Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტების ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევისთვის ახალი ინიციატივები ფაკულტეტზე

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ის და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა

ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი თა­მარ გა­გო­ში­ძე

 

„ახ­ალ სას­წავ­ლო წელს ვხვდე­ბით გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, რე­აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბით, წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­არ­ეთ აკ­რე­დი­ტა­ცია გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის და ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გვაქ­ვს ახ­ალი პროგ­რა­მე­ბი — გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ში ახ­ალი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა, რაც გუ­ლის­ხმობს ბა­თუ­მის, ქუ­თა­ის­ის, თე­ლა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან ერ­თობ­ლივ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მას გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ში. ას­ევე, აკ­რე­დი­ტა­ცია გაიარა ახ­ალ­მა სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მამ — „კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის და გავ­ლე­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გია" და წელს გვაქ­ვს მი­ღე­ბა ამ პროგ­რა­მა­ზე. ფა­კულ­ტე­ტი ახ­ორ­ცი­ელ­ებს 3 ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ერ­აზ­მუ­სის პროგ­რა­მას, რა­საც გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ფა­კულ­ტე­ტის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხზე, არ­ამ­ედ მთლი­ან­ად უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ზე. კერ­ძოდ: „ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ით გაძ­ლი­ერ­ებ­ული სწავ­ლე­ბა და სწავ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს უსდ-ებ­ში", რაც პირ­და­პირ ეხ­მი­ან­ება ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს, ას­ევე, მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ებ­ის და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბას სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

 

„ინ­ოვ­აცი­ები კუ­რი­კუ­ლუმ­ში სო­ცი­ალ­ური ჩარ­თუ­ლო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად" მე­ორე პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია დაწყე­ბი­თი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­აზე ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა­ში. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა სა­ინ­ტე­რე­სო სი­ლა­ბუ­სე­ბი და უკ­ვე ორი კურ­სი შე­ტა­ნილ იქ­ნა 300 კრე­დი­ტი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ზე — „აუტ­იზ­მის სპექ­ტრის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ობა სკო­ლა­ში", „დას­წავ­ლის უნ­არ­ის დარ­ღვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია" და ამ სე­მეს­ტრში და­იწყე­ბა პი­ლო­ტი­რე­ბა. მე­სა­მე პრო­ექ­ტი — „ფსი­ქო­ლო­გი­ური სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრე­ბის შექ­მნა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს უსდ-ებ­ში" ას­ევე გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბის პრო­ექ­ტია, რომ­ლის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ­ად მა­თი კარ­გად ყოფ­ნის ხელ­შეწყო­ბა. ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა ფა­კულ­ტეტ­ზე უკ­ვე არ­სე­ბულ ფსი­ქო­ლო­გი­ური კონ­სულ­ტა­ცი­ის და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრს და გა­იწ­ვრთნე­ბი­ან სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი, ვინც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ური პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვის საქ­მეს“.