Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

TSUBOTS 2025 - საბრძოლო რობოტების სტუდენტური ჩემპიონატი

2025 წლის 21 დეკემბერს სტუდენტური ინჟინერიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ ღონისძიება - TSUBOTS 2025 გაიმართება.

 

TSUBOTS არის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული სტუდენტური ჩემპიონატი, სადაც მონაწილეები საკუთარი ხელით შექმნილი საბრძოლო რობოტებით ეჯიბრებიან ერთმანეთს სპეციალურად მოწყობილ რკინის არენაში. ღონისძიება აერთიანებს ტექნიკურ შემოქმედებითობას, ინჟინერულ სიზუსტესა და სანახაობრივ შეჯიბრს, რაც მონაწილეებსა და მაყურებელს საშუალებას აძლევს საბრძოლო რობოტების შექმნის პროცესს პრაქტიკულად გაეცნონ.

 

ღონისძიება განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ინჟინერიით, პროგრამირებით, ტექნოლოგიებითა და თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციებით. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერ მსურველებს.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

Facebook ღონისძიების ლინკი.

 

TSUBOTS 2025 ტარდება თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის, თსუ ინოვაციური ტექნოლოგიების კლუბის, Clevertone-ის, Edison Store-ის, Georgian Robotics Association-ის (GRA) და HIGGS - AI Talent Club-ის მხარდაჭერით.

თარიღი: 03/12/2025