Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რით იყო აღსანიშნი 95 წლის უნივერსიტეტის გაზეთის საიუბილეო ღონისძიება

მაია ტო­რა­ძე

 

9 ივ­ნისს თსუ-ის ემ­ერ­იტ­უსი პრო­ფე­სო­რის, აკ­ად­ემ­იკ­ოს რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის იუბ­ილ­ეს­ად­მი მიძ­ღვნი­ლი წიგ­ნის „ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს ხიბ­ლი — რის­მაგ გორ­დე­ზი­ანი 80“ პრე­ზენ­ტა­ცია და გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ 95 წლის საიუბილეო ღო­ნის­ძი­ება გა­იმ­არ­თა.

 

თსუ-ის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა წარ­მა­ტე­ბულ მეც­ნი­ერ­სა და მრა­ვა­ლი თა­ობ­ის აღ­მზრდელ­ზე — რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ამ­აყ­ობს იმ­ით, რომ სწო­რედ მას ჰყავს ას­ეთი რან­გის მეც­ნი­ერი, რო­მელ­მაც დი­დი აღი­არ­ება და სიყ­ვა­რუ­ლი მო­იპ­ოვა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­ამ­ედ მის ფარ­გლებს გა­რე­თაც. მი­სი თქმით, თსუ-ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტი ერთ-ერ­თი წამ­ყვა­ნი სკო­ლაა მსოფ­ლი­ოში. თსუ-ის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს“ და­არ­სე­ბი­დან 95 წლის­თა­ვი მი­ულ­ოცა და აღ­ნიშ­ნა, რომ თით­ქმის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­აკ­ის გა­ზე­თის ფურ­ცლებ­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აის­ახ­ებ­ოდა არა მხო­ლოდ თსუ-ის, არ­ამ­ედ მთე­ლი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა.

 

ღო­ნის­ძი­ებ­აზე ას­ევე წარ­სდგა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნუ­ნუ მიც­კე­ვი­ჩი, რო­მელ­მაც საიუბილეო სიტყვის შემ­დეგ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ას მი­ნის­ტრის — მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის მი­სა­ლო­ცი წე­რი­ლი გა­აც­ნო: „ბა­ტო­ნო რის­მაგ, თქვენს ნაშ­რო­მებ­ზე არა­ერ­თი თა­ობა აღ­იზ­არ­და და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში აგ­რძე­ლებთ მოღ­ვა­წე­ობ­ას და ახ­ალ თა­ობ­ას გა­დას­ცემთ იმ ცოდ­ნა­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სა­ამ­აყო და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი აღი­არ­ებ­ულია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­ამ­ედ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, დღეგ­რძე­ლო­ბას, წინ­სვლა­სა და წარ­მა­ტე­ბას ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის და სრუ­ლი­ად ქვეყ­ნი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ! პა­ტი­ვის­ცე­მით, მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი!“- ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

 

სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო აკ­ად­ემ­იკ­ოს რო­ინ მეტ­რე­ვე­ლის მი­მარ­თვა. მან კომ­პლექ­სუ­რად ისა­უბ­რა რო­გორც გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ას­ევე რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის მოღ­ვა­წე­ობ­ასა და მი­სი იუბ­ილ­ეს­ად­მი მიძ­ღვნილ წიგ­ნზე.

 

„წიგ­ნი, რო­მე­ლიც მე წა­ვი­კითხე, არ­ის ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი შრო­მის ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ უბ­რა­ლოდ პუბ­ლი­ცის­ტუ­რია, არ­ამ­ედ მწერ­ლუ­რი. წიგ­ნში ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი რის­მა­გის ცხოვ­რე­ბი­დან გარ­კვე­ული პა­სა­ჟე­ბი რე­დაქ­ტორ ნი­ნო კა­კუ­ლი­ას ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რად შეჰ­ყავს, ხო­ლო მი­სი სტრუქ­ტუ­რა ყვე­ლა­ნა­ირ­ად სა­ინ­ტე­რე­სოა.

 

რის­მაგ გორ­დე­ზი­ანი არ­ის გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ის არ­ის თა­ვი­სი დარ­გის წამ­წე­ვი. უდ­იდ­ესი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქ­ვს რის­მაგ გორ­დე­ზი­ანს ლექ­სი­კო­ლო­გი­აში, მან გა­მოს­ცა ან­ტი­კუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია, რო­მე­ლიც არ­ის შე­დევ­რი!

 

აქ­ვე, აუც­ილ­ებ­ლად უნ­და აღ­ვნიშ­ნო თსუ-ის გა­ზე­თის მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში. აქ სხე­დან ჩე­მი თა­ობ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გა­ზეთ­ზე გა­ვი­ზარ­დეთ. ამ გა­ზეთ­მა დი­დი ბიძ­გი მის­ცა ქარ­თუ­ლი პრე­სის ცხოვ­რე­ბას და მეც­ნი­ერ­ებ­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მე­ტად შე­უწყო ხე­ლი“,- თქვა რო­ინ მეტ­რე­ველ­მა.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კის და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა ბა­ტონ რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­თან პირ­ვე­ლი გარ­დამ­ტე­ხი შეხ­ვედ­რა, რა­მაც სრუ­ლად შეც­ვა­ლა მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა: „და­ვამ­თავ­რე სკო­ლა და რო­დე­საც მიხ­ვდნენ, რომ ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ად­ამი­ანი არ ვი­ყა­ვი, ჩა­იქ­ნი­ეს ხე­ლი. ვმე­გობ­რობ­დით ვა­ნი­კო რა­მიშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც იყო კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი და მან­ვე მირ­ჩია, რომ ჩა­ამ­ებ­არ­ებ­ინა კლა­სი­კურ ფი­ლო­ლო­გი­აზე. ამ­ის მე­რე გა­ვი­ცა­ნი ბა­ტო­ნი რის­მა­გი და პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­დან მახ­სოვს, რომ დაგ­ვა­ში­ნა: „ვი­საც გინ­დათ კლა­სი­კურ­ზე ჩა­ბა­რე­ბა, იც­ოდ­ეთ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ერთ ლექ­სზე სა­ათ­ები და­კარ­გოთ, რა­თა ჩა­ეძი­ოთ თი­თოეულ დე­ტალს. ის­ეთ­ები არ მოხ­ვი­დეთ, თუ მარ­თლა არ ხართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი“,- გვითხრა მან. მე კი, პი­რი­ქით, უფ­რო მე­ტი აზ­არ­ტი გა­მიჩ­ნდა, რომ კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გია შე­მეს­წავ­ლა. მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ მარ­ტო ჰო­მე­რო­სის „ილი­ად­ას“ ბერ­ძნუ­ლად წა­კითხვა არ კმა­რო­და იმ­ის მო­ტი­ვა­ცი­ად, რომ აქ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ბა­ტონ­მა რის­მაგ­მა არ­ამც თუ არ გაგ­ვაწ­ბი­ლა, პი­რი­ქით, უფ­რო დაგ­ვმუხ­ტა ამ ინ­ტე­რე­სით. ეს ძა­ლი­ან დი­დი რამ იყო. გვა­ზი­არ­ებ­და თან­და­თა­ნო­ბით ამ ძა­ლი­ან დიდ კულ­ტუ­რას. მის ლექ­ცი­ებ­ში ახ­ლაც მახ­სოვს და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი სა­კითხე­ბი: — გრძნობ, რომ რა­ღაც აკ­ლია? გა­მო­ხა­ტე ეს! გა­ინ­ტრი­გებ­და — მი­დი, გა­მო­ხა­ტე! რა და­გაკ­ლდა ამ სუ­რათ­ში! და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლის შე­დე­გი — თა­ვი­სი დარ­გი რომ უყ­ვარს, ასე გემ­რი­ელ­ად უნ­და მას გა­ზი­არ­ოს. მი­სი ბერ­ძნუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია თა­ობ­ებს აღ­ზრდის, რად­გან შე­უძ­ლია ჩვე­ულ­ებ­რივ აუდ­იტ­ორი­ას­აც გა­მოს­დოს ეს ინ­ტე­რე­სის კა­უჭი. ერ­თხელ ზევ­სად გა­მო­აცხა­დეს სტუ­დენ­ტებ­მა... შემ­დეგ წელს ზევ­სად ვე­ღარ გა­მო­აცხა­დებ­დნენ, რა­მე უფ­რო მა­ღა­ლი იყო სა­ჭი­რო და იკ­ითხეს — რა არ­ის ზევ­სზე უფ­რო მა­ღა­ლი ან­ტი­კურ მი­თო­ლო­გი­აში?! ეს არ­ის მო­ირა. მო­ირა — ეს ბე­დის­წე­რაა, მაგ­რამ მდედ­რო­ბი­თი სქე­სი­საა, ამ­იტ­ომ გა­დაწყვი­ტეს — ბა­ტო­ნი რის­მა­გი არ­ის მო­ირ­ოსიო... ის ყვე­ლა­ფერ ამ­ას იღ­ებ­და ხა­ლი­სი­თა და არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი იუმ­ორ­ის გრძნო­ბით. მინ­და ვთქვა, რომ ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბაც უბ­რა­ლო საქ­მე არ არ­ის. ბა­ტო­ნი რის­მა­გი თეიოსია, იმ­იტ­ომ, რომ მან ინ­სტი­ტუ­ტი დააარსა და ამ ინ­სტი­ტუტს ძა­ლი­ან დი­დი ის­ტო­რია ექ­ნე­ბა“, — თქვა ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა.

 

საიუბილეო სხდო­მა­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნა თსუ-ის პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის მი­ერ თსუ-ის მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრის ბა­ზა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფილ­მი — „9 ძვე­ლი და 5 ახ­ალი ამ­ბა­ვი 95 წლის გა­ზე­თის ის­ტო­რი­იდ­ან.“ ფილ­მის რე­ჟი­სო­რია ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­ნო კა­კუ­ლია, რო­მელ­მაც ერთ 40-წუ­თი­ან ფილ­მში დე­ტა­ლუ­რად და სა­იტ­ერ­ეს­ოდ გად­მოს­ცა გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ თით­ქმის სა­უკ­უნ­ოვ­ანი ის­ტო­რია და ის პე­რი­პე­ტი­ები, რაც მან არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოიარა.

 

თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ულ მა­უწყე­ბელ­თა ას­ოცი­აცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია კუპ­რაშ­ვილ­მა გა­მო­ყო გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ რო­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის გა­შუ­ქე­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოკ­ვე­თა ცენ­ტრის ბა­ზა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა „უნ­ივ­ერ­სია“: „ჩვენ დღეს ვსა­უბ­რობთ რე­დაქ­ცი­აზე, რო­მელ­მაც ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე დი­დი და უახ­ლე­სი ის­ტო­რია შექ­მნა, ვხე­დავ­დით წარ­მოდ­გე­ნილ ფილ­მში — თუ რო­გო­რი იყო გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გო­რი იყო ცენ­ზუ­რის კვა­ლი, რო­გო­რი იყო თა­ვი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი. ეს ის­ტო­რია თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არ­ის სწო­რედ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ის­ტო­რია. ამ­ავ­დრო­ულ­ად, ის ფაქ­ტი, რომ ცენ­ტრის ბა­ზა­ზე მზად­დე­ბა გა­და­ცე­მა „უნ­ივ­ერ­სია“, რო­მე­ლიც გა­და­იც­ემა რე­გი­ონ­ულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, არ­ის თსუ-ის მი­სი­ის შე­სა­ბა­მი­სი, რად­გან რე­გი­ონ­ებ­ში მცხოვ­რებ აუდ­იტ­ორი­ას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა. ეს გა­და­ცე­მა ჩვენს ბა­დე­ში წე­რია არა რო­გორც უბ­რა­ლოდ გა­და­ცე­მა, არ­ამ­ედ რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კა. ასე იღ­ებს მას აუდ­იტ­ორია. რაც შე­ეხ­ება აუდ­იტ­ორი­ის რე­აქ­ცი­ას, ძა­ლი­ან ბევ­რი შე­და­რე­ბა იყო ევ­რო­კავ­შირ­თან და ჩვენც ვა­და­რებთ ხოლ­მე — თუ რა შე­დეგ­ზე გა­ვი­და სწო­რედ ევ­რო­პულ პრო­დუქ­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით ეს გა­და­ცე­მა. „უნ­ივ­ერ­სია“ „დო­იჩე ვე­ლეს“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კას რე­იტ­ინ­გით არ­ას­დროს ჩა­მო­უვ­არ­დე­ბა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ მი­ულ­ოცო ეს ფაქ­ტი ქალ­ბა­ტონ ნი­ნო კა­კუ­ლი­ას და მის რე­დაქ­ცი­ას?!“- აღ­ნიშ­ნა ნა­თია კუპ­რაშ­ვილ­მა.

 

სა­ზო­გა­დო­ებ­ის წი­ნა­შე სიტყვით წარ­სდგა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბონ­დო მძი­ნა­რაშ­ვი­ლი. „დღეს გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ იუბ­ილეა და ერთ რა­მეს და­ვაკ­ვირ­დი — სა­ერ­თოდ არ აქ­ვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ფორ­მა­ცი­ის დროს გა­მო­დის გა­ზე­თი, მთა­ვა­რია იმ ეპ­ოქ­ის სულს ას­ახ­ავ­დეს. ამ გა­ზეთ­ში ეპ­ოქა ჩანს და მე მინ­და ერ­თი რამ ვთხო­ვო სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს: იაქ­ტი­ურ­ეთ, ნუ და­უთ­მობთ სა­ეთ­ერო სივ­რცეს და სა­გა­ზე­თო ფურ­ცლებს არ­შემ­დგარ ად­ამი­ან­ებს, ად­ამი­ან­ებს, რომ­ლებ­საც არ­აფ­ერ­ზე არ ეკ­ის­რე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს და მის გა­ზეთს უზ­არ­მა­ზა­რი რო­ლი აკ­ის­რია ამ თვალ­საზ­რი­სით და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ნი­ნო კა­კუ­ლია და გა­ზე­თის რე­დაქ­ცია ამ თვალ­საზ­რი­სით ნამ­დვი­ლად დიდ და მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს“,- თქვა ბონ­დო მძი­ნა­რაშ­ვილ­მა.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ის დას­კვნით ნა­წილ­ში მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ემ­ოცი­ური იყო ბა­ტონ რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის მი­მარ­თვა. მან მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა ყვე­ლას და გა­მო­ყო 95 წლის გა­ზე­თის კო­ლო­სა­ლუ­რი წვლი­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის საქ­მი­ან­ობ­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აში: „95 წე­ლია, რაც ეს გა­ზე­თი ემ­სა­ხუ­რე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტს. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მი­ვუ­ლო­ცო მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და, სა­ერ­თოდ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­რი­ღი. ამ გა­ზეთ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მრა­ვა­ლი თა­ობა გა­ზარ­და და ამ­ით დი­დი სამ­სა­ხუ­რი გა­უწია უნ­ივ­ერ­სი­ტეტს. ეს გა­ზე­თი კი­დევ მრა­ვალ ას­ეთ იუბ­ილ­ეს გა­და­იხ­დის და კი­დევ მრა­ვალ თა­ობ­ას აღ­ზრდის. მად­ლო­ბა იმ­ის­ათ­ვის, რომ შე­იქ­მნა წიგ­ნი ჩემ შე­სა­ხებ. ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნო კა­კუ­ლი­ამ დი­დი შრო­მა გას­წია წიგ­ნის და ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე და მინ­და გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო მას. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი მაქ­ვს მო­მავ­ლი­სათ­ვი­საც და, თქვენ­თან ერ­თად, ნე­ბა მო­მე­ცით, მქონ­დეს ამ მო­მავ­ლის დი­დი იმ­ედი და გან­სა­კუთ­რე­ბით — სა­შუ­ალ­ება, რომ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ით მეც მი­ვი­ღო სი­ამ­ოვ­ნე­ბა. დი­დი მად­ლო­ბა კი­დევ ერ­თხელ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, ჩემ­და­მი ყუ­რადღე­ბის გა­მო­ჩე­ნი­სათ­ვის!“ — თქვა რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­მა.

 

95 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა“ ბევ­რი ერ­თგუ­ლი რეს­პონ­დენ­ტი შე­იძ­ინა. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­ულია აკ­ად­ემ­იკ­ოსი ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ხა­ზი გა­უს­ვა რე­დაქ­ცი­ის თავ­და­დე­ბულ შრო­მას:

 

„პირ­ველ ყოვ­ლი­სა, გულ­მხურ­ვა­ლედ ვუ­ლო­ცავ გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს“ და­არ­სე­ბი­დან 95 წლის იუბ­ილ­ეს და მა­რად წარ­მა­ტე­ბულ მოღ­ვა­წე­ობ­ას ვუ­სურ­ვებ მას დე­და­უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან ერ­თად! უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სარ­კე და სა­ხეა. სა­ამ­აყოა, რომ ამ გა­ზე­თის გა­მორ­ჩე­ულ­ად თავ­და­დე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ქალ­ბა­ტონ ნი­ნო კა­კუ­ლი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­მა­გა­ლი­თოდ მიჰ­ყვე­ბი­ან ჩვენს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბას და გუ­ლის­ყუ­რით უს­მე­ნენ მის მა­ჯის­ცე­მას. რო­გორც ჩვე­ნი ნი­ნო კა­კუ­ლია გა­მოგ­ვიტყდა სა­ჯა­როდ, ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლი­თა და მო­წი­წე­ბით უდ­გე­ბა ყო­ველ პრო­ფე­სორს, რად­გან ეს­მის და სჯე­რა მა­თი სა­თუ­თი ბუ­ნე­ბი­სა. მად­ლო­ბა მას და მის გუნ­დს ამ­ის­ათ­ვის.

 

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ გა­ზე­თის საიუბილეო თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა სა­გან­გე­ბოდ და­ამ­თხვია აკ­ად­ემ­იკ­ოს რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის და­ბა­დე­ბის დღე­სა და მი­სი ახ­ალი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას, რად­გან ბა­ტო­ნი რის­მა­გი ბრძან­დე­ბა ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის მეტ­რი და მრა­ვა­ლი ათე­ული წე­ლია ღირ­სე­ულ­ად იღ­წვის მეც­ნი­ერ­ებ­ისა და სამ­შობ­ლოს სა­კე­თილ­დღე­ოდ. ჭეშ­მა­რი­ტი მეც­ნი­ერ­ება არ­ას­ოდ­ეს ყო­ფი­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი. ის ყო­ველ­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სოა და ამ­ის სა­უკ­ეთ­ესო მა­გა­ლი­თია აკ­ად­ემ­იკ­ოსი რის­მაგ გორ­დე­ზი­ანი.

 

გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფას და საყ­ვა­რელ პრო­ფე­სორ­სა და კო­ლე­გას ამ თა­რიღს!“ — თქვა მან.

 

 

* * *

 

ღო­ნის­ძი­ება გან­სა­კუთ­რე­ბით თბილ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ოჯ­ახ­ურ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და, რად­გან ამ 95 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ის და რედ­კო­ლე­გი­ის თი­თოეული წევ­რის სა­ხე­ლი სა­მუ­და­მოდ ჩა­იწ­ერა რო­გორც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, ისე გა­ზე­თის ის­ტო­რი­აში. ზუს­ტად ამ­იტ­ომ, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მა­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ღო­ნის­ძი­ებ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

 

ირ­ინე დარ­ჩია, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი: „ვფიქ­რობ, წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ამ და გა­ზე­თის საიუბილეო დღემ ძა­ლი­ან კარ­გად ჩაიარა. ნამ­დვი­ლად წარ­მა­ტე­ბულ ღო­ნის­ძი­ებ­ად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ. რო­გორც ნაჩ­ვე­ნე­ბი ფილ­მე­ბი, ისე გა­მომ­სვლელ­თა სიტყვე­ბი იყო თან აკ­ად­ემი­ური, თან ემ­ოცი­ური და საკ­მა­ოდ ამ­აღ­ელ­ვე­ბე­ლი, რაც ამ ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვია. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გად წარ­მო­ჩინ­და ქარ­თუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის ლე­გენ­დის, ბა­ტო­ნი რის­მა­გის ღვაწ­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბა კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის და ზო­გა­დად ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის წი­ნა­შე, მი­სი მოღ­ვა­წე­ობ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი, ის მად­ლი­ერ­ებ­ის გრძნო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და მო­წი­წე­ბა, რა­საც მის მი­მართ სტუ­დენ­ტე­ბი, კო­ლე­გე­ბი, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან. ას­ევე თვალ­სა­ჩი­ნო იყო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თის მრა­ვალ­წლი­ანი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, არც თუ მარ­ტი­ვი და ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა და ის­ტო­რია, ის რო­ლი, რაც ამ გა­ზეთ­მა შე­ას­რუ­ლა არა რო­გორც ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, არ­ამ­ედ რო­გორც მთე­ლი ქვეყ­ნის აკ­ად­ემი­ური, სა­მეც­ნი­ერო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის მე­მა­ტი­ან­ემ. კი­დევ ერ­თხელ ვუ­სურ­ვებ გა­ზეთს წარ­მა­ტე­ბებს და კი­დევ უფ­რო ნა­ყო­ფი­ერ საქ­მი­ან­ობ­ას, რომ 100 წლის იუბ­ილე ღირ­სე­ულ­ად აღ­ნიშ­ნოთ“.

 

თა­მარ ვეფხვა­ძე, თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი: „პირ­ველ ყოვ­ლი­სა, დი­დი მად­ლო­ბა ამ­ღო­ნის­ძი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. ძა­ლი­ან თბი­ლი სა­ღა­მო გა­მო­ვი­და. არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩემ­ზე თა­ვად წიგ­ნმა და, ცხა­დია, ფილ­მმაც, რო­მე­ლიც ბა­ტონ რის­მაგ გორ­დე­ზი­ანს მი­ეძ­ღვნა. სიტყვით გა­მომ­სვლელ­თა­გან, ას­ევე, თით­ქმის ყვე­ლამ აღ­ნიშ­ნა ამ წიგ­ნის სო­ლი­დუ­რო­ბა და სიღ­რმე. პან­დე­მი­ის ჩა­კე­ტი­ლო­ბის შემ­დეგ ვი­სურ­ვებ­დი ბევრ ას­ეთ სა­ღა­მოს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში.“

 

აკ­აკი აბ­უთ­იძე, თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი: „მქონ­და პა­ტი­ვი, 2022 წლის 9 ივ­ნისს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში დავ­სწრე­ბო­დი პრო­ფე­სორ რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის" იუბ­ილ­ეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ება წლის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ული მოვ­ლე­ნა იყო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ცხოვ­რე­ბა­ში. სა­ღა­მო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად მდი­და­რი იყო — გე­მოვ­ნე­ბით, დახ­ვე­წი­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გა­ზე­თის რე­დაქ­ტორს ქ-ნ ნი­ნო კა­კუ­ლი­ას და გა­ზე­თის მთელ კო­ლექ­ტივს წლე­ბის მან­ძილ­ზე ქარ­თვე­ლი აკ­ად­ემი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის, ერ­ისა და სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე გა­წე­ული უაღ­რე­სად კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მის კე­თე­ბი­სათ­ვის. თქვე­ნი მი­სია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ზო­გა­დო­ებ­ის პროგ­რე­სი­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ებ­ის­გან ვი­თა­რე­ბის­თვის.“

 

ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი: „9 ივ­ნისს თსუ-ში ორი დი­დი თა­რი­ღი აღ­ინ­იშ­ნა — აკ­ად­ემ­იკ­ოს რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის 80 წლის იუბ­ილე და თსუ-ის გა­ზე­თის და­არ­სე­ბის 95 წლის­თა­ვი. ეს მარ­თლაც ღირ­სსახ­სო­ვა­რი დღე იყო, რად­გან სა­ზო­გა­დო­ებ­ას, რო­მელ­მაც დარ­ბაზ­ში დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით მო­იყ­არა თა­ვი, თა­ნაბ­რად დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ვს ორ­ივე მოვ­ლე­ნის მი­მართ. ბა­ტო­ნი რის­მა­გის გა­ნუ­ზო­მე­ლი სა­მეც­ნი­ერო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტონ ნი­ნო კა­კუ­ლი­ას მი­ერ, სა­ყო­ველ­თაო პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს, რაც აშ­კა­რად და­დას­ტურ­და მას შემ­დეგ, რაც ბა­ტონ­მა რის­მაგ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ას უშუ­ალ­ოდ მი­მარ­თა. რაც შე­ეხ­ება ას­ეთი ხან­გრძლი­ვი და არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი ის­ტო­რი­ის მქო­ნე გა­ზეთს, აქ­აც თვალ­ნათ­ლივ გა­მო­იკ­ვე­თა არა მხო­ლოდ მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა, არ­ამ­ედ ის დი­დი შრო­მა, რო­მელ­საც მუხ­ლჩა­უხ­რე­ლად ეწ­ევა თსუ პუბ­ლი­ცის­ტი­კის და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის შე­სა­ნიშ­ნა­ვი კო­ლექ­ტი­ვი. ამ­დე­ნად, ის მად­ლი­ერ­ება, რაც ამ ად­ამი­ან­ებ­ის მი­მართ გა­მო­ით­ქვა, არ­ის სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლი, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი და მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს.“