Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიახლეები პირველი ქართული უნივერსიტეტის ძველი და უახლესი ისტორიიდან

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა და­ფუძ­ნე­ბი­დან 102-ე წე­ლი აღ­ნიშ­ნა. 8 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ სა­ზე­იმო მი­ღე­ბა­ზე წიგ­ნი-ალ­ბო­მის — „უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი — „UNIVERSTAS“ — პრე­ზენ­ტა­ცია გა­იმ­არ­თა. წიგ­ნში მოთხრო­ბი­ლია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის, მი­სი პირ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბის, სა­მეც­ნი­ერო სკო­ლე­ბის, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან. გა­ნახ­ლე­ბულ გა­მო­ცე­მა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი და ფო­ტო-მა­სა­ლა და­ცუ­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში, მუ­ზე­უმ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ არ­ქივ­ში, ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნულ ცენ­ტრსა და სხვა­დას­ხვა კერ­ძო კო­ლექ­ცი­აში. 
თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და­არ­სე­ბის დღი­დან ქმნი­და იმ სივ­რცეს, რო­მელ­საც ერ­ქვა სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სივ­რცე და დღემ­დე ამ ფუქ­ნცი­ას ას­რუ­ლებს. ყვე­ლა­ზე მე­ტად აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და სა­ამ­აყო ის არ­ის, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი იყო, არ­ის და იქ­ნე­ბა კავ­კა­სი­აში პირ­ვე­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი. წიგ­ნი-ალ­ბო­მი — „უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი — UNIVERSTAS“ სა­ინ­ტე­რე­სოა მკითხვე­ლის­თვის, რად­გან მას­ში კარ­გად არ­ის წარ­მო­ჩე­ნი­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ული და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, დღე­ვან­დე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და მი­ნიშ­ნე­ბუ­ლია სა­მო­მა­ვა­ლო გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბიც“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ. 
„შევ­სე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. ერ­თი არ­ის ის­ტო­რი­ის მი­მო­ხილ­ვა, რო­მელ­შიც სა­უბ­არია მის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­ზე, მე­ორე ნა­წი­ლი კი ეხ­ება უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დღე­ვან­დე­ლო­ბას, სა­დაც მოთხრო­ბი­ლია მი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, ას­ევე, სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ძვე­ლი თა­ვე­ბიც, სა­დაც სა­უბ­არია სა­მეც­ნი­ერო სკო­ლებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, გამ­დიდ­რე­ბუ­ლია ახ­ალი ფაქ­ტე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი სი­ახ­ლეა მო­ცე­მუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ობ­ის შე­სა­ხებ. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ დღეს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოვ­ლე­ნე­ბი უს­წრა­ფე­სად ვი­თარ­დე­ბა, შე­ვე­ცა­დე უმ­თავ­რე­სი ას­პექ­ტე­ბი სრულ­ფა­სოვ­ნად გად­მოგ­ვე­ცა. წიგ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია ერ­თი პა­ტა­რა თა­ვი, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის როლ­ზეა სა­უბ­არი“, — აღ­ნიშ­ნა წიგ­ნის ავ­ტორ­მა ზუ­რაბ გა­იპ­არ­აშ­ვილ­მა.
თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის 102 წლის იუბ­ილ­ეს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. 


ახ­ალი გეგ­მე­ბი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში
გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა და თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­ზე ისა­უბ­რეს. ნუ­ნუ მიც­კე­ვი­ჩის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის მხარ­და­ჭე­რა გაგ­რძელ­დე­ბა და აკ­ად­ემი­ური კორ­პუ­სე­ბის გარ­და, სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შე­ნო­ბე­ბის რე­აბ­ილ­იტ­აცი­აც და­იწყე­ბა.
„დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პუ­ლი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის და­არ­სე­ბის დღეა. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­წლო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რი უკ­ვე გა­აკ­ეთა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში და ღირ­სე­ული სიტყვა თქვა უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ 2019 წელს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ღირ­სე­ულ­ად შე­აბ­იჯა ევ­რო­პის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ას­ოცი­აცი­ის სივ­რცე­ში და რამ­დე­ნი­მე დღის წინ უმ­ას­პინ­ძლა სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შეხ­ვედ­რას. 
თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­უკ­უნ­ოვ­ან­მა ის­ტო­რი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ ის არ­ის მდგრა­დად გან­ვი­თა­რე­ბა­დი, რე­ფორ­მე­ბის­თვის მზად მყო­ფი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ამ­იტ­ომ გა­დავ­წყვი­ტეთ — სწო­რედ აქ გაგ­ვეჟღე­რე­ბი­ნა, რომ 2020 წე­ლი იქ­ნე­ბა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის ახ­ალ სა­ბა­ზო მო­დელ­ზე გა­დას­ვლის წე­ლი. ცვლი­ლე­ბე­ბი ყვე­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ უნ­და შევ­თან­ხმდეთ მო­დელ­ზე, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი სტდან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­მარ­თავს ჩვე­ნი უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას“, — აღ­ნიშ­ნა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა.
„თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში იყო სტრა­ტე­გი­ულ­ად ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რა­მაც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად მტკი­ცე ფუნ­და­მენ­ტი შექ­მნა. ჩვენ ვა­მა­ყობთ სა­უკ­უნ­ოვ­ანი ტრა­დი­ცი­ით; ვა­მა­ყობთ, რომ უკ­ვე 4 წე­ლია თსუ ერ­თა­დერ­თი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია კავ­კა­სი­იდ­ან, რო­მე­ლიც უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრეს­ტი­ჟულ რან­ჟი­რე­ბებ­ში ჩანს და, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ქვე­ყა­ნა­ში აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ოდ­ენ­ობ­ამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იკ­ლო, უშუ­ალ­ოდ თსუ-ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის მსურ­ველ­თა რიცხვი 45%-ით გა­იზ­არ­და; უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­მა პირ­ვე­ლად გა­და­აჭ­არ­ბა
1 000 000 000 ლარს. ჩვენ ყო­ველ­თვის ვსა­უბ­რობთ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. წა­მოწყე­ბუ­ლია საკ­მა­ოდ დი­დი პრო­ექ­ტე­ბი, რე­მონ­ტდე­ბა თსუ-ის II კორ­პუ­სი, და­გეგ­მი­ლია ე.წ. მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­აზე ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის 3 000 ად­გი­ლი­ანი სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის აშ­ენ­ება. სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის ძი­რე­ული ცვლი­ლე­ბის პრო­ცეს­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი აქ­ტი­ურ­ად ჩა­ერ­თვე­ბა და უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ახ­ალი ლან­დშაფ­ტის შექ­მნის პრო­ცეს­შიც მო­წი­ნა­ვე იქ­ნე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.
102 წლის იუბ­ილე უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვილ­მაც მი­ულ­ოცა: „მე, რო­გორც რი­გი­თი ქარ­თვე­ლი, ვი­სურ­ვებ­დი, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა შე­ინ­არ­ჩუ­ნოს დე­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფუნ­ქცია და პირ­ველ­თა შო­რის ერთ-ერ­თი ღირ­სე­ულ­ის რო­ლი“, — აღ­ნიშ­ნა თარ­ხუჯ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.
102 წლის ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც 2019 წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­იტ­ინ­გის მი­ხედ­ვით (The U.S.News&Wor­ld Re­port) მსოფ­ლი­ოს სა­უკ­ეთ­ესო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის 2%-ში შე­დის, ყო­ველ­წლი­ურ­ად 200-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის სა­მეც­ნი­ერო საგ­რან­ტო პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა და 22 ათ­ას­ამ­დე სტუ­დენ­ტი, მათ შო­რის, 900-მდე უცხო­ელი სწავ­ლობს.