ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
განათლების ფსიქოლოგია
პროგრამის ავტორები
მზია წერეთელი, პროფესორი
ია აფთარაშვილი, ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული
- მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კვალიფიციური სპეციალისტი შესაბამისი ცოდნით, უნარებითა და ღირებულებათა სისტემით განათლების ფსიქოლოგიაში. კურსდამთავრებულს შესძინოს საფუძვლიანი ცოდნა, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორ უკავშირდება და რა ზეგალენას ახდენს ერთმანეთზე სწვლისა და სწავლების პროცესები და მათთან დაკავშირებული ფაქტორები, როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ გარემოში;
- კურსდამთავრებული აღჭურვოს პრაქტიკული უნარებითა და ინსტრუმენტებით, რომლითაც შეძლებს ფასილიტაცია და მხარდაჭერა გაუწიოს ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის პროცესებს ყველა დონეზე (ნანო - მაკრო);
- კურსდამთავრებულმა შეძლოს დაეხმაროს და მხარდაჭერა გაუწიოს სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს (ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული გაერთიანებები, საჯარო სექტორები და სხვა) თუ ადამიანურ კაპიტალს განვითარებასა და ზრდაში;
- მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც ექნება თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნა საგანმანათლებლო კვლევებისა და შეფასებების კონცეფციის შემუშავებისა და განვითარებისთვის.
განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც ავტორიზებულ უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ასევე სოციალურ მეცნიერებებში.
სამუშაო გამოცდილების ქონა აუცილებელი არ არის.
პროგრამაზე ჩაბარების მოთხოვნააა ერთიან ეროვნულ სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური ქულის მიღება.
ჩარიცხვა ხდება სპეციალობის და ინგლისური ენის (B2) გამოცდის შედეგების მიხედვით.
მაგისტრატურაში ჩამბარებელმა უნდა წარმოადგინოს ცნობები სამეცნიერო კონფერენციებში, კვლევით ექსპედიციებში, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სტაჟირების, განხორციელებული ემპირიული კვლევების შესახებ და სხვა (არსებობის შემთხვევაში). მსგავსი ინფორმაცია საგამოცდო შეფასებაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა, გამოიყენება როგორც დამატებითი შეფასება იმ შემთხვევაში, თუ სამაგისტრო პროგრამის აპლიკანტები მიიღებენ თანაბარ ქულებს.
ცოდნა და გაცნობიერება
სტუდენტი:
- სიღრმისეულად გაიაზრებს განათლების ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის, მნიშვნელობას და ადგილს მეცნიერების სიტემაში, დარგის სფეროებს, ამოცანებს და კვლევის მეთოდებს;
- სიღრმისეულად აანალიზებს სწავლა-სწვალების ძირითად მიდგომებსა და მიმართულებებს, მათ შორის მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის კონცეფიას და სისტემებს, მათ როლს განათალების თანამედროვე პარადიგმაში;
- კრიტიკულად მსჯელობს პიროვნების კოგნიტური და ფსიქო-სოციალური განვითარების ეტაპებზე, მათ როლსს და მნიშვნელობაზე სწავლა-სწვალების პროცესში;
- სიღმისეულად გაიაზრებს კვლევის და შეფასების არსს, სხვადასხვა დიზაინს, მეთოდოლოგიას და მათ მნიშვნელობას და აპლიკაციას განათლებაში.
უნარები
სტუდენტს შეუძლია:
- განათლების სფეროში არსებული სამეცნიერო და პრაქტიკული ხასიათის პრობლემის იდენტიფიცირება, გაანალიზება და შესაბამისი გადაჭრის გზების მოძიება
- ემპირიული კვლევის პროფესიულ დონეზე შესრულება, სტატისტიკური აპარატის შერჩევა, მონაცემების გაანალიზება, შესაბამისი დასკვნების გამოტანა, კვლევის შედეგების ინტერპტერირებას ეთიკის ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.
- თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების პროფესიული მიზნებისათვის გამოყენება, მეცნიერული პროდუქტის პროფესიულ და არაპროფესიულ საზოგადოებასთან გაზიარება;
- სწავლებისა და განათლების პოლიტიკის შექმნაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებს გაუწიოს პროფესიულ კონსულტირება კვლევის, შეფასები, სწავლა-სწავლების და კოგნიტური და ფსიქოსოციალური განვითარების საკითხებზე
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
სტუდენტს შეუძლია:
- პროფესიული ეთიკის დაცვით დარგის შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის დამოუკიდებლად მოძიება და დამუშავება, პასუხიმგებლობის აღება მის მიერ განხორციელებულ კვლევით და სამეცნიერო აქტივობებზე;
- ინტერგრირება ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ წრეებში.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც მოიცავს განათლების სისტემის ყველა რგოლს დაწყებული საბავშვო ბაღიდან დამთავრებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებით, რეფორმა პიროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული და გულისხმობს ყველა მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებას სწავლებისას, ახალი სასწავლო გეგმების, მართვის ახალი სტილის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვას და სხვა. ყოველივე ეს განსაკუთრებულად აქტუალურს ხდის სასწავლო პროცესში კვალიფიციური, შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტის მონაწილეობას.
პროგრამის კურსდამთავრებულები შესაძლებელია დასაქმდნენ შემდეგი მიმირთულებებით:
- სახელმწიფო და არასამთვარობო საგანმანათლებლო ორგანიზაციების ფსიქოლოგი, როგორიცაა მაგ., განათლების სისტემის ფსიქოლოგი, სკოლის ფსიქოლოგი, პროფესიული საგანამანთლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიი, ზდასრულთა განათლებაზე პასუხისმგებლი დაწესებულებების ფსიქოლოგი და სხვა.
- საგანმანათლებლო მეთოდოლოგიური, სახელმძღვანელოებისა და სხვა დამხმარე რესურსების შექმნასა და მათ ვალიდაციასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და პროცესებში, როგორიცაა მაგალითად გამომცემლობები, საავტორო უფლების მქონე საჯარო სექტორები და კერძო ორგანიზაციები და სხვა.
- სასწავლო პროგრამების, კურიკულუმების, შემუშავებას, განვითარებას, დანარგვასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელ დაწესებულებებში, როგორიცაა მაგ., საჯარო სამსახურები (სამინისტროები, სსიპები, სასწავლო დაწესებულებები და ა.,შ.), არასამთავრობო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
- საგანმანათლებლო კვლევასა და სასწვალო პრაქტიკის შესწავლსათან დაკავშირებული ორგანიზაციები, როგორიცაა ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები, საგანმანათლებლო გრანტებისა და სტიპენდიების მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციები და სხვა.
- სწავლა-სწავლებასა და მასთან დაკვშირებულ კონტექსტურ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება, როგორიცაა ოჯახების, სასკოლო საზოგადოების (მოსწვალე, მასწავლებელი, ადმინისტრაციის წარმომაგდენელი, მშობელი), უმაღლესი და პროფესიული დაწესებულების წარმომადგენლების, სტუდენტების, განათლების საკითხებით დაინეტერსებული საჯარო თუ არასამთვარობო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტირება.
ასევე, კურსდამთვარებულს შეეძლება განაგრძოს აკადემიური კარიერა დოქტორანტურის საფეხურზე.