პროგრამის სახელწოდება
სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელები
შალვა აბზიანიძე, ასოცირებული პროფესორი;
ალან ლამბერტი, ჯორჯ ვოშინგტონის უნივერსიტეტის (სენტ ლუისი, აშშ) ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი
სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული
სოციალური ფსიქოლოგიის კონცენტრაციის აქტუალობა და მიზნები: პროგრამის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ ღრმა ცოდნა ფსიქოლოგიის ისეთ ფუნდამენტურ დარგში როგორიცაა - სოციალური ფსიქოლოგია. შეისწავლონ ადამიანის სოციალურ ბუნება, სოციალურ ფსიქოლოგიური ფენომენები, პიროვნების სოციალური მახასიათებლებისა და სოციალური გარემოს გავლენა ადამიანის ქცევაზე.
პოლიტიკური ფსიქოლოგიის კონცენტრეაციის აქტუალობა და მიზნები: პოლიტიკური ფსიქოლოგია შეისწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორების როლს ინდივიდისა და ჯგუფების პოლიტიკური ქცევის რეგულაციაში და პირიქით, პოლიტიკური ფაქტორების და მოვლენების გავლენას ფსიქიკურ პროცესებზე. ის თანამედროვე ფსიქოლოგიურ თეორიებს, ცნებებს და მეთოდებს იყენებს პოლიტიკოსების პიროვნული თავისებურებების, მათი გადაწყვეტილებების და ქცევების ასახსნელად. ასევე, პოლიტიკური ფსიქოლოგიის ინტერესის სფეროშია პოლიტიკური ჯგუფების დინამიკისა და ჯგუფთაშორისი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ფაქტორების ანალიზი. ინდივიდებისა და ჯგუფების ძალაუფლებისაკენ სწრაფვის, მოტივაციის, მიღწევის და ძალაუფლების შენაჩუნების ტექნოლოგიების ფსიქოლოგიური და სოციალურ ფსიქოლოგიური მექანიზმების შესწავლა. აქედან გამომდინარე, კურსის მიზანია, მოამზადოს მკვლევარი/პრაქტიკოსი, რომელსაც შეეძლება თავისი ცოდნის გამოყენება პოლიტიკაში ჩართულ პიროვნებებთან და ჯგუფებთან ურთიერთობაში, კერძოდ, უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება, წარდგენა, დასაბუთებული რეკომენდაციების გაცემა და კონსულტაციების გაწევა, შესაბამისი პირებისა და ორგანიზაციებისათვის. ასევე, სამეცნიერო კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
კულტურული ფსიქოლოგიის კონცენტრაციის აქტუალობა და მიზნები: დღეისათვის, კულტურული ფსიქოლოგია წარმოადგენს თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად დარგს, რომელიც წარმოიშვა ფსიქოლოგიისა და სხვა მოსაზღვრე დარგების, პირველ რიგში კი ეთნოლოგიისა და კულტურული ანტროპოლოგიის გადაკვეთაზე. მან განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ერთის მხრივ, გლობალიზაციის პროცესის დაჩქარებისა და მეორე მხრივ, ამ პროცესისადმი სხვა და სხვა ფორმით გაწეული “კულტურული” წინააღმდეგობის პროცესში. მის განვითარებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მცირე სახელმწიფოებისა და ერების კულტურული “გადარჩენის” თვალსაზრისით. კულტურული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მთავარი მიზანია სტუდენტებს მისცეს გაღრმავებული ცოდნა კულტურულ ფსიქოლოგიაში, მის კვლევის მეთოდებსა და მოსაზღვრე დარგებში, გამოუმუშაოს მკვლევარისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. აგრეთვე, სტუდენტმა შეასრულოს თეორიული და ემპირიული კვლევითი საქმიანობა და დაწეროს მაღალ დონეზე შესრულებული სამაგისტრო შრომა.
სამაგისტრო პროგრამაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პირებმა, ვისაც აქვს:
- ბაკალავრის ხარისხი.
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
- სამაგისტრო პროგრამაში ჩასარიცხად აუცილებელია:
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა;
- წერითი გამოცდა სოციალურ ფსიქოლოგიაში;
- სამოტივაციო წერილი;
ცოდნა და გაცნობიერება:
ცოდნა სოციალური ფსიქოლოგიის, პოლიტიკური ფსიქოლოგიის და კულტურული ფსიქოლოგიის დარგებში:
- აღნიშნული დარგების ძირითადი ცნებების ცოდნა და გააზრება;
- აღნიშნული დარგების ძირითადი თეორიული მიმდინარეობების ცოდნა და გააზრება;
- აღნიშნული დარგების მეთოდოლოგიის და პრინციპების ცოდნა;
- აღნიშნული დარგების ძირითადი ფენომენების ცოდნა;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:
- პრაქტიკული და გამოყენებითი კვლევის დაგეგმვა და ჩატარება;
- მონაცემების შეგროვება და გაანალიზება;
- კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და პრობლემის განსაზღვრა;
- კვლევის ანგარიშის დაწერა;
- კონკრეტული პრობლემის მიხედვით მისი გადაწრვეტის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება;
- კონსულტაციის გაცემა:
- პრობლემის გადაჭრის მონიტორინგი.
ზოგადი /ტრანსფერული კომპეტენციები:
- მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
- პროფესიული ეთიკის ცოდნა.
დასკვნის უნარი:
- ინფორმაციის შედარებითი ანალიზი,
- არგუმენტაციისა და კრიტიკული ანალიზის უნარი,
- ფაქტებისა და იდეების სისტემატიზაცია, ანალიზი და შეფასება,
- ჰიპოთეზის ფორმულირება.
კომუნიკაციის უნარი
- მშობლიურ ენაზე საკუთარი მოსაზრებებისა და კვლევითი ანგარიშის ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბება;
- დისკუსიის წარმართვა და პოლემიკის კორექტულად წარმოების ჩვევები;
- ელექტრონულ საძიებო სისტემებში საჭირო ინფორმაციის მოძიება;
- კვლევის შედეგების ეფექტურად წარმოდგენა და პრეზენტაცია;
- ჯგუფში მუშაობა და თანამშრომლობა;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ემპათია.
სწავლის უნარი:
- დამოუკიდებელი მუშაობა და დასწავლის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება;
- დროის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- დამოუკიდებლად მასალის ორგანიზება და სტრუქტურირება;
- გამოცდილებისა და უკვე დასწავლილის ახალ ცოდნასთან დაკავშირება;
- სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის კომბინირება და ინტეგრირება.
ღირებულებები:
- ფსიქოლოგის საქმიანობის ეთიკური ნორმების დაცვა,
- დამკვეთის უფლებების პატივისცემა,
- დამკვეთის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა,
- სამოქალაქო საზოგადოებისათვის დამახასიათებელი დემოკრათიული ღირებულებების პათივისცემა და მათი საზოგადოებაში დანერგვის ხელშეწყობა.
კურსდამთავრებულებს, რომლებმაც გაიარეს სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, შესაძლებლობა ექნებათ გააგრძელონ სწავლა და კვლევითი საქმიანობა დოქტურანტურაში, შესაბამისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, შემდგომი კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის პერსპექტივით, ასევე იმუშაონ სხვა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, ანალიტიკურ ცენტრებში, პოლიტიკური პარტიების აპარატებში, მასმედიაში, არაასამთავრობო ორგანიზაციებში და ყველგან სადაც ხდება სოციალური, პოლიტიკური, ეთნო-კულტურული ინფორმაციის შეგროვება, პროცესების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და მნიშვნელოვანია პიროვნული, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების გათვალისწინება.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა კურსდამთავრებული, რომელმაც დაამთავრა მაგისტრატურა სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის სპეციალობით დასაქმებულია ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებში და უკავიათ მაღალანაზღაურებადი თანამდებობები.