Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საახალწლო სურვილი 5 - გვინდა ულიმიტო ზუმი

მა­რი­ამ მე­ბო­ნია, თსუ-ის სტუ­დენ­ტი:

 

– ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­ზე ულ­იმ­იტო ზუ­მი კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ყო­ველ 40 წუთ­ში თა­ვი­დან შეს­ვლა აღ­არ მოგ­ვი­წევ­და, რაც ნამ­დვი­ლად ქმნის გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს. ამ­ას­თან, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მაც ხში­რად გვაქ­ვს სტუ­დენ­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვის დროს. ვი­სურ­ვებ­დი, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს სა­კითხიც მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო.

 

ლა­შა სა­ღი­ნა­ძე, თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

 

– პირ­ველ რიგ­ში, ის რაც უკ­ვე ვთქვი, არ­ის სურ­ვი­ლი, რომ ზუ­მის ხსე­ნე­ბა აღ­არ იყ­ოს და მე­ორე სე­მეს­ტრი­დან შევ­ძლოთ ფი­ზი­კუ­რად გა­ვაგ­რძე­ლოთ სწავ­ლე­ბა აუდ­იტ­ორი­ებ­ში. თუ ეს ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით, გარ­კვე­ული ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დე­ბით შეგ­ვიძ­ლია სწავ­ლე­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ.

 

რაც შე­ეხ­ება ზუ­მის ლი­ცენ­ზი­ას, ჩვენ 2020-შიც შე­ვის­ყი­დეთ და 2021–შიც ზუ­მის 500 ულ­იმ­იტო ლი­ცენ­ზია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს იმ­ას, რომ 40 წუ­თის შემ­დეგ წყვე­ტა არ უნ­და იყ­ოს. თუმ­ცა ერ­თი გა­რე­მო­ება არ­ის ყუ­რად­სა­ღე­ბი, რომ 500 ლი­ცენ­ზია ბო­ლომ­დე ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მოთხოვ­ნი­ლე­ბას. აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს, ვი­საც უწ­ევს შე­სა­ბა­მის დიდ ჯგუ­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ყვე­ლას ულ­იმ­იტო და zoom education-ის პა­კე­ტი აქ­ვს, მაგ­რამ გვყავს მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თაც არ აქ­ვთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ეს პრობ­ლე­მა რე­ალ­ურ­ად დგას. კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ორ­ებ, მე­ორე სე­მეს­ტრი­დან ვფიქ­რობთ, რომ სა­ერ­თოდ არ დაგ­ვჭირ­დეს, მაგ­რამ, თუ მო­მავ­ლის­თვის კი­დევ დაგ­ვჭირ­დე­ბა ზუ­მის შეს­ყიდ­ვა, 500 ლი­ცენ­ზი­აზე მე­ტის ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ვა­ჩენთ, რომ კი­დევ და უფ­რო მე­ტი, ასე ვთქვათ, სა­ლექ­ციო სივ­რცე დავ­ფა­როთ.