საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ესპანისტიკა / Spanish Studies
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ესპანისტიკის ბაკალავრი / Bachelor of Spanish Studies
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მარინე კობეშავიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ესპანური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ძირითადი სპეციალობის დაუფლების უპირველესი და განმსაზღვრელი მიზანია სტუდენტს კომპლექსურად შეასწავლოს ესპანური ენა, ენის თეორია და ესპანური ლიტერატურის ისტორია. პროგრამის მიზანია, ესპანური ფილოლოგიის დარგში ფართო და ზოგადი ცოდნის ფონზე, მოამზადოს იმ დარგობრივი კომპეტენციებითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტი, რაც მას შემდგომში გაუადვილებს დასაქმებასა და საზოგადოების წარმატებულ წევრად ქცევას. პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა მთელი რიგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საფუძვლებში; შეასწავლოს რომელიმე ევროპულ უცხო ენა და რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ამ მიზნების მისაღწევად პროგრამა ემყარება და აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციებს, სადაც ზოგადად ფილოლოგიური დისციპლინების, კერძოდ კი დასავლეთ ევროპის ენების სწავლება, შესწავლა და ზოგადფილოლოგიური კომპეტენციების დაუფლება მნიშვნელოვან დარგად მოიაზრებოდა უნივერსიტეტის დაარსების პირველი დღეებიდანვე.
ესპანური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, მასში ჩართული აკადემიური პერსონალი და მასწავლებლები ითვალისწინებენ ამ დარგში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და მსოფლიო სასწავლო და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას, ესპანური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა თავისი სასწავლო კომპონენტით მიზნად ისახავს მოიცვას დარგის ფართო ცოდნა და ბაკალავრის მომზადებისას გაითვალისწინოს ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნები, აგრეთვე უზრუნველყოს საკუთარი კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტზე ორიენტირებული, კომპლექსური სწავლება მიზანმიმართულია სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ, მისთვის პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეთიკური იდეალების, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების გამომუშავებისკენ; კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრის განვითარების, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდებში ეროვნულ–ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისაკენ.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ესპანური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული სასწავლო დისციპლინების მასალის ათვისების საფუძველზე ფილოლოგიის ბაკალავრს ესპანური ფილოლოგიის სპეციალობით გააჩნია ზოგადად, ფილოლოგიისა და კერძოდ, ესპანური ფილოლოგიის დარგობრივი სფეროს ფართო და კომპლექსური ცოდნა, ფლობს სათანადო ტერმინოლოგიას და დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდებს; გაცნობიერებული აქვს ესპანური ფილოლოგიის დარგის მოცულობა, იცნობს სასპეციალიზაციო დარგობრივი სფეროს მთავარ პრინციპებს, თეორიებსა და კონცეფციებს; დაუფლებულია სასპეციალიზაციო ენას (ესპანურ ენას), ფლობს რომელიმე ევროპულ უცხო ენას სულ მცირე A2 დონეზე საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის დონეთა განმსაზღვრელი ჩარჩოს მიხედვით, იცის რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის (საკუთარი არჩევანის მიხედვით).
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: ფილოლოგიის ბაკალავრს ესპანური ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია ესპანური ფილოლოგიის დარგობრივ სფეროში კომპლექსური პრობლემების ამოცნობა/ იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა დარგის ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების გამოყენებით წყაროების დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. პროგრამით მიღებული შესაბამისი ფართო ჰუმანიტარული ცოდნის, უნარების საფუძველზე აქვს ლინგვისტური, ლიტერატურული და ისტორიული პროცესების ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი; ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების განზოგადებისა და ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი.
ფილოლოგიის ბაკალავრს ესპანური ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია ესპანური ენის პრაქტიკული გამოყენება პროგრამის მიერ დასახული დონის ფარგლებში მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს საუბრის თავისუფლად წარმართვის უნარ-ჩვევები, ამ ენებზე სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვის, მოსმენის, გაგების, თარგმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და რეპროდუქციის უნარი. შეუძლია პროფესიულ საქმიანობაში ან შემდგომი სწავლის პროცესში ამ ენის ეფექტურად გამოყენება.
