- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
თანამშრომლობა ტეხასის უნივერსიტეტთან დალასში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტეხასის უნივერსიტეტთან დალასში (University of Texas at Dallas - UTD) თანამშრომლობით ახორციელებს პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
პროექტის მიზანია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და ეკონომიკის მიმართულებით დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა, მათი კვლევითი და აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამა განკუთვნილია საქართველოში აკრედიტებული საჯარო კვლევითი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და უსდ-ების ადრეული კარიერის აკადემიური პერსონალისთვის რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ კვლევითი და აკადემიური წერის უნარები ინტენსიური სასწავლო სასწავლო პროგრამის მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პროგრამაში მონაწილეობა ზრდის აპლიკანტების კვლევების შედეგების გამოქვეყნების შესაძლებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ ჟურნალებში და აქცევს მათ აქტიურ მენტორებად თავიანთი მომავალი სტუდენტებისთვის.
8-კვირიანი, სრულად დაფინანსებული პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეების პროფესიული და აკადემიური უნარების გაღრმავებას და მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის:
- ინგლისური ენის ორკვირიან ინტენსიურ კურსებს, რაც ხელს უწყობს ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო აკადემიურ გარემოში ადაპტაციას;
- აკადემიური და საგრანტო განაცხადების წერის უნარების სწავლებას, რაც აუცილებელია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისთვის;
- სადისერტაციო თემის მომზადებას, რაც მონაწილეებს ეხმარება თავიანთი კვლევითი საქმიანობის სისტემატიზებასა და განვითარებაში;
- აკადემიური საზოგადოების წინაშე წარდგენის ტექნიკის სწავლას, რაც აუმჯობესებს მონაწილეების კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარებს;
- და სხვა აქტივობებს, რომლებიც მიმართულია პროფესიული ქსელის გაფართოებასა და მონაწილეების კარიერული განვითარების ხელშეწყობისკენ.
პროგრამა ფოკუსირებულია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე:
- ბიოლოგია
- ბიზნესი / მენეჯმენტი
- გეოგრაფია / GIS
- გეოლოგია
- ეკონომიკა
- ელექტრო ინჟინერია
- კომპიუტერული მეცნიერება
- ფიზიკა
- ქიმია
- წყლის მეცნიერება/ინჟინერია
2022-2024 წლებში თანამშრომლობის ფარგლებში, ტეხასის უნივერსიტეტმა დალასში ქართველი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ორი კოჰორტა მიიღო.