სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად:
1. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობა - უნივერსიტეტის ქ. N 11.
2. სულ ვაკანსია 40 ერთეული.
3. დროებით მოწვეულ დამკვირვებლებს ანაზღაურება მიეცემათ დღიურად დარიცხული 38 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.
4. სამუშაო დღეები და საათები განისაღვრება 9:00 - დან 18:00 საათამდე,
გამოცდების პერიოდში შაბათი სამუშაო დღეა.
5. შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტება აპლიკანტთან გასაუბრებისას.
6. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა
და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
7. დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ - examcenter@tsu.ge -2024 წლის 23 მაისიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე
კერძოდ,
ა) პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი;
ბ) CV ქართულ ენაზე;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
8. დამკვირვებლის ფუნქცია-მოვალეობები:
ა) უზრუნველყოს საგამოცდო ფურცლების დარიგება მასზე განპირობებულ სექტორში;
ბ) გააცნოს სტუდენტებს მათი უფლება-მოვალეობები;
გ) დაარიგოს საგამოცდო ბილეთები;
დ) დააკვირდეს გამოცდის მიმდინარეობას მისთვის განსაზღვრულ სექტორში;
ე) აკონტროლოს სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვა;
ვ) პასუხი გასცეს სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკურ შეკითხვებს;
ზ) უზრუნველყოს საგამოცდო ფურცლების ჩაბარება;
თ) უზრუნველყოდს საგამოცდო ნაშრომების გადასცემა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელისათვის.
ბრძანება N155/02-01 - 23/05/2024 წ.