მედიცინა (ინგლისურენოვანი)
პროგრამის დასახელება: ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: დიპლომირებული მედიკოსი
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 6 აკადემიურ წელს, ანუ 12 სემესტრს და მოიცავს 362 ECTS კრედიტს
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლის საფასური: ყოველწლიურად 8000 $ (4000 $ სემესტრში)
მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
- აღზარდოს სამედიცინო განათლების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი დარგის სპეციალისტები, რომლებიც იქნებინ კონკურენტუნარიანნი როგორც ადილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო თანამედროვე შრომის ბაზარზე.
- გამოუმუშავოს პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს წარმატებით განახორციელონ კლინიკურ საქმიანობა მუდმივად ცვლად არაპროგნოზირებად სამუშაო გარემოში.
- აღზარდოს პროფესიონალი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იმოქმედებს ეთიკურ-სამარლებრივი პრინციპებზე დაყრდნობით, გამოავლენს ავტონომიურობას და პასუხისმგებლობას და გაცნობიერებული ექნება სიცოცხლის მანძილზე სწავლის, პიროვნული და პროფესიული განვითარების აუცილებლობა.
- კურდამთავრებულმა შეძლოს პაციენტის და საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში ჩართვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ადექვატური რეაგირება, ასევე ჯანდაცვის სისტემის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, თუ ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდასაკენ მიმართულ საქმიანობაში მონაწილეობა.
- გამოუმუშავოს სამეცნიერო ნაშრომების კრიტიკული ანალიზის და სამეცნიერო კვლევების დაგეგმვა -განხორციელების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების უნარი და აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის ეფექტურად მართვის შესაძლებლობები.
- ჩამოუყალიბოს პაციენტებთან, მათ ნათესავებთან, კოლეგებთან, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ეფექტურ კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი და გამოუმუშავოს მენეჯერული და ლიდერული თვისებები.
მედიცინის ერთსაფეხურიან პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი), და რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე.
მათ ვისაც არ ჩაუბარებია ერთიანი ეროვნული გამოცდები და სურს ისწავლოს მედიცინის ერთსაფეხურიან პროგრამაზე ინგლისურ ენაზე, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე და უნდა გაიარონ ინტერვიუ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის N90/n ბრძანების თანახმად.
პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტი შეძლებს:
- გამოავლინოს ბიოსამედიცინო, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების, კლინიკური დისციპლინებისა და დარგის ფუნდამენტური, ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების ცოდნა
- გაუწიოს პაციენტს კონსულტაცია
- შეაფასოს კლინიკური შემთხვევა, დანიშნოს შესაბამისი გამოკვლევები, გაატაროს დიფერენციული დიაგნოზი და შეადგინოს პაციენტის მართვის გეგმა
- გაუწიოს პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
- დანიშნოს და გამოწეროს სამკურნალო საშუალებები
- შეასრულოს მედიცინის ცალკეულ დარგებში პირველადი საჭიროების პრაქტიკული სამედიცინო (დიაგნოსტიკური, სამკურნალო (მათ შორის ქირურგიული) პროცედურა
- დაამყაროს წარმატებული სამედიცინო ხასიათის კომუნიკაცია
- გამოიყენოს ეთიკის და სამართლებრივი პრინციპები სამედიცინოპრაქტიკაში
- შეაფასოს დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები
- გამოიყენოს მტკიცებულებებზე დამყარებული პრინციპების ცოდნა და უნარები
- გამოიყენოს ბიომედიცინის მეცნიერული პრიციპები, მეთოდები და ცოდნა სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევებში
- ეფექურად გამოიყენოს ინფორმაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები სამედიცინო საქმიანობაში
- ჩაერთოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში და მიიღოს მონაწილეობა მის ეფექტურ მუშაობაში
- გამოავლინოს პროფესინალისთვის დამახასიათებები უნარ-ჩვევები
დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის მქონე პირს უფლება აქვს:
- გააგრძელოს პრაქტიკული მოღვაწეობა – უმცროს ექიმად (უმცროსი ექიმი ასრულებს ექიმის ფუნქციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით)
- ჩაერთოს პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობაში
- გაიაროს რეზიდენტურის კურსი და უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება
- გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში