუპაციური სამართლიანობის მნიშვნელობის შესახებ ადამიანისა თუ თემის ფუნქციონირების, ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხისა და კეთილდღეობის განსაზღვრისას;
- საქართველოში კლიენტზე ცენტრირებული და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ოკუპაციური თერაპიის სერვისების განვითარებაში წვლილის შეტანა.
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელი მოთხოვნაა უცხო ენად ინგლისური ნის ჩაბარება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება
შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე; პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს თსუ სხვა ფაკულტეტის ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ დასაქმება შესაძლებელია ყველა იმ სფეროში, სადაც ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს ექმნებათ ოკუპაციური საჭიროებები: უჭირთ ან ვერ ახორციელებენ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვან საქმიანობებს, როგორიცაა თავის მოვლა, პროდუქტული საქმიანობა/მუშაობა და დასვენება/სოციალიზაცია. შესაბამისად, დასაქმების სფეროები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება პედიატრიული, ნევროლოგიური, ორთოპედიული, ფსიქიკური ჯანმრთელობის, გერიატრიული, თემზე დაფუძნებული მიმართულებებითა და სერვისებით. დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ რეაბილიტაციის ცენტრებში, სტაციონარში თუ ამბულატორიაში, დღის თუ სადღეღამისო მოვლის ცენტრებში, პალიატიური მზრუნველობის ცენტრებში, მზრუნველობას მოკლებულ პირთათვის არსებულ სახლებსა თუ პანსიონებში, ბაგა-ბაღში, ზოგადსაგანმანათლებლო თუ სპეციალიზებულ სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებში, მხარდამჭერი დასაქმების ცენტრებში, დამხმარე საშუალებების შექმნის, შერჩევის და მორგების სერვისის უზრუნველყოფის ცენტრებში, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში. ასევე, მონაწილეობენ კვლევით პროექტებში, სწავლებასა და ტრენინგებში.