Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მუზეუმის ექსპონატები
ინვეტორის ნომერი
გამოკვლევა

პროფესორ აბულაძის კვლევა ქართულ ენაზე აღმოსავლეთ ენების ზეგავლენის შესახებ. მოხსენებულია მოსე ჯანაშვილი. დედანი, ხელნაწერი, არასრული, 1 ფურცელი-უთარიღო. შემოიტანა იუზა აბულაძემ.

სტატია

პროფესორ ი. აბულაძის ქართული ენის ეთნოგენეზისის შესახებ. მოხსენებული არიან: ქართველი და უცხოელი მეცნიერები. დედანი, ხელნაწერი. არასრული. 1 ფურცელი. უთარიღო. შემოიტანა იუზა აბულაძემ.

კვლევა

პროფესორ ი. აბულაძის არასრული ფრაგმენტი ქართული ანბანის ისტორიის შესახებ. დედანი, ხელნაწერი, არასრული. 1 ფურცელი. უთარიღო. შემოიტანა იუზა აბულაძემ.

წერილი

პროფესორ ი. აბულაძის პასუხი მოსე ჯანაშვილის კრიტიკულ შენიშვნებზე. დედანი, ხელნაწერი. არასრული, 1 ფურცელი. უთარიღო. შემოიტანა იუზა აბულაძემ.

გამოკვლევა

პროფესორ ი. აბულაძის გამოკვლევა სპარსეთის კულტურისა და მაზდუანობის გავლენა საქართველოსა და სომხეთზე.

სარესტავრაციო.

ხელნაწერი

პროფესორ ი. აბულაძის მიერ შედგენილი გეგმა. რაც შეიცავს ფირდოუსის ,,შაჰ-ნამუ ანუ მეფეთა წიგნი". ნახსენები არიან: ფირდიუსი, ნიკო მარი და ალექსანდრე ხახანაშვილი. დედანი, ხელნაწერი რუსულ და ქართულ ენაზე. არასრული. 26 ფურცელი, უთარიღო. შემოიტანა იუზა აბულაზემ.

ხელნაწერი

პროფესორ ი. აბულაძის სპარსულ პოეზიაში არსებული სტროფის აგებულების თავისებურებების შესახებ, რომელიც დამყარებულია მარცვალთა რაოდენობაზე. დედანი, ხელნაწერი შესრულებულია ქართულ და სპარსულ ენებზე. არასრული. 8 ფურცელი, უთარიღო. შემოიტანა ი. აბულაძემ. 

ფრაგმენტი გამოკვლევიდან

პროფესორ ი. აბულაძის კვლევები სპარსული ენის ასო-ბგერათა თავისებურებების შესახებ. დედანი, ხელნაწერი. არასრული, 4 ფურცელი. უთარიღო.

ხელნაწერი

პროფესორ ი. აბულაძის ხელნაწერი (მოყვანილია ნაწყვეტი პოემიდან, სავარაუდოდ არჩილ მეფის კალამს უნდა ეკუთვნოდეს) დედანი, ხელნაწერი, არასრული 7 ფურცელი. უთარიღო.

სარესტავრაციო.

 

ხელნაწერი

პოემის საიუბილეოდ გამოცემასთან დაკავშირებით ტექსტის დასაზუსტებლად. დედანი, ხელნაწერი, არასრული, 102 ფურცელი, უთარიღო.

ფრაგმენტი ხელნაწერისა

პროფესორ ი. აბულაძის ხელნაწერის ფრაგმენტი, საქართველოს უძველესი საერო და სასულიერო მწერლობის თაობაზე. დედანი, ხელნაწერი, არასრული, 1 ფურცელი. უთარიღო. 

სარესტავრაციო.

გამოკვლევა

პროფესორ ი. აბულაძის გამოკვლევა ( სავარაუდოდ ,,როსტომიანის") ხელნაწერების ერთმანეთთან შედარების თაობაზე. დედანი, ხელნაწერი. არასრული 1 ფურცელი, უთარიღო.

ხელნაწერი

პროფესორ ი. აბულაძის განმარტება ერთ-ერთი ხელნაწერის დასათაურების თაობაზე. დედანი, ხელნაწერი, არასრული 1  ფურცელი-უთარიღო. შემოიტანა ი. აბულაძემ. 

ხელნაწერი

პროფესორ ი. აბულაძის ხელნაწერი, რსტომიანისა და ,,შაჰმანეს" შორის პარალელების გავლების შესახებ. დედანი, არასრული,    1 ფურცელი, უთარიღო. შემოიტანა ი. აბულაძემ.

ხელნაწერი-სტატია

პროფესორ ი. აბულაძის სტატია სპარსული სიტყვის ,,ბაბრაბიანის" განმარტების შესახებ. დედანი, ხელნაწერი შესრულებულია შავი მელნითა და ფანქრით. არასრული ორი ფურცელი, უთარიღო. შემოიტანა იუზა აბულაძემ.

ხელნაწერი

პროფესორ ი. აბულაძის ხელნაწერი საქართველო-სპარსეთის ურთიერთობის შესახებ მეოთხე საუკუნეში. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით დედანი, ხელნაწერი, არასრული, 2 ფურცელი. უთარიღო. შემოიტანა ი. აბულაძემ.

ნაშრომი

პროფესორ ი. აბულაძის ნაშრომი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის" სტროფების განმარტების თაობაზე-ლექსიკონი. დედანი, ხელნაწერი შესრულებულია პასტითა და ფანქრით. არასრული 20 ფურცელი. უთარიღო. შემოიტანა ი. აბულაძემ.

სტატია

პროფესორ ი. აბულაძის ნაწყვეტი სტატიიდან, როსტომიანის გადამწერთა შესახებ. დედანი, ხელნაწერი, არასრული 1 ფურცელი. უთარიღო. შემოიტანა იუზა აბულაძემ.

წერილი

პროფესორ იუსტინე აბულაძის წერილი ,,ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენის მიზნით. მასში არსებული ჩანართებისა და პარალელების კვლევისა და ხელნაწერთა შეჯიბრების თაობაზე. დედანი, ხელნაწერი. 3 ფურცელი-უთარიღო.

წერილი

პროფესორ ა. აბულაძის წერილი ,,ვეფხისტყაოსანი" 22-ე გამოცემასთან დაკავშირებით. დედანი, ხელნაწერი. სრული 6 ფურცელი. უთარიღო. შემოიტანა შვილიშვილმა ი. აბულაძემ.