სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი
დადგენილების ნომერი №31 (დანართი №220)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (კავკასიის უნივერსიტეტი); სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი (თსუ), მარინა კვაჭაძე (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი), კახა შენგელია (კავკასიის უნივერსიტეტი);
პროგრამის კოორდინატორი: ნინო ჩუბინიძე (კავკასიის უნივერსიტეტი);
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები 65 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები 25 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში შემოიტანოს ახალი სამაგისტრო პროგრამის განზრახვა - შრომითი ურთიერთობების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ წამყვანი როლი ითამაშონ საქართველოს დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პოლიტიკის სფეროს ტრანსფორმაციაში და ამით კიდევ უფრო დააახლოვონ ქვეყანა ევროკავშირისა და საერთაშორისო შრომის სტანდარტებთან. აღნიშნული მიზანი განსაკუთრებით რელევანტურია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ინსტიტუციური ურთიერთობის დონეზე (რომლის მთავარ მიღწევასაც წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება).
სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:
• ეკონომიკის პოლიტიკა;
• დასაქმების პოლიტიკა ევროკავშირში;
• კეთილდღეობის სახელმწიფო ევროპული მოდელები;
• შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი;
• ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთობებში;
• აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრისით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გასაუბრება სოციალურ მეცნიერებებში (გასაუბრებაზე შემოწმდება ასევე ინგლისურ ენის ცოდნის დონე B2-ზე. ეს დონე უნდა დადასტურდეს შესაბამისი სერთიფიკატით ან გასაუბრების შედეგად).
საგამოცდო საკითხები (საბუთების მიღება და გამოცდები გაუ-ში)
ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების მაგისტრი უნდა ფლობდეს ღრმა და სისტემურ ცოდნას შრომის თანამედროვე ლეგალური, საბაზრო, სოციო-ეკონომიკური და ორგანიზაციულ ასპექტების. აგრეთვე, დასაქმებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მექანიზმების შესახებ.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების მაგისტრს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ მიღებული ცოდნის გაზიარება, არამედ მისი ოპერაციული გამოყენება. კერძოდ,მას უნდა შეეძლოს: სხვადასხვა სფეროში შრომითი ურთიერთობების ექსპერტული შეფასება ევროპის კავშირში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ბ) სოციალური პოლიტიკის სფერიში შრომითი ურთიერთობების პოლიტიკის დოკუმენტის (Policy Paper) შემუშავება; გ) თანამედროვე ემპირიული კვლევის მეთოდების ადეკვატური გამოყენება საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების შესწავლისთვის; დ) სხვადასხვა სოციალური პრობლემის შესწავლის (კვლევის) გზების განსაზღვრა და არსებითი და ეფექტური რეკომენდაციების ჩამოყალიბება ამ პრობლემების გადასაჭრელად; ე) სხვადასხვა კვლევით თუ სოციალური პოლიტიკის განმახორციელებელ პროექტებში ჩართვა უფროსი მენეჯერის ან მკვლევარის როლში.
დასკვნის უნარი
მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეეძლება, რომ შრომითი ურთიერთობების სფეროში სხვადასხვა სიტუაციის ადეკვატური შეფასებისა და სოციალური მონაცემების (ინფორმაციის) დამოუკიდებლად დამუშავებისა და გაანალიზების საფუძველზე გააკეთოს დასკვნები არსებული პრობლემების არსის, მათი გადაჭრის გზების შესახებ.
კომუნიკაციის უნარი
მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეეძლება კომუნიკაცია დაამყაროს როგორც ქართულ, ისევე უცხო ენაზე ყველა იმ ადამიანთან თუ ჯგუფთან, რომლებიც მისი პრაქტიკული ინტერვენციის და კვლევის ობიექტს წარმოადგენენ (სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები, რესპონდენტები, ექსპერტები, და სხვ.). მას განვითარებული ექნება სოციალური უნარები. კერძოდ, შეეძლება ჯგუფური მუშაობა, მათ შორის, ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობა.
სწავლის უნარი
მაგისტრი შეძლებს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვას და სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერებას. მას შეეძლება, რომ მის მიერ ათვისებული ცოდნა და გამოცდილება გადასცეს სხვებს.
ღირებულებები, რომლესაც შეიძენენ პროგრამის დასრულების შემდეგ:
• კვლევის ობიექტის (ადამიანები, ჯგუფები) უფლებების, პირველ რიგში, მათი ანონიმურობის დაცვა
• პროფესიული ეთიკის პრინციპების პატივისცემა
• პლაგიატის უარყოფა
• ქსენოფობიური და ეთნოცენტრისტული დამოკიდებულებების უარყოფა; განსხვავებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
დასაქმების სფეროები:
მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმება სამინისტროების, საჯარო უწყებებისა და სააგენტოების, კერძო კომპანიების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ასოციაციებისა და სხვა სამოქალაქო ინსტიტუტების სტრუქტურებში შემდეგ პოზიციებზე: კონსულტანტი, ანალიტიკოსი, პროექტის ხელმძღვანელი, მრჩეველი, მედიატორი, საზოგადოებასთან ურიერთობის სპეცილისტი, ევროპულ ურთიერთობებში მრჩეველი, ანალიტიკოსი, პროფკავშირებში აღმასრულებელი რგოლების თანამშრომელი, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებისა და სოცილურ სამსახურებში და დასაქმების სააგენტოში სპეცილისტისა და წამყვანი სპეცილისტის, ასევე ხელმძღვანელის თანამდებობებზე. კურსდამთავრებულს შეუძლია გააგრძელოს სწავლა დოქტურანტურაში.