საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება : ბიოლოგია
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები:
დიანა ძიძიგური (მოდული „უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია“) – პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მორფოლოგიის კათედრის გამგე.
არნოლდ გეგეჭკორი (მოდული „ბიომრავალფეროვნება“) - პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიომრავალფეროვნების კათედრის გამგე.
ნანა კოშორიძე (მოდული „ბიოქიმია“) - პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიოქიმიის კათედრის გამგე. (კოორდინატორი)
მარიამ გაიდამაშვილი (მოდული “მცენარეთა ბიოლოგია“) - ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკად. დოქტორი.
ნინო გაჩეჩილაძე (მოდული „მიკრობიოლოგია/იმუნოლოგია“) - ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკად. დოქტორი.
ნანული დორეული (მოდული „ნეირობიოლოგია“) – პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის გამგე.
ნანული კოტრიკაძე (მოდული „უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“) - პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის გამგე.
თეიმურაზ ლეჟავა (მოდული „გენეტიკა“) - პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გენეტიკის კათედრის გამგე.
საბაკალავრო პროგრამის მიზანი:
- სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემა ბიოლოგიის საბაზისო დარგებში, კერძოდ უჯრედისა და განვითარების ბიოლოგიაში, ნეირობიოლოგიაში, ბიოქიმიაში, მიკრობიოლოგია/ იმუნოლოგიაში, ბიომრავალფეროვნებაში, უჯრედულ და მოლეკულურ ბიოლოგიაში, მცენარეთა ბიოლოგიაში და გენეტიკაში;
- სტუდენტებისთვის შემდეგ საფეხურებზე სწავლის გაგრძელებისა და ბიოლოგიისა და მის მომიჯნავე სფეროებში (მედიცინა, კვების ტექნოლოგია, სოფლის მეურნეობა) პრაქტიკული და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის წინაპირობის შექმნა;
- ბიოლოგიური დისციპლინების განვითარებისა და ინდუსტრიის, ეკონომიკის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ბიოლოგიის მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ერთიანი ეროვნული გამოცდები
დასაქმების სფეროები:
ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეძენილი ცოდნის რეალიზება შეუძლიათ:
- სხვადასხვა აკადემიურ, სახელმწიფო, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებში;
- სამეცნიერო და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებსა და სადიაგნოსტიკო ცენტრებში;
- მიკრობიოლოგიური ექსპერტიზისა და ტექნოლოგიურ სამსახურში,
- კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებში;
- ფარმაცევტულ კომპანიებში, სამკურნალო და პროფილაქტიკურ, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ და დავადებათა კონტროლის დაწესებულებებში;
- გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ეკოლოგიური ზედამხედველობის სამსახურებში;
- ეკოტურიზმის სფეროში;
- ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოსდაცვითი პროგრამების მქონე კერძო კომპანიებში;
- სახელმწიფო და კერძო ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებში.