ავტორი ევგენი ლანსერე.
მასალა: მუყაო, აკვარელი, ტუში.
25X34
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IVANE JAVAKHISHVILI TBILISI STATE UNIVERSITY
Website is working in a trial mode
(Old version)სოფლის ცენტრში, გზაჯვარედინზე გზის ნაპირზე ჩამომსხდარი ხუთი ქალი. შავი, თეთრი, მოყავისფრო ტონები. ჩასმულია ნაცრისფერ პასპარტუში მინის ქვეშ. ავტორი ნატა ფალავანდიშვილი.
30X40
მასალა: მუყაო, შერეული ტექნიკა.
ავტორი ს. კენჭაძე, შესრულებულია 1979 წელს. სურათზე გამოსახულია თუნგი, თიხის ქოთანი და მინის ხუფიანი ბოთლი. ტონალობა შავი, იისფერი, თეთრი, ლურჯი.
ჟანრი: ყოფით, აღწერა! ნაცრისფერი, ლურჯ და ყავისფერებში გადაწყვეტილი ლანდშაფტი. ძველის სათაყვანებელი, ახლის მოლოდინი. გასცქერის ჰორიზონტს სავარძელში მჯდომი. მოლოდინს მისი მყარ ჯდომასა და შეგრძნებას დიდი შიშველი ტერფი გამოხატავს. ავტორი გოგი ხუციშვილი. 1981 წ.
შექმნილი ვაჟა-ფშაველას თხზულებათა კრებისათვის შვიდი კომპოზიცია. მოტავსებულია ნაცრისფერ ფონზე. მინის ქვეშ ერთ ჩარჩოში. ავტორი ელგუჯა ამაშუკელი. წარწერით: ,,ვუძღვნი ვაჟა ფშაველას კაბინეტს". ე. ამაშუკელი.
შავ ფონზე მომწვანო თეთრი, ღია ყავისფერი გუაშით. შექმნილია ორი ესკიზი. სურათები ჩასმულია მინის ქვეშ, ერთ ჩარჩოში. 1962 წ. ავტორი ი. სუმბათიშვილი. ვაჟა ფშაველას კაბინეტს უსახსოვრა თეატრმცოდნე ნ. ურუშაძემ 1962 წლის დეკემბრეში.
სოფლისკენ მიმავალ გზაზე დგას მამაკაცი.მწვანეში ჩაფლული სოფლის ბოლოს, ბურუსში. გამოკრთის სინათლე, თეთრი ლაქა, რომელიც ქალის ფიგურაა (იმედი) სანთლით ხელში, ფერი მწვანე. ავტორი შალვა მანჯგალაძე. 1984 წ.
პეიზაჟი. წინა პლანზე მოსავლის აღების სცენაა. კომპოზიცია შეკრულია მამაკაცების და ქალების ფიგურებით. მოყავისფრო, მოშავო. ავტორი რ. კაკაბაძე. 1977 წ.
მასალა: ტილო-ზეთი.
პეიზაჟი. მთის და ტყის შუაგულში მიედინება წყარო, დაბურულ ხეებში. წინა პლანზე გამოსახულია ირემი. შავ-თეთრი. 1962 წელი. ავტორი ე. ახვლედიანი.
ვაჟა ფშაველას მოთხრობის ილუსტრაცია. სურათის უკანა პლანზე გამოსახულია დედა ბოძი. წინა პლანზე ორი ფიგურა, ქალისა და კაცის დატირება. მონაცრისფრო, თეთრი ტონები. ავტორი ე. ახვლედიანი. 1962 წ.
პეიზაჟი. წინა პლანზე, ბორცვზე სხედან ახალგაზრდები ზურგჩანთით და ფოტოაპარატით. მწვანე, ლურჯი, ყავისფერი და მოიისფრო ფერები. ავტორი რ. სტურუა.
რიკულებიან აივანზე სხედან: ლუარსაბი და დარეჯანი, ნაცრისფერი პასპარტუთი, შესრულებულია ფანქარში, ჩასმულია მინის ქვეშ. ტონალობა შავ-თეთრი. ავტორი დიმიტრი ერისთავი.