Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რატომ გამოირიცხა VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ონლაინ რეჟიმში ჩატარება?

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

12 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის VIII მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი გა­იმ­არ­თე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი 140 დე­ლე­გატს აირ­ჩე­ვენ. კენ­ჭის­ყრა პირ­და­პი­რი წე­სით წა­რი­მარ­თე­ბა. ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ პირ­ვე­ლი სხდო­მა 14 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თა, სა­დაც კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რედ თეა წით­ლა­ნა­ძე (სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე), თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ — ვა­სილ ბა­რა­მი­ძე (იურ­იდი­ული დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე) და სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მდი­ვა­ნად — ზუ­რაბ მუ­რა­დაშ­ვი­ლი (ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სას­წავ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი) აირ­ჩი­ეს.

 

დე­ლე­გა­ტის კან­დი­და­ტად აქ­ტი­ური სტა­ტუ­სის მქო­ნე ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენ­ტს შე­უძ­ლია და­რე­გის­ტრი­რე­ბა.

 

კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო დე­ბუ­ლე­ბა­ში და, ას­ევე, გა­მო­ირ­იცხა არ­ჩევ­ნე­ბის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზე­ბი თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტმა დაააზუსტა.

 

„პან­დე­მი­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, შვი­დი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ანი გა­იხ­სნე­ბა და ფა­კულ­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით გან­ლაგ­დე­ბა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი რთუ­ლი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდ­ის­თვის დე­და­ქა­ლაქ­ში იქ­ნე­ბი­ან, აუც­ილ­ებ­ლად მივ­ლენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ან­ზე და ხმას სა­სურ­ველ კან­დი­დატს მის­ცე­მენ. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­ვიდ­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­ერ­თო კრე­ბა გეგ­მავს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას სა­არ­ჩევ­ნო დე­ბუ­ლე­ბის 46-ე მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტში ცვლი­ლე­ბის თა­ობ­აზე, რაც არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თვის აქ­ამ­დე არ­სე­ბუ­ლი 10%-იანი ბა­რი­ერ­ის ერ­თჯე­რა­დად გა­უქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­იძია და შე­ის­წავ­ლა სხვა სა­შუ­ალ­ებ­ები, თუ რამ­დე­ნად იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ჩვე­ული ფორ­მა­ტის შეც­ვლა. შე­დე­გად, ერ­თა­დერთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად არ­ჩევ­ნე­ბის დის­ტან­ცი­ურ­ად და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად ჩა­ტა­რე­ბა მოიაზრებოდა. დის­ტან­ცი­ურ­ად ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, თა­ვის მხრივ, სხვა­დას­ხვა გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მებ­თან და კო­ლო­სა­ლურ თან­ხებ­თან გახ­ლავთ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას სა­კუ­თა­რი ბი­უჯ­ეტი არ გა­აჩ­ნია, აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბის გა­დახ­და მო­უწ­ევ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, რაც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვი­საც წარ­მო­უდ­გე­ნელ და­ნა­ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გარ­და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მი­სა, დის­ტან­ცი­ურ-ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი საფ­რთხეს უქ­მნი­და ამ­ომ­რჩევ­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, რად­გა­ნაც უშუ­ალ­ოდ ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბით ვერ გა­კონ­ტროლ­დე­ბო­და, ჩნდე­ბო­და ამ­ომ­რჩე­ველ­ზე ზე­წო­ლის სა­შიშ­რო­ება. ას­ევე, ჩვენს მი­ერ მოკ­ვლე­ული ვერც ერ­თი IT კომ­პა­ნია ვერ გვაძ­ლევ­და გა­რან­ტი­ას, რომ ფა­რუ­ლო­ბის პრინ­ცი­პი იქ­ნე­ბო­და სრუ­ლად და­ცუ­ლი და აღ­კვე­თი­ლი იქ­ნე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში ჰა­კე­რუ­ლი ჩა­რე­ვე­ბი. სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის დე­ბუ­ლე­ბის მე-2 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა შედ­გე­ბა სა­ყო­ველ­თაო, თა­ნას­წო­რი და პირ­და­პი­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ფა­რუ­ლი კენ­ჭის­ყრით არ­ჩე­ული დე­ლე­გა­ტე­ბი­სა­გან, დის­ტან­ცი­ურ-ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი კი საფ­რთხეს უქ­მნის არ­ჩევ­ნე­ბის ფა­რუ­ლო­ბას, შე­დე­გე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბას და არ­ჩევ­ნე­ბის მთა­ვარ არ­სს — თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ჩევ­ნე­ბი ჩვე­ულ­ებ­რივ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თე­ბა“, — გან­მარ­ტა ალ­ექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა.

 

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია კან­დი­და­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.