Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩემი ისტორია არა დაბადებით, არამედ გარდაცვალებით დაიწყო...

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

„მე, უბ­რა­ლოდ, გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­უბ­არი და­მეწყო იმ­აზე, რა­საც თავს ვა­რი­დებთ...“ — ამ­ბობს თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ირ­აკ­ლი არ­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში იღ­ებს მო­ნა­წი­ლე­ობ­ას.

 

კონ­კურ­სი — „გახ­დი ბეს­ტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ასა და ნი­ჭი­ერი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, სა­დაც ირ­აკ­ლი არ­იშ­ვილ­მა მოთხრო­ბა — „და­საწყი­სის და­სას­რუ­ლი“ — წა­რად­გი­ნა. მოთხრო­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ახ­ალ­გაზ­რდაა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბას იწყებს. ის ხვდე­ბა იმ­ედ­გაც­რუ­ებ­ას, ტან­ჯვას, ტკი­ვილს, სევ­დას, გა­ნიც­დის დეპ­რე­სი­ას, ემ­პა­თი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი ნე­ბის­მი­ერი ად­ამი­ან­ის გა­გე­ბის უნ­არს აძ­ლევს, მი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი იმ რე­ალ­ობ­ას ას­ახ­ავს, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა.

 

„რაც არ უნ­და გა­საკ­ვი­რი იყ­ოს, მწერ­ლო­ბას არ­ას­დროს ვგეგ­მავ­დი და მეც, რო­გორც ჩვე­ულ­ებ­რი­ვი მკითხვე­ლი, ისე ვტკბე­ბო­დი მხატ­ვრუ­ლი თუ არ­ამ­ხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით. ერთ სა­ღა­მოს თავ­ში ერთ წა­ინ­ად­ად­ებ­ამ გა­მი­ელ­ვა და სწო­რედ ასე იწყე­ბა ჩე­მი წიგ­ნიც — „რაც არ უნ­და გა­საკ­ვი­რი იყ­ოს, ჩე­მი ის­ტო­რია არა და­ბა­დე­ბით, არ­ამ­ედ გარ­დაც­ვა­ლე­ბით და­იწყო“. ამ­ის შემ­დეგ ვწერ­დი ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვფიქ­რობ­დი და ვგრძნობ­დი. ჩე­მი წიგ­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­ას გა­ვუ­ზი­არო ჩე­მი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ის რე­ალ­ობა, რო­მელ­საც ყვე­ლა ყო­ველ­დღი­ურ­ად ვხე­დავთ, ზოგ­ჯერ ვამ­ჩნევთ კი­დეც, მაგ­რამ თავს ვა­რი­დებთ ამ თე­მებ­ზე სა­უბ­არს. მე კი უბ­რა­ლოდ გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­უბ­არი და­მეწყო...“ — ამ­ბობს ირ­აკ­ლი არ­იშ­ვი­ლი.

 

კონ­კურ­სის შე­დე­გად სა­მი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რო­მელ­თაც ჟი­ური და მკითხვე­ლი ერ­თობ­ლი­ვად შე­არ­ჩე­ვენ. ირ­აკ­ლი არ­იშ­ვი­ლის მოთხრო­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა მკითხველს — https://bit.ly/3CbOyY2 — ლინ­კზე გა­დას­ვლის შე­დე­გად შე­უძ­ლია, 1 თე­ბერ­ვალს კი სა­უკ­ეთ­ესო ნაშ­რო­მე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა.