Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“

2022 წლის 27-29 მა­ისს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქრის­ტი­ან­ული აღ­მო­სავ­ლე­თის კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით გა­იმ­არ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმი „ბიბ­ლია სიტყვებ­სა და სა­ხე­ებ­ში“. პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ანა ხა­რა­ნა­ული, თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლი კი – ამ­ავე ფა­კულ­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი ზა­ზა სხირ­ტლა­ძე. სიმ­პო­ზი­უმ­ის მუ­შა­ობ­აში ქარ­თველ მეც­ნი­ერ­ებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­ას იღ­ებ­დნენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მოხ­სე­ნე­ბა­თა თე­მა­ტი­კა ორ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­იც­ავ­და: ბიბ­ლი­ის ფი­ლო­ლო­გია და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობა. სიმ­პო­ზი­უმ­ის შე­სა­ხებ თა­ვი­ანთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გაგ­ვი­ზი­არ­ებ­ენ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის ახ­ალ­გაზ­რდა წევ­რე­ბი: ნა­თია დუნ­დუა (დოქ­ტო­რი), ნა­თია მი­რო­ტა­ძე (დოქ­ტო­რი), ლა­ლი ვა­შაყ­მა­ძე (დოქ­ტო­რან­ტი), თი­ნა­თინ ჯი­ქუ­რაშ­ვი­ლი (დოქ­ტო­რან­ტი), თა­მარ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძე (დოქ­ტო­რან­ტი), ნი­ნო გი­ორ­გა­ძე (მა­გის­ტრან­ტი), ქე­თე­ვან გონ­გა­ძე (დოქ­ტო­რან­ტი).

 

– ეს პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ციაა, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­ას იღ­ებთ?

 

ნა­თია მი­რო­ტა­ძე: – ბიბ­ლი­ის ფი­ლო­ლო­გი­ის ჯგუ­ფი უკ­ვე მე­სა­მედ აწყობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმს ბიბ­ლი­ის თე­მა­ტი­კა­ზე. პირ­ვე­ლად 2015 წელს გა­იმ­არ­თა სიმ­პო­ზი­უმი „გა­დამ­წე­რის შეც­დო­მე­ბი­დან ახ­ალ ტექ­სტე­ბამ­დე: შე­იძ­ლე­ბა თუ არა შე­იც­ვა­ლოს წმინ­და წე­რი­ლი?“ 2018 წელს კი ფი­ნე­თის „ექ­სე­ლენს ჯგუ­ფის“ და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ტარ­და კონ­ფე­რენ­ცია „გლო­ბა­ლუ­რი და ლო­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გვი­ან მე­ორე ტაძ­რის პე­რი­ოდ­ში“. ამ­ჯე­რად სიმ­პო­ზი­უმ­ის ჩა­ტა­რე­ბა და­გეგ­მი­ლი გვქონ­და 2020 წელს, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გა­მო 2-ჯერ მოგ­ვიხ­და გა­და­დე­ბა. მზად ვი­ყა­ვით — ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა online ფორ­მატ­ში, მაგ­რამ უცხო­ელ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ამ­ჯო­ბი­ნეს სი­ტუ­აცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და­ლო­დე­ბოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და პი­რა­დად გაც­ნო­ბოდ­ნენ ქარ­თველ კო­ლე­გებ­სა და ქარ­თულ კულ­ტუ­რას.

 

– რო­გორც ვნა­ხეთ, საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი სიმ­პო­ზი­უმი იყო (11 უცხო­ელი და 16 ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერი), მოხ­სე­ნე­ბე­ბი ორ პა­რა­ლე­ლურ სე­სი­ად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ამ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა?

 

ნა­თია დუნ­დუა: – საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და უნ­არ­ებ­ის მქო­ნე წევ­რებს პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი სხვა­დას­ხვა „პოს­ტზე მიგ­ვავ­ლენ­და“; ყვე­ლას ჩვენ ჩვე­ნი საქ­მე გვქონ­და გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­კვი­რე­ული ან­გა­რი­შის ჩა­სა­ბა­რებ­ლად შეკ­რე­ბას ვაწყობ­დით zoom-ში; ცალ­კე ქრის­ტი­ან­ული აღ­მო­სავ­ლე­თის კვლე­ვე­ბის სა­იტ­ის გა­მარ­თვა (eastchrist.tsu.ge), ცალ­კე პროგ­რა­მი­სა და აბ­სტრაქ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა-თარ­გმნა-კო­რექ­ტი­რე­ბა, ცალ­კე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­მო­წე­რე­ბი უცხო­ელ და ქარ­თველ მო­ნა­წი­ლე­ებ­თან, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლე­ბის­თვის ინ­გლი­სუ­რი მოხ­სე­ნე­ბე­ბის ქარ­თუ­ლად თარ­გმნა... ბო­ლო კვი­რა­ში მოგ­ვიხ­და ჰიბ­რი­დულ რე­ჟიმ­ზე გა­დაწყო­ბა, რად­გან რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლემ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო ვე­ღარ შეძ­ლო ჩა­მოს­ვლა. მათ დის­ტან­ცი­ურ­ად წარ­მო­ად­გი­ნეს მოხ­სე­ნე­ბე­ბი: ალ­ის­ონ სალ­ვე­სე­ნი ოქ­სფორ­დი­დან ჩაგ­ვერ­თო, ან­დრეს პი­კე ოტ­ერო – მად­რი­დი­დან, რო­ბერტ ნელ­სო­ნი – იელ­იდ­ან... რომ არა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ები, დი­დი და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბო­და ამ მეც­ნი­ერ­ებ­ის გა­რე­შე სიმ­პო­ზი­უმ­ის ჩა­ტა­რე­ბა. მი­უხ­ედ­ავ­ად დატ­ვირ­თუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მი­სა, ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. არ­აფ­ერი შე­ედ­რე­ბა იმ მად­ლი­ერ­ებ­ის წე­რი­ლე­ბის კითხვას, რომ­ლებ­საც დღემ­დე ვი­ღებთ კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა­გან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

– სიმ­პო­ზი­უმი ლი­კა ტო­ვის გა­მო­ფე­ნით გა­იხ­სნა. რას ეხ­ებ­ოდა გა­მო­ფე­ნა?

 

ქე­თე­ვან გონ­გა­ძე: სიმ­პო­ზი­უმი გა­იხ­სნა მხატ­ვარ-ილ­უს­ტრა­ტო­რის ლი­კა ტო­ვის (იერ­უს­ალ­იმი) გა­მო­ფე­ნით, რო­მელ­საც წინ უძ­ღო­და მხატ­ვრის მოხ­სე­ნე­ბა ბიბ­ლი­ის ილ­უს­ტრა­ცი­ებ­ის შე­სა­ხებ. გა­მო­ფე­ნა­ზე თსუ-ის სა­აქ­ტო დარ­ბა­ზის ჰოლ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ძვე­ლი აღ­თქმის თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მნი­ლი პრინ­ტე­ბი. გა­მო­ფე­ნა 2 დღეს გაგ­რძელ­და და დამ­თვა­ლი­ერ­ებ­ელ­თა დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

 

– სე­სი­ებ­ის მო­ნა­წი­ლე­თა შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ.

 

თი­ნა­თინ ჯი­ქუ­რაშ­ვი­ლი: – სიმ­პო­ზი­უმ­ში რო­გორც ბიბ­ლი­ის ფი­ლო­ლო­გი­ის, ისე ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მეც­ნი­ერ­ები იღ­ებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას: ოქ­სფორ­დი­დან (ალ­ის­ონ სალ­ვე­სე­ნი), გე­ტინ­გე­ნის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­იდ­ან (ფე­ლიქს ალ­ბრეხ­ტი, ფრანკ ფე­დე­რი, გე­ორ­გი პარ­პუ­ლო­ვი), იერ­უს­ალ­იმ­ის ებ­რა­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან (ემ­ანუ­ელ ტო­ვი), მად­რი­დის კომ­პლუ­ტენ­ზას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან (ან­დრეს პი­კე ოტ­ერო), იელ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან (რო­ბერტ ნელ­სო­ნი), რატ­გერ­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან (ერ­იკ თუ­ნო)... ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ები კი იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერ­ები ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, კ. კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, გ. ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და ძეგ­ლთა დაც­ვის ერ­ოვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრი­დან.

