სადოქტორო პროგრამის დასახელება: სოციალური მუშაობა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მუშაობის დოქტორი
დადგენილების ნომერი №805734 (დანართი №72)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელები: მარკ დოელი, შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი
თამარ მახარაძე, პროფესორი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 30 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კომპონენტი 25 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 5 ECTS კრედიტი
სადოქოტორო პროგრამის მიზნებია:
დოქტორანტების მიერ ახალი ცოდნის გენერირება/შექმნა, სოციალური მუშაობის სფეროში არსებული გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის კრიტიკული გააზრების საშუალებით, რომელიც ეყრდნობა დარგის პრაქტიკის თეორიულ საფუძვლებს;
სოციალურ მუშაობაში სრულფასოვანი და მაღალკვალიფიციური მკვლევრის ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი კვლევების ჩატარებას სამეცნიერო/პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით;
პედაგოგიური უნარ-ჩვევების მქონე მეცნიერად ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად ჩაერთვება როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში მომავალი თაობისთვის ცოდნის გადაცემის მიზნით, ასევე, პრაქტიკულ საქმიანობაში, სფეროს, დარგის განვითარების და საზოგადოების საჭიროებებზე რეაგირების მიზნით.
მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში ან სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
GPA 3 ან მეტი - სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის დასრულებიდან;
უცხოური ენის (ინგლისური ენა) ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (დადასტურება გამოცდით ან შესაბამისი სერთიფიკატით);
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
სადოქტორო - კვლევითი პროექტის გეგმის (პროსპექტუსის) წარმოდგენა;
გასაუბრება სპეციალობაში (მათ შორის სადოქტორო კვლევითი პროექტზე - პროსპექტუსზე). (იხ. დანართი N1).
გასაუბრება სპეციალობაში არის 100 ქულიანი და წარმოადგენს აპლიკანტის საბოლოო შეფასების 100%-ს; საიდანაც 40 % არის პროსპექტუსის წონა, ხოლო 60 % კი - კონკრეტულად გასაუბრების, საიდანაც ვლინდება თუ რა ცოდნისა და უნარების მატარებელია აპლიკანტი.
ცოდნა და გაცნობიერება
უნარები
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებული(ს) :
სიღრმისეულად და კრიტიკულად იაზრებს სოციალურ მუშაობაში არსებულ თეორიებს და თანამედოვე მიდგომებს;
ეფექტურად იყენებს სოციალური მუშაობის სფეროში დაგროვებულ თეორიულ ცოდნასა და უნარებს კვლევის დამოუკიდებლად ჩასატარებლად;
მაღალი პროფესიონალისზმის დემონსტრირებით ეფექტურად გეგმავს, ატარებას კვლევას და კრიტიკულად აანალიზებს კვლევის შედეგებს, რომელიც მიმართულია სფეროს ახალი ცოდნითა და მიდგომებით გამდიდრებაზე;
კრიტიკულად, სისტემურ ჭრილში აანალიზებს სხვადასხვა ფაქტორის გავლენას ადამიანის სოციალურ ფუნქციონირებაზე: თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სქესს, ასაკს, კლასობრივ კუთვნილებას, სექსუალობას, შეზღუდულ შესაძლებლობებსა და სოციალურად სტრუქტურირებული განსხვავებების სხვა ფორმებს ადამიანის განვითრებასა და სოციალურ ფუნქციონირებაზე. აქტიურად იყენებს ამ ცოდნას როგორც კვლევის დაგეგმვისას, ისე პრაქტიკული საქმიანობისას;
დემონსტრირებს ჰოლისტური პრაქტიკის უნარ-ჩვევებს, რომელიც ინდივიდებს განიხილავს პლურალისტური საზოგადოების ფართო კონტექსტში;
ეფექტურად იყენებს პროფესიულ სტანდარტებს, ემპირიული სოციალური კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევებს - შეუძლია თანამედროვე ემპირიული კვლევის მეთოდების ადეკვატური გამოყენება სხვადსხვა სოციალური პრობლემის შესასწავლად, გამოყენებული ინტერვენციებისა და განხორციელებული პროგრამების შესაფასებლად, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებების დასადგენად და სხვ.
პროფესიულ დონეზე მონაწილეობს სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განსაზღვრაში სოციალური პროგრამების ინიცირების და პროფესიული სტანდარტების შემუშავების მიმართულებით;
მოქმედებს პროფესული ეთიკის შესაბამისად და ხელმძღვანელობს სოციალური მუშაობის ფუნდამენტური ღირებულებებით; აცნობიერებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას როგორც კლიენტების, ისე კოლეგების, დამქირავებელი ორგანიზაციისა, აკადემიური თემისა და ზოგადად, საზოგადოების წინაშე;
აცნობიერებს ქსენოფობიური და ეთნოცენტრისტული დამოკიდებულებების შეუსაბამობას სოციალურ მუშაობასთან და აღიარებს განსხვავებებისა და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობას - ამ მიდგომას იყენებს პრაქტიკული, პედადოგიური და კვლევითი საქმიანობისას, პატივს სცემს სოციალურ თანასწორობას და მოქმედებს შესაბამისად;
როგორც მკვლევარი, უარყოფს პლაგიატს და მოქმედებს კვლევის ეთიკური სტანდარტების სრული დაცვით.
დასაქმების სფეროები
სოციალური მუშაობის დოქტორანტურის კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იქნება როგორც აკადემიურ/სამეცნიერო სფეროში საქმიანობის ისე პრაქტიკის კეთების თვალსაზრისით. სოციალური მუშაობის დოქტორს შეუძლია დაიკავოს ძირითადი მენეჯერული პოზიციები ყველა იმ სახელმწიფო თუ კერძო სააგენტოში, რომლებიც სოციალურ სერვისს ახორციელებს სხვადასხვა სფეროში (ბავშვთა კეთილდღეობა, პენიტენციალური სისტემა, უნარშეზღუდულთა რეაბილიტაცია, მოხუცებზე ზრუნვა, ნარკომანთა და აივ/შიდსით ინფიცირებულთა ადაპტაცია დასხვ.).
იმ პირობებში, როდესაც სოციალური სამუშაო ხდება რეგულირებადი პროფესია, ე.ი. ექცევა სახლმწიფოს პატრონაჟის ქვეშ, მოთხოვნა სოციალურ მუშაკებზე სულ უფრო გაიზრდება, რაც, ცხადია, დასაქმების გაცილებით უკეთეს გარემოს შექმნის.
დოქტორანტურის კურსდამთავრებული (დისერტაციის დაცვის შემთხვევაში) უფლებამოსილია მიღოს მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.