Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მუზეუმის ექსპონატები
ინვეტორის ნომერი
,,მთამსვლელი"

თეთრ-ცისფერ ფონზე გამოსახულია თოვლიანი მთები. მწვერვალზე დგას მამაკაცი წერაქვით ხელში. ავტორი გოგი თოთიბაძე. შექმნის თარიღი 1949 წელი.

ზეთი, ტილო. 107X106

პლანშეტი ,,ქართული ანბანი"

ქართულ-ნუსხური (დეკორატიული) შრიფტი. თითოეული ასო გამოცალკევებული და მოჩუქურთმებულია. კოლორი, თეთრი, ოქროსფერი, შავი. ავტორი ბიჭიაშვილი. შექმნილია 1977 წ.

ესკიზი

ფორმატი დატვირთულია მრავალფიგურებიანი კომპოზიციებით. ავტორი ლევან ცუცქირიძე.

ქაღალდი, ტუში, ფანქარი. 

68X84

ხელნაწერი

თსუ-ს პროფესორ იუსტინე აბულაძის ხელნაწერი ერთ-ერთი ნაწარმოების ეპიზოდისა. სავარაუდოდ ფრანგული ლიტერატურის ნიმუში უნდა იყოს. დედანი, ხელნაწერი, სამი ფურცელი, უთარიღო.

ხელნაწერი

პროფესორ იუსტინე აბულაძის ხელნაწერი ,,როსტომიანის" ერთი მონაკვეთის შესახებ. დედანი, ხელნაწერი, არასრული, 1 ფურცელი. უთარიღო.

ხელნაწერი

პროფესორ იუსტინე აბულაძის ხალნაწერი ფრაგმენტი ,,ვეფხისტყაოსნის" გამოკვლევის შესახებ. დედანი, ხელნაწერი, შავი მელანი და ფანქარი, არასრული, 3 ფურცელი, უთარიღო.

პროფესორ იუსტინე აბულაძის-ქვემო იმერეთში

საწერეთლოში მოგზაურობის შესახებ. დედანი, ხელნაწერი. არასრული, 1 ფურცელი.

ბარათი (პირადი ხასიათის)

პროფესორ იუსტინე აბულაძის ბარათი ნინისადმი დედანი, ხელნაწერი, ორი ფურცელი, უთარიღო.

სარესტავრაციო.

ბარათი (პირადი ხასიათის)

პროფესორ იუსტინე აბულაძის ბარათი ნინისადმი დედანი, ხელნაწერი, ორი ფურცელი, უთარიღო.

სარესტავრაციო.

წერილი

პროფესორ იუსტინე აბულაძის-ბასილ ზაიზმცს, გიორგი მერჩულესა და გ. მთაწმინდელის შესახებ. დედანი, ხელნაწერი, არასრული, 1 ფურცელი, უთარიღო. 

სარესტავრაციო.

გამოკვლევა (პროფესორ იუსტინე აბულაძისა)

ქართული ენის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობისა და მისი გავლენის შესახებ, ოსურ და აფხაზურ ენებზე.

სარესტავრაციო.

გამოკვლევა (ი. აბულაძისა)

სახელი როსტომის ეტიმოლოგიური კვლევის შესახებ, ბერძნულ და ქართულ მითოლოგიაში.

დედანი, ხელნაწერი. შავი და იისფერი ფანქარი, 2 ფურცელი, უთარიღო.

იუსტინე აბულაძის მოსაზრება

,,როსტომიანის" ავტორის ვინაობის დადგენის შესახებ. დედანი, ხელნაწერი, არასრული, 1 ფურცელი. უთარიღო.

იუსტინე აბულაძის მოსაზრება

ა. სარაჯიშვილის მიერ პოემა ,,ვეფხისტყაოსნის" ყალბი სტროფებისაგან (ჩანართებისგან) გაწმენდის თაობაზე.

დედანი, ხელნაწერი, არასრული, 1 ფურცელი, უთარიღო.

სარესტავრაციო.

წერილი

პროფესორ იუსტინე აბულაძისა და ერთ-ერთი სახელოვანი მეცნიერის დასაცავად. (გვარი მითითებული არ არის), მასზე არსებულ კრიტიკასთან დაკავშირებით დედანი, ხელნაწერი, არასრული, 1 ფურცელი, უთარიღო.

სარესტავრაციო.

განმარტებითი ლექსიკონი

იუსტინე აბულაძის მიერ შედგენილი ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი, რომელიც , გვხვდება ,,ვეფხისტყაოსანსა" და ,,როსტომიანში",. დედანი, ხელნაწერი, არასრული, 7 ფურცელი. უთარიღო.

სარესტავრაციო.

პროფესორ იუსტინე აბულაძის მოსაზრება

შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის გადამწერთა შესახებ, კერძოდ (ნ. ციციშვილისა და მისი გამგრძელებლების ხელნაწერები).

სარესტავრაციო.

პროფესორ იუსტინე აბულაძის კომენტარი

ბაჰრამ გურიანის ხელნაწერის შესახებ. შემოიტანა იუზა აბულაძემ.

სარესტავრაციო.

კვლევა

პროფესორ იუსტინე აბულაძე ფირდოუსის ,,შაჰმანეს" ქართული და სპარსული რედაქციების შედარებითი კვლევის თაობაზე. დედანი, ხელნაწერი, 1 ფურცელი, უთარიღო. შემოიტანა იუზა აბულაძემ.

სარესტავრაციო.

ხელნაწერთა საძიებელი

პროფესორ აბულაძის მიერ შედგენილი ,,როსტომანის" ხელნაწერთა საძიებელი (დადიანისეული, ორბელიანისებური, ზააქიანის რედაქციებისა). დედანი, ხელნაწერი, არასრული, 1 ფურცელი. 1918 წელი. 30X11. შემოიტანა იუზა აბულაძემ.