საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ჟურნალისტიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჟურნალისტიკის ბაკალავრი
დადგენილების ნომერი №22276 (დანართი №36)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი მანანა შამილიშვილი, ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 240 კრედიტი
საფაკულტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 50 კრედიტი (ECTS)
ძირითადი სპეციალობის სასწავლო კურსები - 120 კრედიტი (ECTS)
თავისუფალი სასწავლო კურსები - 10 კრედიტი (ECTS)
დამატებითი (minor) სპეციალობის ან სხვა სასწავლო კურსები - 60 კრედიტი (ECTS).
პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ჟურნალისტიკის სფეროში, რათა მათ შეძლონ:
1. მედიის სფეროში (სამაუწყებლო, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში) პროფესიული საქმიანობის განხორციელება;
2. კრიტიკული, პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიის განვითარებასა და სტანდარტების დანეგრვაში წვლილის შეტანა;
3. ჟურნალისტიკისა და მასმედიის სფეროში პროცესებისა და მოვლენების ანალიზი სინქრონიასა და დიაქრონიაში;
4. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით;
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
აღწერს და განასხვავებს ტრადიციული და ახალი მედიების ძირითად მახასიათებლებს (მასმედიის სახეები, თეორიები, სტრუქტურა, ენობრივ–სტილისტური მოთხოვნები, კლასიფიკაცია ჟანრების მიხედვით, ისტორიული კონტექსტი);
წარმოაჩენს მედიისა და ჟურნალისტის როლს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში;
მოიპოვებს და ზედმიწევნით განმარტავს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ უახლეს ინფორმაციას;
ჩამოთვლის და განმარტავს მედიის კვლევის მეთოდებსა და პროცედურებს.
მოიძიებს და შეარჩევს ახალ ინფორმაციას;
ამუშავებს აქტუალურ თემებს და ამოწმებს წყაროების სანდოობას;
ეთიკური სტანდარტებისა და ენობრივ–სტილისტური ნორმების დაცვით ქმნის სხვადასხვა სახის მედიაპროდუქტს და/ან ასრულებს კონკრეტულ კვლევით დავალებას;
არგუმენტირებულად და კრიტიკულად აფასებს პროცესებსა და მოვლენებს;
ეფექტურად იყენებს პროფესიულ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიებს;
ავლენს ზეპირ, წერილობით და სხვა სახის კომუნიკაციის უნარებს.
პროფესიული საქმიანობისას ხელმძღვანელობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებითა და დარგობრივი სტანდარტით;
შესაბამისი დარგობრივი, პრაქტიკული და კვლევითი ნაშრომების მომზადებისას იცავს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს.
- მედიაორგანიზაციები;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები;
- არასამთავრობო ორგანიზაციები;
- საერთაშორისო ორგანიზაციები;
- კვლევითი ცენტრები;
- საჯარო სექტორი;
- კერძო სექტორი.