საბაკალავრო პროგრამის დასახელება: მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საზოგადოებრივი გეოგრაფიის ბაკალავრი
დადგენილების ნომერი №32348 (დანართი №40)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი იოსებ სალუქვაძე; პროფესორი გიორგი გოგსაძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 240 კრედიტი
საფაკულტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 50 კრედიტი (ECTS)
ძირითადი სპეციალობის სასწავლო კურსები - 120 კრედიტი (ECTS) (მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომი)
თავისუფალი სასწავლო კურსები - 10 კრედიტი (ECTS)
დამატებითი (minor) სპეციალობის ან სხვა სასწავლო კურსები - 60 კრედიტი (ECTS).
მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ახალგაზრდა თაობის მომზადება დარგის შესაბამის სეპციალისტებად (სწავლების საფეხურის შესაბამისად), რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ მრავალმხრივი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების სივრცე–დროით ასპექტების შესახებ და შეიძინონ სტატისტიკურ მასალებთან მუშაობის, გის ტექნოლოგიების გამოყენების, ზოგადი შეფასების და ანალიზის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც კურსდამთავრებულებს ხელს უწყობს აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო/საზოგადოებრივი/ბიზნეს ორგანიზაციების მართვაში და მათი ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებაში.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით;
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საფუძვლიანად აღწერს დედამიწის საზოგადოებრივი და ბუნებრივი სისტემების განვითარების ძირითად თავისებურებებს, მის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს, მათ ისტორიასა და მატერიალურ საფუძველს;
განმარტავს გლობალურ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური და/ან ბუნებრივი კომპლექსური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებებს და ურთიერთდამოკიდებულებას გეოგრაფიულ და სოციალურ გარემოს შორის;
კრიტიკული გააზრების საფუძველზე განმარტავს რეგიონების, ადგილებისა და მოვლენების მრავალფეროვნებასა და ურთიერთდამოკიდებულებას.
დამოუკიდებლად მოიძიებს ზოგადი გეოგრაფიული მეცნიერებების სფეროში არსებულ მასალას (მათ შორის ინტერნეტის საშუალებით და საველე პირობებში), ახდენს მათ განზოგადებას, ანალიზს, შეფასებას; ინფორმაცის ტრანსფორმაციის საფუძველზე წერს ანგარიშებს;
კონკრეტული რჩევების საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნებს საზოგადოებრივ-გეოგრაფიული პროცესების და მოვლენების შესახებ;
საზოგადოებრივი სისტემების განხილვისას იყენებს სტატისტიკურ, კარტოგრაფიულ და გის-ის მეთოდებს;
ამზადებს და ატარებს ზეპირ პრეზენტაციებს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენა(ებ)ზე;
პრაქტიკაში იყენებს კარტოგრაფიულ და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების მეთოდებს და მიდგომებს;
მართებულად იყენებს დარგობრივ ცნებებსა და ტერმინოლოგიას.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საქალაქო და ბუნებრივი გარემოს დაგეგმვისა და მართვის სამსახურებში, მიწის მართვის სისტემაში, ეკონომიკური განვითარებისა და მართვის ორგანოებსა და კომპანიებში, სატრანსპორტო ორგანიზაციებში, საკონსულტაციო კომპანიებში, საბანკო და საფინანსო დაწესებულებებში/ფირმებში, მასმედიაში, სასტუმრო და ტურიზმის სფეროში, საგარეო ურთიერთობათა სისტემაში, შრომის ბაზართან და სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სფეროებში.