პროგრამის სახელწოდება:
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)
პროგრამის ავტორები:
ლალი სურმანიძე, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორი
სწავლების ენა:
ქართული
სადოქტორო პროგრამის მიზანია თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის აქტუალური თემატური და კვლევითი პრობლემების მცოდნე სპეციალისტთა ჩამოყალიბება, თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სფეროს გამდიდრება ახალი მეცნიერული ცოდნით, განწყობის თეორიის შემდგომი განვითარება, უმაღლესი სკოლისთვის პედაგოგიური კადრის მომზადება.
პროგრამა ინტერდისციპლინურია და ამდენად ღიაა. სავალდებულია უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატით და გასაუბრება სპეციალობაში პროგრამის მიმღებ დარგობრივ კომისასთან.
ცოდნა და გაცნობიერება:
- ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, ტრადიციულ თეორიულ პარადიგმათა შემოქმედებითი და პრობლემური გააზრების გამოცდილება, ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება;
- ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროთა ინტეგრალური და პრობლემური ხედვა როგორც თეორიულ, ისე მეთოდოლოგიურ პლანში;
- არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების მზაობა (რეფერირებადი პუბლიკაციისთვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე);
- ღრმა ინტეგრალური ცოდნა მის მიერ დამუშავებული თემის შესახებ;
- განწყობის თეორიის შუქზე კონკრეტულ საკითხთა ინტერპრეტაციისა და ახსნის გამოცდილება;
- საფუძვლიანი ცოდნა სინთეზური კვლევითი სტრატეგიების/მეთოდების, აგრეთვე, მათი გამოყენების პრინციპების შესახებ.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
- ინოვაციური და, საზოგადოდ, მეცნიერული და გამოყენებითი კვლევითი საქმიანობის დამოუკიდებლად დაგეგმვა, წარმართვა და გაძღოლა, საკვლევი სფეროსთვის ადეკვატური კვლევითი სტრატეგიის, მეთოდის შერჩევა/გამოყენება და მოპოვებულ მონაცემთა ინტერპრეტაცია;
- სინთეზური კვლევითი სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენება;
- ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავება;
- საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში ასახვადი მეცნიერული პროდუქციის შექმნა;
- თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაინტეგრირებელი სალექციო კურსების შექმნა და გაძღოლა.
- შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებას სხვადასხვა სოციოკულტურულ კონტექსტში.
დასკვნის უნარი:
- ტრადიციულ თეორიულ პარადიგმათა შემოქმედებითი და პრობლემური გააზრება, ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება;
- პრობლემის გადასაჭრელად სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
- ჩამოყალიბებული ინტერდისციპლინური აზროვნების საფუძველზე თეორიული ცოდნის ზოგადმეცნიერულ კონტექსტში გააზრება და შესაბამისი პრობლემური საკითხების დასმა;
- განსხვავებულ ქვეყნებში მიღებულ მონაცემთა შემოქმედებითად, დროის მოთხოვნების შესაბამისად გააზრება და ინტერპრეტაცია;
კომუნიკაციის უნარი: ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დარგში ახალი და არსებული ცოდნის ურთიერთმიმართების დასაბუთებულად და არგუმენტირებულად წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო აკადემიურ წრეებში თემატურ პოლემიკაში ჩართვა უცხოურ ენაზე;
სწავლის უნარი: ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე, ახალი იდეების გენერირების და განვითარების მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის კვლევის პროცესში.
კურსდამთავრებულის კომპეტენცია, აგრეთვე, მოიცავს:
- ისტორიის, ენის, პრაქტიკებისა და კონცეპტუალური კატეგორიების მქონე კულტურულ ჯგუფთა სპეციფიკური თავისებურებების დადგენას, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთა უკონფლიქტო თანაარსებობის ხელშემწყობ პრობლემათა ანალიზს და ადეკვატური რეკომენდაციების შეთავაზებას;
- მონაწილეობას ანთროპოლოგიური სტრატეგიების დაგეგმვაში, სოციოკულტურული ცხოვრების განსხვავებულ სფეროთა დინამიკის კვლევებში;
- სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს უზრუნველყოფას რეალისტური და სიღრმისეული კონსულტაციებით.
- კურსდამთავრებულს, აგრეთვე, გამომუშავებული ექნება ზოგადი (ტრანსფერული) - აბსტრაქტული აზროვნების, მოვლენათა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის, ახალი იდეების გენერირების, ცოდნის მუდმივი განახლების, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის, საერთაშორისო კონტექსტში მუშაობის - უნარები.
ღირებულებები: პროგრამა ორიენტირებულია შემდეგ ღირებულებათა დამკვიდრებაზე:
- პროფესიული ეთიკური ნორმების (პროფესიონალთა ურთიერთპატივისცემა და აღიარების უნარი, კვლევებში მონაწილე ადამიანთა უფლებების დაცვა, რეალური კვლევითი მონაცემების წარმოდგენა, ყოველგვარი ანგაჟირებულობის მიუღებლობა) მიდევნება;
- განსხვავებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
- კულტურათა ეფექტური დიალოგისთვის კულტურებსა და კონტექსტებს შორის განსხვავებების ცოდნა/გაცნობიერება და გათვალისწინება;
- სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციისთვის ინტერპერსონალური კომპეტენტურობის (იზომორფული ატრიბუცია, ქცევის ანალიზის უნარი, სხვათა მოლოდინების ცოდნა და საჭიროებისამებრ, გათვალისწინება და სხვ.) ფლობა;
- აგრესიული ეთნოცენტრიზმის მიუღებლობა;
- მრავალეროვან კოლექტივში თანამშრომლობისთვის ეთიკური სტანდარტების გაცნობიერება და დაცვა;
- საზოგადოდ, საქმიან ურთიერთობებში ეთიკური ნორმების დაცვა.
- ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.
- შედარებითი ანთროპოლოგიური და ფსიქოლოგიური კვლევებით დაინტერესებული ცენტრები (როგორც სამეცნიერო, ისე გამოყენებითი).
- როგორც სოციოჰუმანიტარული, ისე საბუნებისმეტყველო ორიენტაციის ადამიანის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები;
- კულტურისა და კულტურული სპეციფიკის შემსწავლელი სამეცნიერო ორგანიზაციები ან მათი განყოფილებები;
- უმაღლესი სასწავლებლები, სადაც არსებობს ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიისა და კულტურის შემსწავლელი სპეციალობები, ან არსებობს მათზე მოთხოვნილება;
- სამთავრობო და კერძო სტრუქტურები, რომელთა ინტერესები მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს დინამიკის შესწავლას;
- სპეციალიზებული კვლევითი ორგანიზაციები/ცენტრები (სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები), რომელთა ინტერეს?%2