Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყველაზე კავკასიელნი

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ზვი­ად კვი­ცი­ანი მუ­შა­ობს მო­ნოგ­რა­ფი­ულ ნაშ­რომ­ზე: „ყვე­ლა­ზე კავ­კა­სი­ელ­ნი“ (ხალ­ხმრა­ვა­ლი და ოქ­რომ­რა­ვა­ლი სვა­ნე­თი, წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ებ­ის, ან­თრო­პო­ლო­გი­ური, ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი და არ­ქე­ოლ­ოგი­ური მო­ნა­ცე­მე­ბის შუქ­ზე)“. ამ ნაშ­რო­მის მომ­ზა­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია 2011-2021 წლებ­ში თსუ-ის არ­ქე­ოლ­ოგი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული სვა­ნე­თის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო არ­ქე­ოლ­ოგი­ური ექ­სპე­დი­ცი­ები (ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი ზვი­ად კვი­ცი­ანი). სა­ვე­ლე სა­მუ­შაოები, რო­მელ­შიც არ­ქე­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მეს­ტი­ისა და ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ტერ­ტო­რი­აზე. გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული სა­მუ­შაოების შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ქე­ოლ­ოგი­ური ძეგ­ლე­ბი.

 

„თსუ სვა­ნე­თის არ­ქე­ოლ­ოგი­ური ექ­სპე­დი­ცია ატ­არ­ებს სვა­ნე­თის არ­ქე­ოლ­ოგი­ური ძეგ­ლე­ბის/ობი­ექ­ტე­ბის ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ას. ამ ეტ­აპ­ზე უკ­ვე მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 12 თე­მის: ხა­იშ­ის, ჭუ­ბე­რის, ლა­ხა­მუ­ლის, ნაკ­რის, ბე­ჩოს, ცხუ­მა­რის, ფა­რის, მუ­ლა­ხის, წვირ­მის, იფ­არ­ის, კა­ლი­სა და უშ­გუ­ლის 950-მდე კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ული ძეგ­ლია აღ­რიცხუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის გარ­და, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სვა­ნე­თის სხვა არ­ქე­ოლ­ოგი­ური მო­ნა­პოვ­რე­ბი, რო­მელ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი კვლავ მო­სახ­ლე­ობ­აშია გაბ­ნე­ული და შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­თი ოფ­იცი­ალ­ური შეს­ყიდ­ვა. გა­სულ წლებ­ში ჩვენს მი­ერ მო­სახ­ლე­ობ­ის­გან შე­ვის­ყი­დეთ 3500 ლა­რის 25-ზე მე­ტი უნ­იკ­ალ­ური არ­ტე­ფაქ­ტი, რო­მე­ლიც სვა­ნე­თის ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში და­იდ­ეს ბი­ნას.

 

სვა­ნე­თი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერ­თა­დერ­თი მა­ღალ­მთი­ანი რე­გი­ონია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც დღემ­დე ყვე­ლა­ზე ცოცხლად და კომ­პაქ­ტუ­რად შე­მოგ­ვი­ნა­ხა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ალ­ური და სუ­ლი­ერი ძეგ­ლე­ბი: შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ორ­იგ­ინ­ალ­ური არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ფერ­წე­რი­სა და ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის, ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა და ხალ­ხუ­რი რეწ­ვის იშ­ვი­ათი ნი­მუ­შე­ბი, ძირ­ძვე­ლი ენა, უძ­ვე­ლე­სი მუ­სი­კა­ლუ­რი და ზე­პირ­სიტყვი­ერი ფოლ­კლო­რი, რე­ლი­გი­ურ-მი­თო­ლო­გი­ური რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნე­ბი და რი­ტუ­ალ­ები, ად­ათ­ობ­რი­ვი სა­მარ­თლი, მა­ღა­ლი მო­რა­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­ური და ყო­ფი­თი ტრა­დი­ცი­ები. უკ­ან­ას­კნე­ლი 10 წლის მან­ძილ­ზე სვა­ნეთ­ში, თსუ სვა­ნე­თის არ­ქე­ოლ­ოგი­ური ექ­სპე­დი­ცი­ის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული სა­ვე­ლე-არ­ქე­ოლ­ოგი­ური კვლე­ვა-ძი­ებ­ის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა ეპ­ოქ­ებ­ის ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი, სა­მა­როვ­ნე­ბი, სამ­თა­მად­ნო და მე­ტა­ლურ­გი­ული ობი­ექ­ტე­ბი და სა­კულ­ტო ძეგ­ლე­ბი; აღ­მო­ჩე­ნი­ლია ათ­ას­ობ­ით ნივ­თი­ერი მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­ში­აც ას­ახ­ულია სა­ზო­გა­დო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის თით­ქმის უწყვე­ტი სუ­რა­თი, ქვის ხა­ნი­დან მო­კი­დე­ბუ­ლი — შუ­ასა­უკ­უნე­ებ­ის ჩათ­ვლით“, — ამ­ბოს ზვი­ად კვი­ცი­ანი.