პროგრამის დასახელება: ეკოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელები:
მაკა მურვანიძე, პროფესორი/კოორდინატორი
გურამ ქუთელია, ასოცირებული პროფესორი
ვაჟა ტრაპაიძე, ასოცირებული პროფესორი
გიორგი მახარაძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
სიმონ წერეთელი, ემერიტუსი
პროგრამის მიზანი
საბაკალავრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია გარემოზე ბუნებრივი და ტექნოგენური ზემოქმედების გასაცნობიერებლად, მათი ანალიზისა და მოსალოდნელი შედეგების შესაფასებლად.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ერთიანი ეროვნული გამოცდები
ძირითადი სპეციალობის არჩევის პირობა:
ერთიანი მიღების შემთხვევაში კრედიტის მიღება სასწავლო კურსებში:
ბიოლოგიის შესავალი, ქიმიის შესავალი, ფიზიკის შესავალი, გეოგრაფიის შესავალი.
სწავლის შედეგი
ცოდნა და გაცნობიერება:
- ეკოლოგიის ბიოლოგიური, გეოგრაფიული, გეოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური საფუძვლების ცოდნა;
- ეკოლოგიურ მონაცემთა ანალიზისათვის საჭირო მათემატიკისა და ინფორმატიკის საფუძვლების ცოდნა;
- ეკოსისტემების სტრუქტურის, ბიოგეოგრაფიისა და ბიომრავალფეროვნების ურთი- ერთკავშირის ცოდნა და მათი მიმართება კლიმატთან, ნიადაგთან, ლითოსფეროსთან, ჰიდრო და გეოსფეროსთან, პალეოეკოლოგიურ და ევოლუციურ ფაქტორებთან;
- ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ურთიერთდამაკავშირებელი გეოგრაფიული მიდგომების ცოდნა;
- გარემოში მიმდინარე ფიზიკური პროცესების არსის ცოდნა და მისი კავშირი ეკოლოგიასთან;
- გარემოს ობიექტების (ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ნიადაგები) ფონური ქიმიური შემადგენლობის, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ფაქტორების გავლენით მათი ცვალებადობის მიზეზების და მასშტაბების, გარემოში მოხვედრილი ნორმირებული ნივთიერებების კონტროლის თანამედროვე მეთოდების ცოდნა.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება/პრაქტიკული უნარები
ბაკალავრიატის კურსდამთავრებული მიღებული ცოდნის საფუძველზე შესძლებს:
- არსებული ეკოქიმიური და ეკოფიზიკური ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს; საკონტროლო პუნქტებში და/ან რეგიონში შექმნილი ეკოქიმიური ვითარების ობექტურ შეფასებას გარემოს ქიმიური და ფიზიკური დაბინძურების წყაროების დადგენას, მათი გავლენის აცილების/შემცირების მეთოდის შერჩევას;
- დარღვეული ლანდშაფტების აღდგენის მეთოდების შერჩევას;
- პირველყოფილი სახით შემორჩენილი მცენარეული საფრის და მასთან დაკავშირებული ფაუნის შემდგომი განაკრძალების მეთოდების შერჩევას;
- დეგრადირებული მცენარეული საფრისა და მასთან მოწყვლადი ცხოველთა სამყაროს აღდგენის მეთოდების შერჩევას.
დასკვნის უნარი
- მონაცემების შეგროვების, მიღებული შედეგების ანალიზის და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;
- პრობლემის იდენტიფიცირების, დასმისა და გადაწყვეტის უნარი;
- გააზრებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.
კომუნიკაციის უნარი
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და სათანადო დონეზე პრე- ზენტაციის მიზნით;
- მსჯელობისა და მისგან გამომდინარე დასკვნების ნათლად, ზუსტად და ადრესატისათვის მისაღები ფორმით მიწოდების უნარი დარგის სპეციალისტებისათვის და/ან სხვა დარგის წარმომადგენლებისათვის. სწავლის უნარი
- ვერბალური და წერილობითი ინფორმაციის აღქმის უნარი;
- ცოდნის სისტემური სრულყოფის საჭიროების გაცნობიერების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი.
ღირებულებები
- პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვა;
- სიტუაციის ობიექტური შეფასების უნარი.
საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულების შესაძლო დასაქმების სფეროებია:
- გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კვების, სასოფლო-სამეურნეო და სხვა მომიჯნავე პროფილის საწარმოები;
- შესაბამისი პროფილის სამათავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები;
- სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებები,
- შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები.