- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ერაზმუს მუნდუსის სამოქმედო გეგმა 2
ერაზმუს მუნდუსი მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ევროპისა და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს შორის აკადემიური თანამშრომლობისა და მობილობის სტიპენდიების საშუალებით. ერაზმუს მუნდუსის სამოქმედო გეგმა 2 წარმოადგენს უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობისა და მობილობის ფორმატის პროგრამას, რომელიც შეიქმნა ევროპის საგრანტო თანამშრომლობის ოფისის მიერ და ხორციელდება განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) მხრიდან. პროგრამის ძირითადი მიზანია გაზარდოს სტუდენტებისთვის კარერული წინსვლის შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის კულტურათაშორის ურთიერთგაგებას.
თსუ 2007 წელს შეუერთდა ერაზმუს მუნდუსის სამოქმედო გეგმა 2-ის უნივერსიტეტების ლიგას და წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებდა უდიდესი კონსორციუმის მონაწილეობით განხორციელებულ 6 პროექტში, რომელთაგან 2 პროექტის თანაკოორდინატორი გახლდათ თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი. აღნიშნულ პროექტებში თსუ-ის ჩართულობამ წარმოშვა სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის ახალი შესაძლებლობები. სახელდობრ, ერაზმუს მუნდუსის სამოქმედო გეგმა 2-ის პროექტებმა ხელმისაწვდომი გახადა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული მობილობის სტიპენდიები, სხვადასხვა პარტნიორობის ფარგლებში შემავალი ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში.
თსუ მონაწილეობდა ქვემოთ მითითებულ შემდეგ პროექტებში: