პროგრამის სახელწოდება:
განათლების ფსიქოლოგია
პროგრამის ავტორები:
მზია წერეთელი, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ფსიქოლოგიის დოქტორი
სწავლების ენა:
ქართული
დღეს საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევებიდან უმთავრესია განათლების და მეცნიერების ხარისხის, რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამდენად, განათლების სისტემის ფუნქციაა არა მხოლოდ მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრები და უზრუნველყოს პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქეთა აღზრდა, არამედ განავითაროს სწავლა/სწავლების მეთოდები და სხვა კომპონენტები, რათა განათლების სისტემამ უზრუნველყოს მოსწავლეებისა და სტუდენტების შესაძლებლობებისა და უნარების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება.
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადება და განათლების სისტემაში კვლევითი პოტენციალის გაძლიერება „საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020“-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ქვეყნის მიერ დასახული პრიორიტეტები, რომლებიც დაკავშირებულია განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მასში ჩართული თითოეული აქტორის სწავლა/სწავლებისა და განვითარების უზრუნველყოფასთან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის განათლების და ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტების როლს ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებისთვის, კერძოდ კი ამ სფეროში ახალი ცოდნის შექმნაში, დაგროვებასა და გადაცემაში. უფრო მეტიც, განათლების ფსიქოლოგია არის საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რადგანაც არსებულ სფეროში დასაქმებული სპეციალისტები ორიენტირებულნი არიან სწავლების და მოტივაციის პროცესებზე, სწავლების სისტემებისა და მეთოდოლოგიის განვითარებაზე ისევე, როგორც ამ პროცესების კვლევასა და შეფასებაზე.
ამ მიზნების და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, განათლების ფსიქოლოგიის სფეროში უნივერსიტეტში არსებული ემპირიული და თეორიული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კვალიფიციური სპეციალისტი განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით, რომელიც აღჭურვილი იქნება დარგის საფუძვლიანი ცოდნით, ამ ცოდნის მოპოვებისა და გაღრმავების თეორიული და ემირიული მეთოდებით და დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე რელევანტური გადაწყვეტილებების მიღებისა და ადეკვატური პროგრამების დაგეგმვის უნარებით. ამგვარად, წარმოდგენილი სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს განათლების ფსიქოლოგიის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გამოკვეთას და სპეციალისტების მომზადებას ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის განსაკუთრებით აქტუალური საკითხების მეცნიერული კვლევისათვის; დარგში მიღებული ცოდნის გაღრმავებას; ძირითადი მეცნიერული უნარების განვითარებას; განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის თანამედროვე თეორიებისა და მეთოდოლოგიის შესწავლის საფუძველზე ახალი ცოდნის და ინფორმაციის შექმნასა და გენერირებას.
განათლების ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამა ამზადებს სტუდენტებს როგორც უმაღლესი განათლების სისტემაში კონკრეტულ ფაკულტეტზე პოზიციის დასაკავებლად, ასევე კვლევის სპეციალისტად საგანმანათლებლო სისტემებში, სამთავრობო ან ადმინისტრაციულ უწყებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამუშაოდ. ყოველივე ეს განსაკუთრებულად აქტუალურს ხდის სასწავლო პროცესში, აგრეთვე, სწავლისა და სწავლების სხვადასხვა კომპონენტების განსაზღვრასა და მართვაში კვალიფიციური, შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის სპეციალისტის მონაწილეობას.
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიასა ან განათლების მეცნიერებებში (აპლიკანტს უნდა ჰქონდეს საბაზისო ცოდნა ფსიქოლოგიაში).
ერთ–ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დადასტურება გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატით;
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
გასაუბრება აპლიკანტთან, რომლის მიზანია შეაფასოს: სწავლის მოტივაცია, აკადემიური და პროფესიული მიღწევები და კომუნიკაციის უნარი.
ა) ცოდნა და გაცნობიერება
- განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის მიმართულებით არსებული თანამედროვე ტენდენციები, თეორიები, მიდგომების ღრმა და კომპლექსური ცოდნა;
- უახლესი ინფორმაცია განათლების ფსიქოლოგის კომპეტენციების, მოქმედების არეალისა და შესაბამისი სპეციფიკური ფუნქციების შესახებ;
- საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის, მისი თავისებურებების და პრიორიტეტების და სისტემაში განათლების ფსიქოლოგის სტატუსის ცოდნა;
- სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგიის და დაგეგმვის ცოდნა; განათლების კვლევითი მიდგომების და ინოვაციური მეთოდების ცოდნა;
- სწავლების და შეფასების თეორიების ღრმა და სისტემატური ცოდნა და მისი კრიტიკული გაცნობიერება;
- ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა განათლებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური საკითხების ცოდნის თანამედროვე განათლებაში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში გააზრება და გაცნობიერება.
ბ)ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
- აქვს განათლების ფსიქოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრირების უნარი; მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- აქვს განათლების ფსიქოლოგიის სფეროში არსებული პრობლემების შესტყვისი მეთოდოლოგიური მიდგომის და შესაბამისი კვლევის/შეფასების წარმოების უნარი; აგრეთვე, ინოვაციური კვლევის მეთოდების და ახლებური ანალიტიკური მიდგომების შემუშავების უნარი;
- შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს თეორიული ან გამოყენებითი კვლევა და პრაქტიკაში დანერგოს კვლევების საფუძველზე მიღებული ახალი ცოდნა;
- აქვს სამეცნიერო სტატიის წერის, კონფერენციის მასალების წარდგენის და კვლევითი ნაშრომის ანგარიშის წერის აკადემიური უნარ-ჩვევები, რაც აკმაყოფილებს დარგში დადგენილ საერთაშორისო (APA-ს) სტანდარტებს;
- შეუძლია მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, საკუთარი პოზიციისა და ხედვის წარმოდგენა და მეცნიერული არგუმენტაცია;
- აქვს უნარი დამოუკიდებლად შეიმუშაოს და განახორციელოს კომპლექსური კვლევითი პროექტი განათლების ფსიქოლოგიაში და უხელმძღვანელოს მას;
გ) დასკვნის უნარი:
- შეუძლია ახალი ხედვებისა და მიდგომების და ემპირიული მონაცემების ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე ახალი ჰიპოთეზების შემუშავება.
- ფუნდამენტური და ემპირიული კვლევის პროცესში შეუძლია ჰიპოთეზების ვერიფიკაცია ან უარყოფა სანდო და ვალიდური მეთოდების და მეცნიერულად გამართული არგუმენტირების გამოყენებით;
- შეუძლია განათლების სფეროს სხვადასხვა ასპექტების რთული და წინააღმდეგობრივი მონაცემებისა და მიდგომების ანალიზი და აქვს ადეკვატური დასკვნის გამოტანის უნარი;
- აქვს რთული სამეცნიერო პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული ანალიზისა და მათი გადაჭრისათვის ეფექტური გზების შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- აქვს პრობლემის კვლევისა და განხილვის შედაგად მიღებული შედეგების ახლებური გააზრებისა და ინოვაციური ხედვის უნარი, რითაც საკუთარი წვლილი შეაქვს განათლების ფსქიოლოგიის დარგის განვითარებაში.
დ) კომუნიკაციის უნარი:
- აქვს პროფესორის ასისტენტობისა და კოლოკვიუმის საფუძველზე განვითარებული აქვს აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარი, როგორც სწავლების ასევე საკუთარი მეცნიერული ნაშრომის პროზენტაციის თვალსაზრისით;
- შეუძლია დარგის ადგილობირვ და საერთაშორისო სპეციალსტებთან კომუნიკაცია; აქვს პროფესიული კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, როგორიცაა, პროფესიული კომუნიკაციის ნორმები, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, მოხსენების/პროზენტაციის მიზანსა და აუდიტორიაზე გათვლილი გეგმის მომზადება და სხვ;
- განვითარებული აქვს სწავლისა და სწავლის სწავლის უნარები;
- შეუძლია პროფესიული და აკადემიური კარიერის გაუმჯობესების მიზნით საკუთარი უნარების თვითგანვითარება და ცოდნის გაფართოვება;
- აქვს განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის მიმართულებთ უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე დაფუძნებული ახალი შეხედულებების გაცნობის უახლესი გზების/მეთოდების ათვისების უნარი;
- შეუძლია საკუთარი მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაცია და დაცვა, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. ფლობს პრეზემტაციისა და დისკუსიის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს.
ე) ღირებულებები:
- იცის და აცნობიერებს განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტისათვის საჭირო ეთიკური სტანდარტებს;
- ეთიკური სტანდარტის ნორმების იცავს კვლევისა და შეფასების პროცესში, ასევე აკადემიური კომუნიკაციის და ნაშრომის პროეზენტაციისა და პუბლიკაციასთან მიმართებაში;
- აღიარებს თვალსაზრისთა მრავალფეროვნებას და იზიარებს განსხვავებების მიმართ შემწყნარებლობას;
- იცავს ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპებს;