ნინი თურმანიძე, თსუ-ის სტუდენტი:
– უნდა ტარდებოდეს ექსკურსიები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთაც, შესაძლებელია მოეწყოს ტურები, რაც მეტად საინტერესოს გახდის სტუდენტურ ცხოვრებას. მეოცნებება ისიც, რომ როგორც სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებშია, გვქონდეს ჩვენი კუთხე რაღაცების შესანახად.
ლაშა საღინაძე, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
– ექსკურსიები, ყოველ წელს ტარდებოდა, როგორც გახსოვთ, განსაკუთრებით პირველკურსელებისთვის. ბოლო ორი წელია, არ გვაქვს ექსკურსიები და იცით, რა მიზეზების გამოც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან შევძლებთ — ექსკურსიები აღვადგინოთ ქვეყნის შიგნით, რაც შეეხება ქვეყნის გარეთ... რა თქმა უნდა, 24 000 სტუდენტის ქვეყნის გარეთ გამგზავრება საექსკურსიოდ არ არის მარტივი ამბავი. თუმცა, თუ ექსკურსიასთან ერთად სურვილი სწავლაცაა, ჩვენ გვაქვს გაცვლითი პროგრამები 300-მდე პარტნიორ დაწესებულებასთან ევროპის მასშტაბით და ამ მიმართულებით პირველები ვართ არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. ამდენად, ჩვენს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა — გაცვლითი პროგრამით ისარგებლონ ევროპის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში, ისწავლონ, მიიღონ შესაბამისი განათლება, შესაბამისი დაფინანსებით და იმოგზაურონ სხვადასხვა ქვეყანაში.