დასკვნის უნარი: ფილოლოგიის ბაკალავრს ესპანური ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, განყენებული მონაცემებისა და /ან სიტუაციების ანალიზი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და მკაფიო არგუმენტებით დასაბუთება; დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა; აქვს პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური დახმარების პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი. მინიმალური ზედამხედველობის /ხელმძღვანელობის პირობებში მას ასევე შეუძლია აბსტრაქტული მონაცემებისა და კონცეფციების საჭიროებისამებრ ტრანსფორმაცია და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. შეუძლია მონაცემთა ინტერპრეტაცია, კრიტიკული შეფასება, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბება; სასპეციალიზაციო სფეროში კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო ცოდნისა და მეთოდების გამოყენება.
კომუნიკაციის უნარი: ფილოლოგიის ბაკალავრს ესპანური ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია დისკუსიაში პროფესიულ დონეზე მონაწილეობა და აკადემიური ან კვლევითი პროექტის დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება. მას შეუძლია ასევე თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება, მათ შორის დარგობრივ სფეროში; შეუძლია პროფესიულ კონტექსტში სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში მონაწილეობა.
ფილოლოგიის ბაკალავრს ესპანური ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია მაპროფილებელ (ესპანურ) ენაზე გაიგოს კონკრეტული და აბსტრაქტული თემების მქონე რთული, ფართო სპექტრის ტექსტების არსებითი შინაარსი, მას ესმის თავისი სპეციალობის სფერო და შეუძლია დარგობრივი დისკუსიის წარმართვა; შეუძლია სპონტანური და შეუფერხებელი საუბარი, ნორმალური დიალოგის წარმართვა ენის მატარებელთან; შეუძლია მკაფიოდ, თავისუფლად და დეტალურად ისაუბროს სხვადასხვა თემებზე, განმარტოს გარკვეული აქტუალური საკითხისადმი დამოკიდებულება და მიუთითოს სხვადასხვა შესაძლებლობების უპირატესობები და ნაკლოვანი მხარეები. შეუძლია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების გამოყენება; შეუძლია წერილობით მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი აზრები და შეხედულებები სხვადასხვა თემებზე; შეუძლია ანგარიშის, საქმიანი წერილის, მოთხრობისა და სხვადასხვა ტიპის ესეს დაწერა, არგუმენტების მოყვანა სხვადასხვა შეხედულებების საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.
სწავლის უნარი: ფილოლოგიის ბაკალავრს ესპანური ფილოლოგიის სპეციალობით აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია სამუშაოს დაწყებამდე სამუშაოს შესრულების გეგმის შედგენა, პრიორიტეტების გამოყოფა, მუშაობის პროცესში საჭირო რესურსების უზრუნველყოფა და გამოყენება, შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით; საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; შეუძლია დამოუკიდებელი მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში. მას აქვს განვითარების - განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა და უნარი.
ღირებულებები: ფილოლოგიის ბაკალავრს ესპანური ფილოლოგიის სპეციალობით კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიური პატიოსნებისა და კოლეგიალობის სტანდარტებს; ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას. მას აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
დასაქმების სფეროები
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ესპანური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ფილოლოგიის ბაკალავრი ესპანური ფილოლოგიის სპეციალობით მზადდება, როგორც ფართო პროფილის სპეციალისტი ესპანური ფილოლოგიის დარგში სათარჯიმნო, სამუზეუმო, სარედაქტორო, სარეფერენტო და მხატვრულ-კრიტიკული საქმიანობისათვის. შრომით ბაზარზე ის შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, ტურისტულ ფირმებში, მთარგმნელობით ბიუროებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებში, სხვადასხვა კომპანიებში ყველა იმ თანამდებობაზე, რომელიც გათვალისწინებულ იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტთათვის;