Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორ მიიღო კოლოსალური დაფინანსება თსუ-ის სტუდენტმა პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლებლად

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის მაგისტრატურის მეორე კურ­სის სტუ­დენ­ტი არ­ჩილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი სწავ­ლას ამ­ერ­იკ­ის ერთ-ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის — პე­ნის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში გა­აგ­რძე­ლებს. „ცო­ტა ხნის წინ მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩა­რიცხუ­ლი ვარ პენ­სილ­ვა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის 2021 წლის სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე. უშუ­ალ­ოდ დე­კა­ნის თა­ნა­შემ­წეს­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად კი მაც­ნო­ბეს, რომ მო­ვი­პო­ვე კო­ლო­სა­ლუ­რი სტი­პენ­დია და სწავ­ლა მთე­ლი პროგ­რა­მის მან­ძილ­ზე და­მი­ფი­ნან­სდე­ბა“, — წერ­და არ­ჩილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში სი­ახ­ლის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც რო­გორც სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბას, ას­ევე თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო უმ­აღ­ლეს სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას ად­ას­ტუ­რებს. არ­ჩილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, პა­რა­ლე­ლუ­რად, ევ­რო­პის შვიდ­მა და ამ­ერ­იკ­ის ხუთ­მა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა მი­იღო. თუ რა­ტომ შე­აჩ­ერა არ­ჩე­ვა­ნი პენ­სილ­ვა­ნი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ზე, რო­გო­რია გზა თსუ-დან პე­ნი-მდე, რა სირ­თუ­ლე­ებ­ის გა­და­ლახ­ვა მო­უწია და რას ურ­ჩევს საზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს? — ამ­ის თა­ობ­აზე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი სტუ­დენ­ტებს,

ვინც საზღვარ­გა­რეთ სწავ­ლი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი

 

პენ­სილ­ვა­ნი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­აგ­რძე­ლებ სწავ­ლას?

 

პენ­სილ­ვა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში კერ­ძო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბა ავ­ირ­ჩიე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში კერ­ძო სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას ამ სე­მეს­ტრში ვამ­თავ­რებ და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წყვი­ტე ამ­ერ­იკ­აშ­იც იმ­ავე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მეს­წავ­ლა, რა­თა ეს სფე­რო კი­დევ უფ­რო ღრმად ამ­ეთ­ვი­სე­ბი­ნა. და­მა­ტე­ბით ამ­ერ­იკ­აში უცხო ქვეყ­ნის დიპ­ლო­მის მქო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებს ას­წავ­ლი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კრე­დი­ტე­ბის ფარ­გლებ­ში ამ­ერ­იკ­ის სა­მარ­თალს, რო­მე­ლიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა შე­ვიქ­მნათ იმ ძი­რი­თად გან­სხვა­ვე­ბებ­ზე, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ამ­ერ­იკ­ის სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მებს შო­რის არ­სე­ბობს.

 

რა ეტ­აპ­ებ­ის გავ­ლა მო­გი­წია ამ­ერ­იკ­ის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლე­ბად?

 

გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, ეტ­აპ­ებ­ის გავ­ლა ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა არც ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით და არც მოთხოვ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ისა თუ სხვა დე­ტა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამ­ერ­იკ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მთხოვ­და სამ სა­რე­კო­მენ­და­ციო წე­რილს, რო­მელ­თა­გან მი­ნი­მუმ ერ­თი ყო­ფი­ლი ლექ­ტო­რის და ერ­თი დამ­საქ­მებ­ლის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ას­ევე მო­მი­წია სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლე­ბის შევ­სე­ბა — პირ­ვე­ლი წე­რი­ლი იმ­ის თა­ობ­აზე, თუ რა­ტომ უნ­და ამ­არ­ჩი­ოს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ათ­ას­ობ­ით აპ­ლი­კან­ტს შო­რის მა­ინ­ცდა­მა­ინც მე, ხო­ლო მე­ორე წე­რილ­ში, და­ფი­ნან­სე­ბის მოთხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ჩე­მი ფი­ნან­სუ­რი სა­ჭი­რო­ებ­ის შე­სა­ხებ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა უნ­და წარ­მედ­გი­ნა. ას­ევე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა მომ­თხო­ვა რო­გორც აკ­ად­ემი­ური კუთხით ჩე­მი მიღ­წე­ვე­ბის მი­თი­თე­ბა (დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დარ­თვით), ას­ევე აქ­ტი­ვო­ბი­სა და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის კუთხით. ითხოვ­დნენ მი­ნი­მუმ 1-წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას იურ­იდი­ული პრო­ფე­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მო­მი­წია რო­გორც ბა­კა­ლავ­რის, ას­ევე მა­გის­ტრა­ტუ­რის ნიშ­ნე­ბის, დიპ­ლო­მის, სა­რე­იტ­ინ­გო სი­ებ­ის გაგ­ზავ­ნა და­ლუ­ქუ­ლი წე­რი­ლის სა­ხით. და­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე ას­ევე ინ­გლი­სუ­რი ენ­ის გა­მოც­და IELTS, სა­დაც ავ­იღე 7.0 ქუ­ლა, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­გან მოთხოვ­ნილ ქუ­ლა­ზე მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნდა. დე­ტა­ლუ­რად შე­მავ­სე­ბი­ნეს ინ­ფორ­მა­ცია ჩე­მი ოჯ­ახ­ური მდგო­მა­რე­ობ­ის, საზღვრის კვე­თის და სხვა სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ. ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შე­მის­წავ­ლეს ჩა­რიცხვის წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნამ­დე.

 

რამ გა­ნა­პი­რო­ბა შე­ნი არ­ჩე­ვა­ნი — რა­ტომ ამ­ერ­იკა და არა ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი?

 

მხო­ლოდ ამ­ერ­იკ­აში სა­ბუ­თე­ბი ნამ­დვი­ლად არ გა­მიგ­ზავ­ნია იქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­მარ­თა­ლი ძა­ლი­ან ახ­ლოს დგას გერ­მა­ნულ სა­მარ­თალ­თან. ამ ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­შიც მქონ­და აპ­ლი­კა­ცი­ები გაგ­ზავ­ნი­ლი. ამ­ერ­იკ­აში სა­ბუ­თე­ბი ალ­ალ­ბედ­ზე გა­ვაგ­ზავ­ნე, რად­გან ყვე­ლას მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა, თუ რა კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბი გჭირ­დე­ბა იმ­ის­ათ­ვის, რომ ამ ქვეყ­ნის რო­მე­ლი­მე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლო. ჩე­მი ძი­რი­თა­დი გათ­ვლა მა­ინც ევ­რო­პის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, რად­გან მცი­რე და­ფი­ნან­სე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, რად­გან გა­და­სა­ხა­დი 10-ჯერ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ამ­ერ­იკ­აში. ამ­ერ­იკ­ისა და ევ­რო­პის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სწავ­ლის დო­ნე რომ შე­ვა­და­რო, შე­იძ­ლე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვი­ყო, თუმ­ცა ამ­ერ­იკ­ას მა­ინც უფ­რო წი­ნა ეტ­აპ­ზე და­ვა­ყე­ნებ. რო­დე­საც ამ­ერ­იკ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს ვათ­ვა­ლი­ერ­ებ­დი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ვთ ძა­ლი­ან ბევ­რი პრაქ­ტი­კუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი: ან­აზღა­ურ­ებ­ადი სტა­ჟი­რე­ბე­ბი წამ­ყვან იურ­იდი­ულ კომ­პა­ნი­ებ­ში, სხვა შტა­ტებ­სა და ქვეყ­ნებ­ში რამ­დე­ნი­მე თვი­ანი სა­მუ­შაო მივ­ლი­ნე­ბე­ბი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან და მრა­ვა­ლი სხვა. ჩემს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს აქ­ვს თა­ვი­სი სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი კლი­ნი­კა და დაზღვე­ვა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ბალ თან­ხებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ალ­უმ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია კი­დევ 70,000 სტუ­დენ­ტს აერ­თი­ან­ებს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, რომ­ლე­ბიც ახ­ლად ჩა­სულ სტუ­დენ­ტებს დიდ მხარ­და­ჭე­რას გვიცხა­დე­ბენ და გვი­წე­ვენ. ამ­ერ­იკ­ის სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კაც, გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ალი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მი­მარ­თუ­ლია პერ­სპექ­ტი­ული უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სწავ­ლის ხელ­შეწყო­ბა­ზე და მა­თი ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის რე­ალ­იზ­აცი­აზე. სწო­რედ ეს ელ­ემ­ენ­ტე­ბია, რი­თაც ვთვლი, რომ ამ­ერ­იკ­ული სწავ­ლე­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა ევ­რო­პი­სა თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა­გან.

 

რო­გორ წა­რი­მარ­თა გა­სუ­აბ­რე­ბა დე­კა­ნის თა­ნა­შემ­წეს­თან და რა კრიტ­რი­უმ­ებ­ით საზღვრა­ვენ სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მას?

 

დე­კა­ნის თა­ნა­შემ­წეს­თან გა­სა­უბ­რე­ბა ცო­ტა უც­ნა­ურ­ად წა­რი­მარ­თა. პირ­ველ რიგ­ში წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და, რომ ამ გა­სა­უბ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნ­და მი­ეღ­ოთ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ჩა­რიცხვე­ბის თა­ობ­აზე. სამ­წუ­ხა­როდ, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ერ­თოდ ვერ მო­ვემ­ზა­დე შე­საძ­ლო კითხვებ­ზე ამ­ომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბის გა­სა­ცე­მად და მო­უმ­ზა­დებ­ლად მო­მი­წია ჩარ­თვა. რო­დე­საც მივ­წე­რე, რომ მზად ვი­ყა­ვი ინ­ტერ­ვი­უს და­საწყე­ბად, მომ­წე­რა, რომ 15 წუთ­ში და­მი­რე­კავ­და, რად­გან სას­წრა­ფო საქ­მეს აგ­ვა­რებ­და. ეს მი­მო­წე­რა იმ­დე­ნად უშუ­ალ­ოდ და არ­აფ­ორ­მა­ლუ­რად წა­რი­მარ­თა, რომ უკ­ვე და­დე­ბი­თი წარ­მოდ­გე­ნა შე­მექ­მნა რო­გორც ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე, ისე, ზო­გა­დად, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ზე. მოგ­ვი­ან­ებ­ით, რო­დე­საც ვი­დეო ზა­რით და­ვუ­რე­კე, სა­ხე­ლი და გვა­რის მე­ტი არ­აფ­ერი უკ­ითხავს, პირ­და­პირ თვი­თონ და­იწყო სა­უბ­არი და მაც­ნო­ბა, რომ მი­ღე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და მო­ვი­პო­ვე კო­ლო­სა­ლუ­რი სტი­პენ­დია (კონ­ფი­დენ­ცი­ალ­ური ინ­ფორ­მა­ციაა და არ მაქ­ვს უფ­ლე­ბა სა­ჯა­როდ და­ვა­სა­ხე­ლო კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა). გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი ეკ­რანს, ფილ­მებ­ში თუ მქონ­და ნა­ნა­ხი, რომ ამ­ხე­ლა თან­ხით ვინ­მეს აფ­ინ­ან­სე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით შო­რე­ული ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს. რო­დე­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ვი­აზ­რე და ემ­ოცი­ებ­ით და­ვი­ხარ­ჯეთ, მო­მა­ყო­ლა ჩემ შე­სა­ხებ, ამ­იხ­სნა — თუ რო­გორ და­მეხ­მა­რე­ბო­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ამ­ერ­იკ­აში ჩას­ვლის მო­მენ­ტი­დან. მა­თი მი­ზა­ნი გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ჩე­მი რე­ალ­იზ­ება მო­ვახ­დი­ნო ახ­ალ ქვე­ყა­ნა­ში და ას­ევე შე­მომ­თა­ვა­ზა ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და­საქ­მე­ბა, რომ დავ­ფა­რო ცხოვ­რე­ბი­სა და კვე­ბის ხარ­ჯე­ბი. ას­ეთი მე­გობ­რუ­ლი, უშუ­ალო და ხელ­შემ­წყო­ბი მიდ­გო­მა არც ერ­თი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­გან არ მიგ­რძვნია, სა­დაც სა­ბუ­თე­ბი გა­ვაგ­ზავ­ნე. ცნო­ბის­თვის ამ­ას­აც და­ვა­მა­ტებ, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად ევ­რო­პის შვიდ­მა და ამ­ერ­იკ­ის ხუთ­მა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა მი­მი­ღო, თუმ­ცა პენ­სილ­ვა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ­მა და­ფი­ნან­სე­ბამ და ზე­მოთ აღ­წე­რილ­მა დე­ტა­ლებ­მა მი­მა­ღე­ბი­ნა. სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მა ემ­ყა­რე­ბო­და ჩემს უმ­აღ­ლეს მიღ­წე­ვებს რო­გორც სწავ­ლის, ას­ევე სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და აქ­ტი­ურ­ობ­ის კუთხით. სკა­იპ­ში ჩვე­ნი სა­უბ­რის დი­დი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე სა­უბ­არს და­ეთ­მო და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ბო­ლომ­დე და­ინ­ტე­რეს­და ყვე­ლა იმ გა­მოც­დი­ლე­ბით, რაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მიგ­როვ­და.

 

დაზღვე­ვი­სა და წიგ­ნე­ბის თან­ხის მო­ძი­ებ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ არ­ის კარ­გი სი­ახ­ლე?

 

სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ არ­ანა­ირი სი­ახ­ლე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ არ­ის. რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია მითხრეს, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ნი­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენ­ტებს, გაგ­ზავ­ნი­ლი მაქ­ვს აპ­ლი­კა­ცი­ები და ვე­ლო­დე­ბი მა­თი მხრი­დან პა­სუ­ხებს. ვა­პი­რებ, თსუ-შიც შე­ვი­ტა­ნო გან­ცხა­დე­ბა, რომ ნა­წი­ლობ­რი­ვად მა­ინც ამ­ინ­აზღა­ურ­დეს დარ­ჩე­ნი­ლი ხარ­ჯე­ბი. ვნა­ხოთ, დრო გვიჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლი ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­უწ­ევს კონ­კუ­რენ­ცი­ას ამ­ერ­იკ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ჩე­მი ხარ­ჯე­ბის ან­აზღა­ურ­ებ­აში. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ ქარ­თუ­ლი მხრი­დან პო­ზი­ტი­ური სი­ახ­ლე­ები არ ის­მის.

 

რას ურ­ჩევ სტუ­დენ­ტებს, ვი­საც სურს სწავ­ლის საზღვარ­გა­რეთ გაგ­რძე­ლე­ბა...

 

ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ არ და­იწყოთ უცხო­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბი­სათ­ვის მზა­დე­ბა ბო­ლო წელს თუ სე­მეს­ტრში. აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის მზა­დე­ბა უნ­და და­იწყოთ 5 წლით ად­რე, მო­აგ­რო­ვოთ ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც დიდ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ზე თქვე­ნი აპ­ლი­კა­ცი­ის გან­ხილ­ვი­სას. სკა­იპ­ში გა­სა­უბ­რე­ბი­სას დე­კა­ნის თა­ნა­შემ­წემ პირ­და­პირ გა­უს­ვა ხა­ზი, რომ ჩე­მი სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ძა­ლი­ან მა­ღალ აკ­ად­ემი­ურ მოს­წრე­ბას­თან ერ­თად იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან და აქ­ტი­ვო­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც მე ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მიგ­როვ­და. ვი­ყა­ვი წლე­ბის მან­ძილ­ზე სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში ჯერ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შემ­დეგ ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, ვარ ორ­ჯერ არ­ჩე­ული იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს წევ­რი და ას­ევე არ­ჩე­ული სე­ნა­ტის წევ­რი, ორ­ჯერ ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ევ­რო­პის სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­აში და მრა­ვა­ლი სხვა, რა­მაც ჩემ სა­სარ­გებ­ლოდ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. ვურ­ჩევ იმ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ იმ­უშა­ონ წლე­ბის მან­ძილ­ზე ამ სა­კითხზე, კარ­გი შე­დე­გე­ბი და­აგ­რო­ვონ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუთხით, ას­ევე ჩა­ერ­თონ ყვე­ლა შე­საძ­ლო აქ­ტი­ვო­ბა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და და­აგ­რო­ვონ უდ­იდ­ესი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ფა­სობს უცხო­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აუც­ილ­ებ­ელია ინ­გლი­სუ­რი ენ­ის კარ­გად ფლო­ბა, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ოს, რომ თქვენ სხვა ენ­აზე სწავ­ლის უნ­არი გა­გაჩ­ნი­ათ. შე­უძ­ლე­ბე­ლი არ­აფ­ერია, უბ­რა­ლოდ მარ­ტი­ვად არ­აფ­ერი მო­დის, პან­სილ­ვა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჩა­რიცხვის წე­რილ­ში­ვე ეწ­ერა, რომ მი­ლო­ცავ­დნენ ამ სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბას და ხვდე­ბოდ­ნენ, რომ ეს მიღ­წე­ვა ჩე­მი უდ­იდ­ესი შრო­მის შე­დე­გი იყო.