Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამშობლო მათთვის დედამიწა, ქალაქი და საქართველოა

თსუ-ის „გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის" დოქ­ტო­რან­ტი მა­რი­ამ მურ­ჯიკ­ნე­ლი თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტის პო­ზი­ცი­აზ­ეც მუ­შა­ობს და ის­ეთი ახ­ალ­გაზ­რდაა, რომ ვერც იფ­იქ­რებთ — ორი შვი­ლის დე­და რომ არ­ის. მა­რი­ამ­მა დე­დო­ბის სი­ხა­რუ­ლი პირ­ვე­ლად 9 ლის წინ გა­ნი­ცა­და, რო­ცა ქვეყ­ნი­ერ­ებ­ას თენ­გიზ (თე­გი) ჭყო­იძე მო­ევ­ლი­ნა.

 

„ჭკვი­ანი, ძლი­ერი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ბი­ჭი ვარ, ვარ­ჯი­ში, თა­მა­ში და მძაფ­რსი­უჟ­ეტი­ანი წიგ­ნე­ბის კითხვა მიყ­ვარს, ნა­რუ­ტო უზ­უმ­აკი კი ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი გმი­რია მულ­ტფილ­მი­დან, რო­მე­ლიც მე­გობ­რუ­ლი, მზრუნ­ვე­ლი და შე­უდ­რე­კე­ლი ბუ­ნე­ბის ბი­ჭია, რომ­ლებ­საც ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავს, ყვე­ლას უყ­ვარს და ყვე­ლა პა­ტივს სცემს. თე­გი რომ არა, დი­დი სი­ამ­ოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი ნა­რუ­ტო“, — ამ­ბობს 9 წლის თე­გი, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ გრუ­შევ­სკის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თბი­ლი­სის N 41 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობს. თე­გი ყვე­ლა­ზე ხში­რად სკო­ლის და­ვა­ლე­ბე­ბის სწრა­ფად მომ­ზა­დე­ბა­სა და სპორ­ტულ ვარ­ჯიშ­ზე ფიქ­რობს, არც გარ­თო­ბა და მე­გობ­რებ­თან თა­მა­ში ავ­იწყდე­ბა და ბედ­ნი­ერი არ­ის მა­შინ, რო­ცა რა­ღაც უხ­არია!

 

მშობ­ლე­ბის­გან მხო­ლოდ ერ­თი რა­მე სწყინს — შე­ნიშ­ვნა, რო­მელ­საც იშ­ვი­ათ­ად იღ­ებს და ცდი­ლობს მსგავ­სი შეც­დო­მა აღ­არ გა­იმე­ორ­ოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­მა­გა­ლი­თო ად­ამი­ანი იქ­ნე­ბა. დი­დი სურ­ვი­ლი აქ­ვს კა­რა­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი „სენ­სეი“ გა­მო­ვი­დეს... „რო­ცა ად­ამი­ანი გიყ­ვარს და გსი­ამ­ოვ­ნებს მას­თან ყოფ­ნა, მგო­ნია, რომ სიყ­ვა­რუ­ლია“, — გვიმ­ხელს პა­ტა­რა თე­გი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბას ასე ხსნის: „წარ­მა­ტე­ბაა, რო­ცა რა­ღა­ცის მიღ­წე­ვა გინ­და და მას სრულ­ფა­სოვ­ნად მი­აღ­წევ“.

 

სიმ­დიდ­რე­ზე და სი­ღა­რი­ბე­ზეც უფ­იქ­რია 9 წლის თე­გის და გულ­წრფე­ლად გვიმ­ხელს: „სიმ­დიდ­რე არ­ის რო­დე­საც ად­ამი­ანს სახ­ლიც აქ­ვს, ფუ­ლიც, საჭ­მე­ლიც და არ­აფ­ერი არ აკ­ლია, გა­ჭირ­ვე­ბის დროს კი ად­ამი­ანს ცო­ტა ფუ­ლი და საჭ­მე­ლი აქ­ვს და პა­ტა­რა სახ­ლშიც ცხოვ­რობს“, — ამ­ბობს თე­გი.

 

* * *

5 წლის თა­მარს სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარს თა­ვი­სი ძმა — ჭკვი­ანი და ძლი­ერი თე­გი და ცდი­ლობს, რომ სულ მის გვერ­დით იყ­ოს. პა­ტა­რა თა­მარს ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ხატ­ვა უყ­ვარს და უნ­და, რომ მხატ­ვა­რი გა­მო­ვი­დეს. უყ­ვარს ბა­ღიც, სა­დაც და­დის და სა­დაც ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავს. მშობ­ლე­ბის­გან არ­აფ­ერი სწყინს და რო­ცა გა­იზ­რდე­ბა, ჭკვი­ანი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და — რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს — მა­გა­რი გო­გო იქ­ნე­ბა! „მულ­ტფილ­მის პერ­სო­ნა­ჟი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ტე­ილ­ზი ვიქ­ნე­ბო­დი სო­ნი­კის თა­მა­ში­დან, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში სა­კუ­თა­რი ხო­მალ­დით მოგ­ზა­ურ­ობს და სა­ში­ნელ ურ­ჩხუ­ლებს ამ­არ­ცხებს“, — გვიმ­ხელს თა­მა­რი, რომ­ლის­თვი­საც ბედ­ნი­ერ­ებაა ბაღ­ში მე­გობ­რებ­თან გარ­თო­ბა და თა­მა­ში.

 

სამ­შობ­ლო მის­თვის დე­და­მი­წა, ქა­ლა­ქი და სა­ქარ­თვე­ლოა — გვიხ­სნის უკ­ვე გლო­ბა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე პა­ტა­რა თა­მა­რი, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულს დე­დის დახ­მა­რე­ბა­სა და და­ჯე­რე­ბა­ში, ხო­ლო წარ­მა­ტე­ბას კარ­გად სწავ­ლა­ში, 10-იან­ებ­ის მი­ღე­ბა­სა და კარ­გად მუ­შა­ობ­აში ხე­დავს.

 

ფე­რია გო­გოს ღმერ­თთან მხო­ლოდ ერ­თი „არ­აბ­ავ­შუ­რი“ შე­კითხვა აქ­ვს: „რამ­დენ ხანს იც­ოცხლებს დე­და?“ რა ჰქნას? დე­დი­კო ძა­ლი­ან უყ­ვარს და უნ­და, რომ სულ გვერ­დით ჰყავ­დეს...