 

– თქვენ­თვის, რო­გორც ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ამ სიმ­პო­ზი­უმს?

 

თა­მარ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძე: ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა სიმ­პო­ზი­უმ­ში მხო­ლოდ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საქ­მი­ან­ობ­ით არ შე­მო­იფ­არ­გლე­ბო­და. წარ­მო­ვად­გი­ნეთ ერ­თობ­ლი­ვი მოხ­სე­ნე­ბა ბიბ­ლი­ის ფა­უნ­ის ლექ­სი­კო­ნის შე­სა­ხებ. ჩვენ­მა მოხ­სე­ნე­ბამ ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია მსმე­ნე­ლებ­ში, იყო სა­ინ­ტე­რე­სო კითხვე­ბი და შე­ნიშ­ვნე­ბი. სა­უბ­არი ლექ­სი­კონ­ზე გაგ­რძელ­და არ­აფ­ორ­მა­ლურ ნა­წილ­შიც, სა­დაც ემ­ანუ­ელ ტოვ­მა უშ­ურ­ვე­ლად გაგ­ვი­ზი­არა თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, დაგ­ვი­სა­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა... სიმ­პო­ზი­უმ­მა კი­დევ უფ­რო გა­ამ­ყა­რა ჩვე­ნი კავ­ში­რე­ბი უცხო­ელ მკვლევ­რებ­თან.

 

– თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბიც ხომ არ და­ის­ახა?

 

ლა­ლი ვა­შაყ­მა­ძე: დი­ახ. გე­ტინ­გე­ნის ფსალ­მუ­ნის ბერ­ძნუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი ტექ­სტის გა­მომ­ცე­მელ­მა ფე­ლიქს ალ­ბრეხ­ტმა შე­მა­ჯა­მე­ბელ ვახ­შამ­ზე გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი და მზად­ყოფ­ნა, რომ ამი­ერ­იდ­ან ბიბ­ლი­ის ბერ­ძნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი მუ­დამ ქარ­თუ­ლი მა­სა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­იბ­ეჭ­დოს. გარ­და ამ­ისა, კონ­კრე­ტუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შაო და­იგ­ეგ­მა გე­ტინ­გე­ნის ფსალ­მუ­ნის ინ­სტი­ტუტ­თან. ებ­რა­ული ბიბ­ლი­ის მსოფ­ლი­ოში აღი­არ­ებ­ულ­მა მკვლე­ვარ­მა ემ­ანუ­ელ ტოვ­მა კი თა­ვი­სი წიგ­ნის ქარ­თუ­ლად თარ­გმნის იდეა მოგ­ვა­წო­და.

 

– სიმ­პო­ზი­უმი გას­ვლი­თი სე­სი­ით დას­რულ­და. რა ად­გი­ლე­ბი მო­ინ­ახ­ულ­ეთ?

 

ნი­ნო გი­ორ­გა­ძე: გას­ვლი­თი სე­სი­აც საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი გა­მოდ­გა. ვი­ყა­ვით სამ­თა­ვის­ში, ყინ­წვის­ში, უფ­ლის­ცი­ხე­ში, სა­დაც მეგ­ზუ­რო­ბას გვი­წევ­და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე ზა­ზა სხირ­ტლა­ძე. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ერ­თი­ორ­ად გამ­ძაფ­რდა გრაკ­ლი­ან­ში ახ­ლა­დაღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის ნახ­ვით, პროფ. ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ის მოს­მე­ნი­თა და გუ­ლუხ­ვი მას­პინ­ძლო­ბით. აქ­ვე, ვი­სარ­გებ­ლებთ შემ­თხვე­ვით და დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დით ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს, ორ­გა­ნი­ზა­ტორს, დამ­სწრეს, დამ­ხმა­რე პერ­სო­ნალს, კა­ხა მღებ­რიშ­ვილს, გი­ორ­გი, ალ­ექ­სან­დრე და ბე­სიკ (უმ­ცროს) ხა­რა­ნა­ულ­ებს გა­წე­ული დახ­მა­რე­ბის­თვის. და­ბო­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნულ სა­მეც­ნი­ერო ფონ­დს მხარ­და­ჭე­რის­თვის.