Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსისტეტმა წელს 113-ით მეტი სტუდენტი მიიღო

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

2021 წლის ერ­თი­ანი ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­რიცხვის უფ­ლე­ბა 5195 აბ­იტ­ური­ენ­ტმა მო­იპ­ოვა. აქ­ედ­ან 2253 სტუ­დენ­ტი სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბას ფლობს, რაც სა­ერ­თო რა­ოდ­ენ­ობ­ის 44%-ს შე­ად­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოქ­მე­დებს 10 სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ სრუ­ლად ფი­ნან­სდე­ბა, აღ­ნიშ­ნულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე 1046 აბ­იტ­ური­ენ­ტი გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას. თსუ-ის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სის­ტეტ­მა წელს 113-ით მე­ტი სტუ­დენ­ტი მი­იღო. სწავ­ლე­ბა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში 20 სექ­ტემ­ბერს ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, 27 სექ­ტემ­ბერს კი მა­გის­ტრა­ტუ­რი­სა და დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და­იწყე­ბა. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე წა­რი­მარ­თე­ბა. ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყ­ოს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი, რო­მელ­ზეც სა­წავ­ლე­ბის გარ­კვე­ული კომ­პო­ნენ­ტე­ბი არ­ად­ის­ტან­ცი­ური ფორ­მით გა­ნახ­ლდე­ბა.

 

„წელს პირ­ვე­ლად, შექ­ნი­ლი ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური ვი­თა­რე­ბის და და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პირ­ველ­სე­მეს­ტრელ­თა წარ­მო­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბა წარ­მო­ებ­და დის­ტან­ცი­ურ­ად, ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მით. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ატ­ვირ­თვა და გად­მოგ­ზავ­ნა ხდე­ბო­და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად — lms.tsu.ge-ს პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ობ­ით. ხსე­ნე­ბუ­ლი სი­ახ­ლის თა­ობ­აზე გან­თავ­სდა ინ­ფორ­მა­ცია და ინ­სტრუქ­ცია (მათ შო­რის, ვი­დეო ინ­სტრუქ­ცია), რო­გორც თსუ-ის ვებ გვერ­დზე, ას­ევე სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­ში, რა­თა პირ­ველ­სე­მეს­ტრე­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მარ­ტი­ვე­ბო­დათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნის პრო­ცე­სი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ველ­სე­მეს­ტრელ­თა უდ­იდ­ეს­მა ნა­წილ­მა სწო­რედ ამ ფორ­მით წარ­მო­ად­გი­ნა დო­კუ­მენ­ტა­ცია, თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცეს­ში პირ­ველ­სე­მეს­ტრელს შე­ექ­მნე­ბო­და დაბ­რკო­ლე­ბა/სირ­თუ­ლე, ყვე­ლას შე­ეძ­ლო მი­ემ­არ­თა შე­სა­ბა­მი­სი ფა­კულ­ტე­ტის­თვის, სა­დაც მათ უწ­ევ­დნენ სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბას“, — გან­მარ­ტა თსუ-ის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა შო­თა ფო­თო­ლაშ­ვილ­მა.