სამრეწველო ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორი Fabrication Laboratory (FabLab) - არის სრულიად ინოვაციური დაწესებულება ქართულ რეალობაში. მისი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
სამრეწველო ლაბორატორია, რომელიც, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა, თსუ-ის სტუდენტებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შექმნან სასურველი პროდუქციის პროტოტიპები და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი მცირე/მიკრო ბიზნესისა თუ სტარტაპის დასაწყებად.
FabLab TSU - სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნესანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, მუშაობას გრაფიკოსებსა და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან.
ფაბლაბში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები; შემდეგ კი მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით შექმნან პროდუქტის პროტოტიპები.
მისამართი: თბილისი, თსუ-ის მე-10 (მაღლივის) შენობა, უნივერსიტეტის ქუჩა N2, მე-3 სართული
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ მნათობიშვილი
ელ.ფოსტა: nikoloz.mnatobishvili@tsu.ge
ტელეფონი: +995558243343;
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/FabLabTSU/