Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქალის ახალი როლი და ახალი განზომილება ახალ სახელმძღვანელოში

რო­გორ პა­სუ­ხობს ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ება გა­ერ­ოს რე­ზო­ლუ­ცი­ას

 

ახ­ალ­მა დრომ მო­იტ­ანა გენ­დე­რის და ქა­ლის ცნე­ბის ახ­ლე­ბუ­რი გა­გე­ბა ომ­სა და შეიარაღებულ კონ­ფლიქ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში. „ქა­ლი არ­ის არა მხო­ლოდ მსხვერ­პლი ამ სი­ტუ­აცი­ებ­ისა, არ­ამ­ედ – აქ­ტო­რიც, რო­მე­ლიც იძ­ულ­ებ­ულია ჩა­ერ­თოს არა მხო­ლოდ თა­ვი­სი ოჯ­ახ­ის გა­დარ­ჩე­ნის, არ­ამ­ედ ომ­ის და კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და გა­დაჭ­რის, ას­ევე ომ­ისა და შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტით და­ზი­ან­ებ­ული სა­ზო­გა­დო­ებ­ის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში“, — ამ­ბობს კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე. სწო­რედ მი­სი ხედ­ვე­ბი და კონ­ცეპ­ტუ­ალ­ური მიდ­გო­მე­ბია შე­სუ­ლი ახ­ალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში — „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბა“, რომ­ლის ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­აც 30 მარ­ტს გა­იმ­არ­თა.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე, რაც მოხ­და მსოფ­ლი­ოში და ჩვენ­შიც, რაც სა­თა­ნა­დოდ აის­ახა ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ახ­ალ ვერ­სი­აში, არ­ის ის, რომ პოს­ტკონ­ფლიქ­ტუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­ას ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი იღ­ებ­ენ თა­ვის თავ­ზე ოჯ­ახ­ის რჩე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ქა­ლე­ბი­სათ­ვის ჩნდე­ბა ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მათ ბუ­ნებ­რი­ვად ექ­მნე­ბათ ახ­ალი ას­პა­რე­ზი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური და პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­სათ­ვის, ხდე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მათ გენ­დე­რულ რო­ლებ­ში.

 

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ომ­ის და გენ­დე­რის მი­მარ­თე­ბე­ბის კვლე­ვი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლის, რო­გორც მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ანი კა­ტე­გო­რი­ის გან­საზღვრა. ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ომი, შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დეს, არ წარ­მო­ად­გე­ნენ ერთ მო­ნო­ლი­თურ ჯგუფს, რამ­დე­ნა­დაც გენ­დე­რი სო­ცი­ალ­ური კონ­სტრუქ­ტია და ქა­ლე­ბი თა­ვი­სი ას­აკ­ის, ეკ­ონ­ომ­იკ­ური კლა­სის, რა­სის, ეთ­ნი­კუ­რო­ბის, რე­ლი­გი­ის, სექ­სუ­ალ­ურ­ობ­ის, გე­ოგ­რა­ფი­ული ად­გილ­მდე­ბა­რე­ობ­ის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბი­ან, ხო­ლო ომ­გა­დახ­დი­ლი ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქალს კი­დევ ერ­თი გან­ზო­მი­ლე­ბა ემ­ატ­ება — ომ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ან და­მარ­ცხე­ბუ­ლი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. ეს გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი არ­ის შე­ირ­აღ­ებ­ულ კონ­ფლიქ­ტთან ქა­ლე­ბის კავ­ში­რე­ბის და მი­მარ­თე­ბე­ბის გან­მსაზღვრე­ლი.

 

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო — „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბა“ — ახ­ალი, გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვერ­სიაა 2003 წელს გა­ერ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის (UNIFEM) მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­სი – „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა“. იგი გა­მო­იცა პრო­ექ­ტის – „ქა­ლე­ბი კონ­ფლიქ­ტის პრე­ვენ­ცი­ისა და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­აში“ – ფარ­გლებ­ში. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, სა­მი­ნის­ტროს მი­ერ ძი­რი­თად სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. სას­წავ­ლო კურ­სი „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა“ 2003 წლი­დან იკ­ითხე­ბა თბი­ლი­სის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და სხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში.

 

2003 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა“ ეხ­მა­ურ­ება 2000 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ცე­მულ გა­ერ­ოს უშ­იშ­რო­ებ­ის საბ­ჭოს № 1325 რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მუ­ლია ქალ­თა მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ისა და გა­დაჭ­რის საქ­მე­ში. რე­ზო­ლუ­ცია მო­უწ­ოდ­ებს ყვე­ლა მხა­რეს, გა­ზარ­დონ ქალ­თა მო­ნა­წი­ლე­ობა გა­ერ­ოს ეგ­იდ­ით მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა სამ­შვი­დო­ბო პრო­ცეს­ში და ას­ევე მი­იღ­ონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტის ზო­ნებ­ში ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის ძა­ლა­დო­ბი­სა­გან და­სა­ცა­ვად. ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის მიზ­ნე­ბი­სა და ამ­ოც­ან­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის გზე­ბი გა­ნი­ხი­ლეს სწო­რედ ახ­ალი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­აზე მო­დე­რა­ტო­რის, გა­ერ­ოს ქალ­თა ფონ­დის პროგ­რა­მის — „ქა­ლე­ბი, მშვი­დო­ბა, უს­აფ­რთხო­ება“ — ან­ალ­იტ­იკ­ოს­ის თა­მარ ლობ­ჟა­ნი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ერ­ოს ქალ­თა ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა თა­მარ სა­ბე­დაშ­ვილ­მა ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­აც­ნო ახ­ალი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შექ­მნის გა­რე­მო­ებ­ები. კერ­ძოდ, ით­ქვა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში ბევ­რი ცვლი­ლე­ბა მოხ­და და დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ახ­ალი მა­სა­ლე­ბით გამ­დიდ­რე­ბის სა­კითხი. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ას­ახ­ავს იმ ცვლი­ლე­ბებს, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია-მოგ­ვა­რე­ბა­სა და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ქალ­თა მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მხრივ.

 

პრო­ფე­სორ­მა რე­ვაზ ჯორ­ბე­ნა­ძემ და პრო­ფე­სორ­მა გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძემ, რომ­ლე­ბიც 2003 წლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თა­ნა­ავ­ტო­რე­ბიც იყ­ვნენ, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ახ­ალი მა­სა­ლე­ბით გა­ამ­დიდ­რეს. თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის – „კონ­ფლიქ­ტე­ბის ან­ალ­იზი და მარ­თვა“ – ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა ის სი­ახ­ლე­ები, რაც აღ­ნიშ­ნულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში აის­ახა: „შეიარაღებულმა კონ­ფლიქ­ტებ­მა, კონ­ფლიქ­ტე­ბის შე­დე­გად ლტოლ­ვილ­თა და დევ­ნილ­თა ტალ­ღე­ბის ზრდამ და მი­სი თვი­სობ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბამ, სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბამ, პოსტ კონ­ფლიქ­ტუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცი­ებ­ის და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მხრივ მსოფ­ლი­ოში შექ­მნილ­მა რე­ალ­ობ­ამ და ფე­მი­ნის­ტურ­მა კვლე­ვებ­მა წარ­მო­აჩ­ინ­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მო­ითხოვს, რომ, გენ­დე­რის თვალ­საზ­რი­სით, ახ­ლე­ბუ­რად იქ­ნეს გა­აზ­რე­ბუ­ლი. ახ­ალ­მა დრომ მო­იტ­ანა გენ­დე­რის და ქა­ლის ცნე­ბის ახ­ლე­ბუ­რი გა­გე­ბა ომ­სა და შეიარაღებულ კონ­ფლიქ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში. ქა­ლი არ­ის არა მხო­ლოდ მსხვერ­პლი ამ სი­ტუ­აცი­ებ­ისა, არ­ამ­ედ – აქ­ტო­რიც, რო­მე­ლიც იძ­ულ­ებ­ულია ჩა­ერ­თოს არა მხო­ლოდ თა­ვი­სი ოჯ­ახ­ის გა­დარ­ჩე­ნის, არ­ამ­ედ ომ­ის და კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და გა­დაჭ­რის, ას­ევე ომ­ისა და შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტით და­ზი­ან­ებ­ული სა­ზო­გა­დო­ებ­ის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში,“ – თქვა მან. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თა­ნა­ავ­ტორ­მა, თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა რე­ვაზ ჯორ­ბე­ნა­ძემ დამ­სწრე­ებს წარ­მო­უდ­გი­ნა ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც შე­ტა­ნი­ლია სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და მი­სი მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მხრივ.

 

წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ში, აგ­რეთ­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, სო­ცი­ოლ­ოგი­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა მი­მარ­თუ­ლე­ბის დოქ­ტო­რან­ტი თა­მარ ბაგ­რა­ტია, აშშ ჯორჯ მე­ის­ონ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი მა­იკლ სვე­იგ­არ­ტი.

 

გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძემ ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­აზე წარ­მო­ად­გი­ნა მი­სი ავ­ტო­რო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ერთ-ერ­თი თა­ვი: „ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლო სა­მარ­თა­ლი“. თა­მარ ბაგ­რა­ტი­ამ ისა­უბ­რა — თუ რო­გო­რაა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში გა­ან­ალ­იზ­ებ­ული გენ­დე­რის ცნე­ბა­სა და ფე­მი­ნიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი და წარ­მო­ად­გი­ნა მის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ვის – „ქა­ლე­ბი გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ოტ­იპ­ებ­ის წი­ნა­აღ­მდეგ“ – მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა. თა­ვის გა­მოს­ვლა­ში თსუ-ის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სორ­მა ლა­შა ტუ­ღუშ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კითხუ­ლობს კურ­სს — „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა“, ხა­ზი გა­უს­ვა, რომ ეს კურ­სი სტუ­დენ­ტთა მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ეს არ­ჩე­ვი­თი კურ­სია და ყო­ველ წელს 200-მდე სტუ­დენ­ტი ირ­ჩევს მას. მან ხა­ზი გა­უს­ვა იმ გა­რე­მო­ებ­ას, რომ ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ­ის ორ­იგ­ინ­ალ­ური, ქარ­თულ ენ­აზე შექ­მნი­ლი და მი­სი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის გა­მო­ცე­მა კარგ სამ­სა­ხურს გა­უწ­ევს სტუ­დენ­ტებს და ამ სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას. ლა­შა ტუ­ღუშ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ კურ­სის სწავ­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქ­ვს ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­ის დე­მოკ­რა­ტი­ული და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. დევ­ნილ ქალ­თა არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ქნ-მა იულია ხა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო წლე­ბის მან­ძილ­ზე მა­თი და ამ სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის სა­მა­გი­დო წიგ­ნია და მი­ეს­ალ­მა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ახ­ალი მო­ნა­ცე­მე­ბით გამ­დიდ­რე­ბას.

 

შეხ­ვედ­რის მო­დე­რა­ტორ­მა, გა­ერ­ოს ქალ­თა ფონ­დის პროგ­რა­მის – „ქა­ლე­ბი, მშვი­დო­ბა უს­აფ­რთხო­ება“ – ან­ალ­იტ­იკ­ოს­მა თა­მარ ლობ­ჟა­ნი­ძემ შეხ­ვედ­რის შე­დე­გე­ბი შე­აჯ­ამა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ერ­ოს ქალ­თა ფონ­დი, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რებ­თან ერ­თად, გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს სა­ჭი­რო ძა­ლის­ხმე­ვას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს რო­გორც ონ­ლა­ინ, ისე ბეჭ­დუ­რი ვერ­სია ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნეს რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის და მკვლევ­რე­ბის, ისე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის, ხო­ლო ეს სას­წავ­ლო კურ­სი შე­ტა­ნილ იქ­ნას სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის პროგ­რა­მებ­ში.

 

ცნო­ბის­თვის: 2003 წლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს — „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა“ — თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი არი­ან დარ­გის ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი/პრო­ფე­სი­ონ­ალ­ები: აწ. გან­სვე­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ფე­რი­დე ზუ­რა­კიშ­ვი­ლი და პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ხუ­ციშ­ვი­ლი. მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გად­მო­ტა­ნი­ლია ახ­ალ წიგ­ნში — „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბა“. ახ­ალი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და სხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სორ–მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, ას­ევე არ­ას­ამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის და გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობ­ენ.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