ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელები
ანასტასია ქიტიაშვილი, პროფესორი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი
ფსიქოლოგიის მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული ენა
“გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის” სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტები დაეუფლონ გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის თეორიულ, მეთოდოლოგიურ და კვლევით პრინციპებს, გაეცნონ პრაქტიკასთან დაკავშირებულ პროფესიულ და კონტექსტუალურ საკითხებს.
“გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის” სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრის ხარისხის მქონე ფსიქოლოგები რომლებსაც ექნებათ:
გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა. მისი მიზანია სოციალური პრობლემების ანალიზი სოციალური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან და ამ პრობლემების დასაძლევად სოციალური ინტერვენციების შემუშავება, დანერგვა და შეფასება. სოციალურ პრობლემებს შორისაა მაგ: სიღარიბე, ძალადობა, სუიციდი, ნარკომანია, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, გენდერული უთანასწორობა, დისკრიმინაცია, გარემოს დაბინძურება და სხვა. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის კვლევებსა და მიდგომებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოციალური ქცევისა და პრობლემების გაგებასა და რეგულაციაში. პრაქტიკული მნიშვნელობის გამო გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა.
“გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის” სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს:
- სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში თეორიული, მეთოდოლოგიური, კვლევითი პრინციპების, კონტექსტუალური საკითხების სიღრმისეული ცოდნა:
- განუვითაროს სამეცნიერო, გამოყენებითი სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი, თანამედროვე მოთხოვნებისა და ეთიკის ნორმების დაცვით
- ჩამოუყალიბოს სოციალური პრობლემების ანალიზის უნარი სოციალურ-ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან, სოციალურ ქცევაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლის უნარი მიკრო, მაკრო და მეზო დონეებზე
- განუვითაროს სოციალური პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების, სხვადასხვა სფეროებში სოციალური ინტერვენციების დაგეგმვის, დანერგვის ინიცირებისა და ინტერვენციის შეფასების უნარი კონკრეტული სოციალური ჯგუფის საჭიროების შესაბამისად.
სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
- პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი შემდეგ სფეროებში: ფსიქოლოგია, განათლების მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი, ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გამოცდა სოციალურ ფსიქოლოგიაში;
- გასაუბრება ინგლისურ ენაში.
მობილობის ფარგლებში პროგრამაზე გადმოსვლა შეუძლიათ თსუ-ა ან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგულაციებისა და პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი მობილობის ადგილების შესაბამისად.
ცოდნა და გაცნობიერება
სტუდენტი:
- კრიტიკულად აფასებს სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში კლასიკურ და თანამედროვე თეორიებსა და მოდელებს, პრაქტიკასთან დაკავშირებულ პროფესიულ და კონტექსტუალურ საკითხებს.
- კრიტიკული გააზრების საფუძველზე ახდენს ცოდნის ინტერპრეტაციას; აცნობიერებს ამ ცოდნის განზოგადების პრინციპებს ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე სფეროებში.
უნარები
სტუდენტს შეუძლია:
- სოციალური პრობლემების სოციალურ-ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან კვლევა, სოციალურ ქცევაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა სხვა და სხვა დონეზე ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, როგორიცაა: ეკონომიკური, სოციალური, განათლების და სხვა.
- სოციალური პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიება და ახალი ინტერვენციების დანერგვის ინიცირება კონკრეტული სოციალური ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით.
- განხორციელებული სოციალური ინტერვენციების შედეგებისა და მათ გავლენის შეფასება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ჯგუფთან ერთად ან დამოუკიდებლად.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
სტუდენტს შეუძლია:
- პროფესიულ საქმიანობის პროცესში თანამედროვე სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვა.
- საკუთარი პროფესიულ განვითარების რეფლექსია, დაგეგმვა და განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კოლეგების მხარდაჭერის საფუძველზე.
მაგისტრის ხარისხის მქონე ფსიქოლოგები შეძლებენ მუშაობას შემდეგ პოზიციებზე:
მკვლევარის, ფსიქოლოგის ან კონსულტანტის პოზიციაზე კვლევით, სოციალური პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფო სტრუქტურებში, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში ისეთ სფეროებში როგორიცაა, სოციალური, განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობა, ორგანიზაციული, გარემოსდაცვითი და ა.შ
მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურაში.