სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: კონფლიქტოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კონფლიქტოლოგიის მაგისტრი
დადგენილების ნომერი №1149154 (დანართი №256)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორები გუგული მაღრაძე და რევაზ ჯორბენაძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები 65 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები 25 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
კონფლიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მისაღები საგამოცდო და გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
კონფლქიტოლოგია - საგამოცდო საკითხები
პროგრამის მიზანი
კონფლიქტების ანალიზის და მართვის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომლებსაც სხვადსხვა დონის კონფლიქტების სტრუქტურის, შინაარსის და დინამიკის ძირითადი კანონზომიერებათა შესახებ ექნება ცოდნა. ასევე მკვლევარი/პრაქტიკოსების მომზადება, რომელბსაც შეეძლებათ თავიანთი ცოდნის გამოყენება ისეთი კონფლიქტების ანალიზის, მოგვარების და პრევენციისთვის, როგორიცაა ინტერპერსონალური, ინტერჯგუფური, ოჯახური, სკოლის და საგანმანათლებლო სისტემის, ბიზნეს კონფლიქტები, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები.
კონფლიქტოლოგიაში სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინარულია და მასზე ჩაბარება შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრს ან 5 წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომის მქონეს, რომელიც გადალახავს სახელმწიფო სამაგისტრო გამოცდის მინიმალურ ზღვარს. აუცილებელია უცხო ენაში B1 დონის ცოდნა. ბარდება წერილობითი გამოცდა სპეციალობაში და გასაუბრება სპეციალობასა და უცხო ენაში (B1).
ცოდნა და გაცნობიერება
- აქვს კონფლიქტების ანალიზის და მართვის სფეროში მრავალმხრივი და სისტემური თეორიული ცოდნა, რომელიც ხელს უწყობს იდეების შემუშავებას
- აქვს მიმდინარე და ქრესთომატიულ კონფლიქტების შესახებ ცოდნა, ამ კონფლიქტების ანალიზის შესრულების თვალსაზრისით
- აქვს კონფლიქტების ანალიზის და მოგვარების კომპლექსური საკითხების და პრაქტიკული საქმიანობის შესაძლებლობების გაცნობიერება
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
- გააჩნია კონფლიქტების ემპირიულად შესწავლით მიღებული მასალის დასამუშავებლად სხვადასხვა კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი (მათ შორის მზა სტატისტიკური პაკეტის SPSS ცოდნა)
- გააჩნია კონფლიქტების ანალიზის დამოუკიდებლად შესრულების და კრიტიკული გააზრების უნარი
- გააჩნია ფუნდამენტური და პრაქტიკული ხასიათის კვლევის დაგეგმვის, ჩატარების და ინტერპრეტირების უნარი
- ფლობს რეალურ კონფლიქტში მესამე მხარედ ჩართვის და სადავო საკითხზე რეკომენდაციების შემუშავების უნარს
- შეუძლია ცოდნაზე დაფუძვნებული ახალი იდეების შეჯამება და გააჩნია პრობლემური სიტუაციის ახლებურად გადაჭრის გზების ძიების უნარი
დასკვნის უნარი
- შეუძლია კონფლიქტური სიტუაციის დიაგნოსტირება, პრობლემის გამოყოფა და მათი გადაჭრისათვის გზების ძიება დასაბუთებული დასკვნების საფუძველზე
- აქვს ემპირიული მასალის შედეგების დამუშავების, ანალიზის, განმარტების და ლოგიკურად დასაბუთებული დასკვნების გამოტანის უნარი
- აქვს ანალიზის, სინთეზის და განზოგადოების უნარი
- შეუძლია კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
კომუნიკაციის უნარი
- აქვს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან რელევანტურ გარემოში რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების არგუმენტირებულად გადაცემის უნარი
- აქვს პრაქტიკული ან სამეცნიერო მუშაობისთვის კონფლიქტების ანალიზის და დარეგულირების სფეროსთან დაკავშირებით წერილობითი და ზეპირი ანგარიშების მომზადების და პრეზენტაციის უნარი
- აქვს კონფლიქტთნ დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების უნარი თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით და სხვადასხვა რაკურსით მათი გამოყენების, პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის უნარი
სწავლის უნარი
- შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მიზანმიმართულად დაგეგმვა და მაღალი დონის მობილობა, სწავლის პროცედურების და პროცესების გათვალისწინება
- შეუძლია შემდგომი სწავლის გაგრძელების საჭიროების გაცნობიერება პროფესიული სრულყოფის მიზნით ცვალებად გარემოსთან მიმართებით
ღირებულებები
- შეუძლია ღირებულებითი ორიენტაციების დაცვა, შეფასება და გავრცელება (სოციალური სამართლიანობა, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებები, სიძულვილის ენის არგამოყენება და ეთნიკური უმცირესობების პატივისცემა და სხვა)
- შეუძლია სხვების ღირებულებითი ორიენტაციის პოზიციის პატივისცემა, მათ მიმართ მიმღებლობა და სიახლეების ხელშეწყობა
დასაქმების სფეროები:
კონფლიქტოლოგიის მაგისტრების დასაქმების სფერო ვრცელია: კონფლიქტოლოგიის მაგისტრებს შეუძლიათ იმუშაონ ყველა სფეროში, სადაც მნიშვნელოვანია კონფლიქტების პრევენცია, მოგვარება, მართვა. მათ წარმატებით შეუძლიათ იმუშაონ როგორც სამთავრობო, ისე კერძო ორგანიზაციებში, ადგილობრივ თემში, სასწავლო დაწესებულებებში და სხვაგან წამოჭრილი სადაო საკითხების მოსაგვარებლად, ასევე დიდია მათი როლი სხვადასხვა თანამდებობის მქონე მუშაკთა მომზადებაში სათანადო ტრენინგების საშუალებით, რათა მათ შეძლონ თავიდან აიცილონ კონფლიქტური სიტუაციები ან კონფლიქტის შემთხვევაში მოაგვარონ წამოჭრილი კონფლიქტები მოლაპარაკების და კონფლიქტის მოგვარების სხვა ალტერნატული მეთოდების გამოყენებით, რითაც მნიშვნელოვნად უმჯობესდება ნებისმიერი დაწესებულების ორგანიზაციული კულტურა. ამ სპეციალობის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ინტენსიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციაში. ამასთან ერთად მაგისტრატურაში ხდება მათი მომზადება სამეცნიერო კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში.