პროგრამის სახელწოდება:
სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია
პროგრამის ავტორები:
შალვა აბზიანიძე, ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ფსიქოლოგიის დოქტორი
სწავლების ენა:
ქართული
სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს:
- მისცეს დოქტორანტს გაღრმავებული ცოდნა ფსიქოლოგიის შესაბამის დარგებში;
- ხელი შეუწყოს დოქტორანტს სადოქტორო დისერტაციის შესრულებასა, დაცვასა და აკადემიური ხარისხის (PhD) მოპოვებაში;
- მოამზადოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებებში სამუშაოდ.
მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში და უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატით და გასაუბრება სპეციალობაში.
ა) ცოდნა და გაცნობიერება – სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნა, ამ და მომიჯნავე სფეროებში არსებული უახლესი მიღწევების ცონდა, კვლევის მეთოდების ღრმა ცოდნა; იმის გაცნობიერება, რომ საჭიროა მიღებული ცოდნის მუდმივი განახლება
ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა; კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავება, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;
გ) დასკვნის უნარი - დოქტორანტურის კურსდამთავრებულს შეეძლება, რომ სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის მონაცემების მაღალპროფესიულ დონეზე დამოუკიდებლად დამუშავებისა და გაანალიზების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნები შესასწავლი პრობლემის არსის, მისი გადაჭრის გზების შესახებ.
დ) კომუნიკაციის უნარი - ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა უცხოურ ენაზე. პროფესიული ეთიკის ნორმების შესაბამისად და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწევების გამოყენებით (ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელები და ა.შ.);
ე) სწავლის უნარი - სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების ან პროცესების განვითარების მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის კვლევის პროცესში;სწავლის პროცესში გამოყენებული სწავლისა და სწავლების მეთოდებიდან გამომდინარე, სტუდენტებს თვითონაც განუვითარდებათ სწავლისა და სწავლრების უნარები (ეტაპების დაგეგმვა, ყურადღების კონცენტრაცია, სასწავლო მასალის გაცნობიერება და ა.შ.);
ვ) ღირებულებები - ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.სტუდენტებს განუვითარდებათ სამყაროს მულტიკულტურული ხედვის, სხვა კულტურების წარმიმადგენლებისადი შემწყნარებლობის და საკუთარი კულტურის პატივისცემის ღირებულებები. განუვითარდებათ სამყაროს ენვირონმენტალისტური და სიტუაციონისტური ხედვის ხედვა, სხვა კულტურების წარმიმადგენლებისადი შემწყნარებლობის და საკუთარი კულტურის პატივისცემის, ასევე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.
სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ გააგრძელონ საქმიანობა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებში, კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის პერსპექტივით, ასევე იმუშაონ სხვა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, ანალიტიკურ ცენტრებში, პოლიტიკური პარტიების აპარატებში, მასმედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ყველგან, სადაც ხდება სოციალური, პოლიტიკური, ეთნო-კულტურული პროცესების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და მნიშვნელოვანია პიროვნული, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების გათვალისწინება.